15 ნოემბერი ისტორიაში

15 ნოემბერი ისტორიაში

416580
15 ნოემბერი ისტორიაში

15 ნოემბერი ისტორიაში

1808 წლის 15 ნოემბერს ოსმალეთის ისტორიაში იენიჩარების ყველაზე დიდი ამბოხის დროს ცნობილმა საზდრაზამმა ალემდარ მუსტაფა ფაშამ თავი მოიკლა. მუსტაფა მეოთხის ტახტიდან ჩამოგდებისა და მის მაგიერ ტახტზე მაჰმუდ მეორის აყვანის ხელშემწყობი ალემდარ მუსტაფა ფაშას სასახლეს ათასამდე იენიჩარი დაესხა თავს. მან იენიჩარებთან მოლაპარაკება სცადა, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია და დანებების მაგიერ თავი მოიკლა. ალემდარ ფაშამ თავი სასახლეში არსებული საბრძოლო მასალის აფეთქებით მოიკლა და მასთან ერთად ხუთასამდე იენიჩარიც დაიღუპა. ამბოხი ალემდარ მუსტაფა ფაშას თვითმკვლელობით არ დასრულდა და სასახლის დამცველებსა და იენიჩარებს შორის ქუჩის შეტაკებებით გაგრძელდა.

1894 წლის 15 ნოემბერს ყაზახი ლიტერატორი ბეიმბეთ მაილინი დაიბადა. საბჭოთა პერიოდში აკრძალული მაილინი ყაზახეთის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ მოძრაობა ალაშ ორდას მხარდამჭერი იყო. ბეიმეთ მაილინი 1938 წელში გარდაიცვალა.

1905 წლის 15 ნოემბერს ყაზახი მწერალი და ჟურნალისტი მალიქ გაბდულინი დაიბადა. „ჩემი ფრონტი მეგობრების“ „ოქროს ვარსკვლავის“ „ყახაზეთის დესტანის“ და სხვა ნაწარმოებების ავტორი გაბდულინი მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირის სახელით გამოჩენილი დამსახურების გამო გმირის მედლით დააჯილდოვეს.

1920 წლის 15 ნოემბერს ერთა ლიგის პირველი შეხვედრა შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ჩატარდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ 1919 წელში დაარსებული ორგანიზაციის მიზანი ქვეყნებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფა, პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარება გახლდათ. ერთა ლიგა მეორე მსოფლიო ომის დაწყებით დაიშალა, რადგანაც მიზანს ვერ მიაღწია. საერთაშორისო არენაზე ქვეყნებს შორის შექმნილმა პირველმა საერთო ორგანიზაციამ ერთა ლიგამ საძირკველი ჩაუყარა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას.

1983 წლის 15 ნოემბერს კვიპროსის სამშვიდობო ოპერაციიდან ორი წლის შემდეგ შექმნილმა კვიპროსის თურქული ფედერაციული სახელმწიფოს მეჯლისმა მიღებული გადაწყევტილებით ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული სახელმწიფოს დაარსება გამოაცხადა. დამოუკიდებლობის დეკლარაცია დამაარსებელი პრეზიდენტის რანგში რაუფ დენქთაშმა წაიკითხა. აღნიშნულმა საბერძნეთის თაოსნობით გაეროს რეაქციას გამოიწვია. გაერომ 1984 წელში დამოუკიდებლობის გამოცხადება სეპარატისტულ ქმედებად შეაფასა. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული სახელმწიფო, რომლის დამოუკიდებლობასაც თურქეთის გარდა სხვა არც ერთი სახელმწიფო ოფიციალურად არ აღიარებს, პირველი მსოფლიო ომის დროს ინგლისელებმა ჩამოართვეს ოსმალეთს. 1570 წლიდან თურქეთის შემადგენლობაში მყოფი კუნძული არსებობას თურქეთის სახელმწიფოსა და თურქეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით აგრძელებს.

 



მსგავსი ინფორმაციები