ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 46

ტრამპის გამარჯვება და მისი მნიშვნელობა ახლო აღმოსავლეთისათვის

617838
ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 46

როგორც ცნობილია ამერიკაში 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და ქვეყნის რიგით ბ45-ე პრეზიდენტი გახდა მილიარდერი დონალდ ტრამპი. ტრამპის მიერ საარჩევნო კამპანიის დროს გავრცელებული განცხადებებით მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში იგი ახლო აღმოსავლეთში აქამდე შეუჩვეველ საგარეო პოლიტიკას წარმართავს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა ყველა რიგ ინოვაციებს ელის აშშ-ის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაში

საერთოდ კი უნდა ითქვას, რომ ტრამპი სრულ წინააღმდეგობაშია დემოკრატი ობამას ლიბერალურ საერთაშორისო საგარეო პოლიტიკის გაგებასთან. ახალი პრეზიდენტის აზრით ამერიკის საერთაშორისო თანამეგობრობასთან მარტო კარგი ურთიერთობების დამყარებაც არ არის სასურველი და იგივე ითქმის მისი საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობაზეც. ტრამპის აზრით აქ საჭიროა და მეტად მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობების ფინანსური ღირებულებაც. ასე რომ, თუ მისი თქმით ამ ურთიერთობების ფინანსური ღირებულება გათვალისწინებულზე უფრო მაღალია, მაშინ, აქ რაღაც არასწორად, შეცდომით მიდის და ეს შეუსაბამობა უნდა გადაიხედოს.      

ტრამპის გუნდში რადიკალი მემარჯვენეების არსებობის მიუხედავად, მან დისტანცია დაიკავა ასევე ობამას წინანდელი ბუშის პერიოდის პოლიტიკის მიმართაც. ტრამპი კატეგორიული წინააღმდეგია ქვეყნის ისეთი განვითარებისა, როგორებიც არის რეჟიმის ცვლილება, დემოკრატიის ექსპორტი, ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობის ინიციატივა და სხვა. უფრო მეტიც, ტრამპის საგარეო პოლიტიკაში ადგილი არ აქვს რა ადამიანის უფლებებს, არ ერიდება წამების დამცველი პოზიციის შენარჩუნებას. ამას კი იგი ახლო აღმოსავლეთის ერთ ერთი ყველაზე მთავარი ელემენტის, ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლის წარმოებით ამართლებს    

ტრამპის ამ იდეაში რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, იგი ტერორიზმს ისლამურ საზოგადოებასთან აიგივებს და სხვათა შორის ასე ფიქრობს მის გუნდში რამდენიმე სხვა პირიც. აქედან გამომდინარეა, რომ მათთვის ტერორისტულად ითვლება  არა მხოლოდ დავუშვათ დაეში და სხვა რადიკალისტური ისლამური ორგანიზაციები, არამედ თვით სირიული ზომიერი ოპოზიციაც და მუსლიმანი ძმებიც კი 

ტრამპისა და მისი გუნდის ტერორიზმისადმი ასეთი მიდგომა კი ყველაზე მეტად აწყობთ ისლამური ქვეყნების დიქტატორებს, რომლებიც ვითომც და წინააღმდეგნი არიან რადიკალიზმისა, რამეთუ სწორედ მათ გამო ვერ ახორციელებენ თურმე რეფორმებს. ალბათ ამ გაგებით დაურეკა პირველმა არაბულ სახელმწიფოებს შორის ეგვიპტის ახალმა დიქტატორმა აბდულფეტტაჰ სისიმ, რომელიც ფიქრობს, რომ ანტიტერორისტული ბრძოლის საბაბით იგი დიდხანს შეინარჩუნებს პრეზიდენტის სავარძელს, ხოლო ანტიტერორისტული ბრძოლის ფარგლებში თუ ვის შეებრძოლებიან, ამას ტრამპისათვის დიდი მნიშვნელობა არც აქვს

ტრამპის უარყოფითი ახლო აღმოსავლური პოლიტიკის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო ასევე ბოლო წლებში ობამას ხელისუფლების არასწორმა ახლო აღმოსავლურმა პოლიტიკამაც, რადგან რეგიონში პრიორიტეტები და გავლენა მოიპოვეს რუსეთმა და ირანმა, ხოლო ფორმირებებიდან კი ჰისბულახმა, სხვა შიიტურმა დაჯგუფებებმა და ქურთულმა შეიარაღებულმა  PYD-ს დაჯგუფებამ. ახლა ყველა ელოდება, თუ როგორ პოლიტიკას დაიჭერს ტრამპი ამ ჩამოთვლილების მიმართ

ტრამპი უფრო მეტად სუნიტურ სამყაროს მიიჩნევს რადიკალისტურად, რითაც მისი ეს აზრი რუსეთისას ემთხვევა და აქედან გამომდინარე ლეგიტიმურს ხდის რა რუსეთის ყოფნას ახლო აღმოსავლეთში, ამიტომაც სირიის საკითხში შეიძლება ტრამპმაც რუსეთის მსგავსად ესადის მხარე დაიჭიროს და სირიის ოპოზიცია გამოაცხადოს ტერორისტულად. მოკლედ, რუსეთმა შეიძლება შუამავლის როლიც კი იკისროს ესადის რეჟიმსა და ტრამპის ხელისუფლებას შორის და საერთოდ დღის წესრიგიდან მოიხსნას ესადის გარეშე სირიის თეზისი, რომლის ყველაზე დიდი დამცველი თურქეთის ხელისუფლებაა. სამაგიეროდ ტრამპის აზრი ანკარასთან იმ თეზისში ემთხვევა, რომ სირიის ჩრდილოეთში უსაფრთხოების ზონა შეიქმნას და ლტოლვილები იქ იქნან განთავსებულნი. მაგრამ, აქ ტრამპი სირიელ ლტოლვილებზე კი არ ფიქრობს, არამედ დასავლეთელებზე, რადგან ბუფერულ ზონაში მყოფი სირიელები ხომ დასავლეთისკენ ვეღარ წავლენ, ე.ი. დევნილობა კონტროლ ქვეშ აიყვანება და მათგან დასავლეთი აღარ შეწუხდება    

ზოგიერთების აზრით სირიელების გარდა ტრამპის საგარეო პოლიტიკისგან დაზარალდებიან ასევე პალესტინელებიც, რადგან, სწორედ ტრამპი გახდა ამერიკელი პრეზიდენტების კანდიდატებს შორის საარჩევნო კამპანიებში ყველაზე მყარი პრო ისრაელური პოზიციის გამომხატველი. ამის მკაფიო მაგალითია ტრამპის გამონათქვამი, რომ არავითარ წინააღმდეგობას არ ხედავს ისრაელის დედაქალაქის სტატუსის ტელ ავივიდან იერუსალიმში გადატანის საკითხში და არც ებრაელური ახალ შენებისადმი გამოუთქვამს რაიმე საყვედური

ტრამპმა არც ის დამალა, რომ იგი ირანთან ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმების წინააღმდეგია, თუმცა ეს გამონათქვამი რაიმე უარყოფით ზეგავლენას არ მოახდენს ირან-ამერიკის ურთიერთობებზე, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში წყალს დაასხამენ ირანის იმ ქორების წისქვილზე, რომლებიც ამ საკითხში პრეზიდენტ რუჰანისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ჯევადის მოწინააღმდეგენი არიან. ასე რომ, ტრამპი შიიტურ ირანთან უფრო დაახლოვდება, რადგან როგორც ზემოთ ვთქვით, თეირანის მსგავსად ისიც სუნიტებს რადიკალისტებად და შიიტებს კი ლმობიერებად მიიჩნევს, მით უმეტეს, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა სწორედ სუნიტური საუდის არაბეთი დაადანაშაულა რადიკალ ისლამისტებისადმი მხარდაჭერაში, ამიტომაც საუდის არაბეთიდან ნავთობის ყიდვის შეჩერებითაც კი დაიმუქრა, რამაც ირანში დიდი კმაყოფილება გამოწვია. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით არავის არ სჯერა, რომ ტრამპი ახლიდან გადახედავს ირანთან ხელმოწერილ ბირთვულ შეთანხმებას   

ასე რომ, ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში შეიძლება ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაში ძალთა ბალანსი შეიცვალოს და ისედაც არეული რეგიონი მთლად გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდეს

 



მსგავსი ინფორმაციები