23 ნოემბერი ისტორიაში

23 ნოემბერი ისტორიაში

420636
23 ნოემბერი ისტორიაში

23 ნოემბერი ისტორიაში

2003 წლის 23 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გადადგა და საქართველოში ე.წ. ვარდის რევოლუცია მოხდა, რომლითაც ქვეყნის სათავეში მოვიდა ნაციონალური მოძრაობა. მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი კი ქვეყნის ახალი პრეზიდენტი გახდა. ოპოზიცია შევარდნაძეს 2 ნოემბრის არჩევნების გაყალბებაში სდებდა ბრალს და ამ უკანასკნელმა ვეღარ გაუძლო რა ხალხის გამოსვლებს, გადადგა. პარლამენტში შეჭრილ სააკაშვილს კი ხელში ვარდი ეჭირა და ამიტომ ეს რევოლუცია ისტორიაში ვარდის რევოლუციის სახელით შევიდა

1642 წლის 23 ნოემბერს ჰოლანდიელმა მოგზაურმა და მეზღვაურმა აბელ ტასმანმა ავსტრალიის კონტინენტის შემოვლისას ახალი ზელანდია და ერთი სხვა კუნძული აღმოაჩინა, რომელიც დღეს მის სახელს ტასმანიას ატარებს. ამით ჰოლანდიელი მეზღვაური პირველი ევროპელი გახდა, რომელმაც ფეხი დაადგა ხსენებულ მიწებს. ტასმანი და მისი ეკიპაჟი აქ დიდხანს არ დარჩენილან, რადგან, მათ ხშირად ესხმოდნენ თავს ადგილობრივი აბორიგენები და ამიტომ დატოვეს რა აქაურობა, მორიგი მოგზაურობა დაიწყეს, რომლის დროსაც ტონგასა და ფიჯის კუნძულები აღმოაჩინეს


1856 წლის 23 ნოემბერს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ავსტრიელი მწერალი და ბუნებისმეტყველი იოსებ ჰამმერი. სწორედ პირველმა მან გამოსცა მენინსკის თურქული, არაბული და სპარსული ლექსიკონები. 1799 წელს იგი ნაპოლეონის ჯარს გაჰყვა ეგვიპტეში და აქ შეისწავლა თურქული და არაბული ენები, რის შემდეგ ამ ენებზეც დაიწყო ნაშრომების დაწერა და ფოლკლორული კოლექციის შეგროვება. ჰამმერი მთელი 30 წლის განმავლობაში სწავლობდა და ეცნობოდა თურქულ ენასთან და ლიტერატურასთან ერთად ოსმანეთის ისტორიასაც, რის შემდეგაც 1830 წელს ოსმანეთის ისტორიის 10 ტომეულიც გამოსცა

1992 წლის 23 ნოემბერს სტამბოლში გარდაიცვალა ცნობილი თურქი მსახიობი ვასფი ზობუ. მან პირველი მსოფლიო ომის წინ სტამბოლის საქალაქო თეატრთან მოქმედი სამსახიობო სასწავლებელი დაასრულა და პირველი როლი თეატრში 1923 წელს ითამაშა. მრავალი წლის განმავლობაში იგი საქალაქო თეატრის მსახიობი, რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იგი მრავალ ფილმშიც იქნა გადაღებული. 1987 წელს მას თურქეთია სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა



მსგავსი ინფორმაციები