თურქეთის კულტურული საგანძური 37/2016

ქერვანსარები დიდი სელჯუკური საიმპერატოროს პერიოდში წარმოადგენდა, ქარავნების გზებზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით გაშენებულ შენობებს

604043
თურქეთის კულტურული საგანძური 37/2016

თურქეთის კულტურული საგანძურის დღევანდელ ნომერში გაგაცნობთ ისტორიული აბრეშუმის გზის სამარშრუტო გზაზე მდებარე ქერვანსარებს.

ქერვანსარები დიდი სელჯუკური საიმპერატოროს პერიოდში წარმოადგენდა, ქარავნების გზებზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით გაშენებულ შენობებს.

 შორეულ აღმოსავლეთში წარმოებული და აბრეშუმის გზის მეშვეობით ევროპაში ტრანსპორტირებული აბრეშუმების და სუნელების მსგავსი სავაჭრო პროდუქტები, გზის გასწვრივ სიმდიდრის წყაროდ ითვლებოდა.

ათასობით კმ გზებზე, ქარავნების ბანდიტების და ყაჩაღების თავდასხმებისგან დაცვის მიზნით დაიწყება ქერვანსარების გაშენება. თავდაპირველად უფრო შორეული დისტანციით ქერვანსარების გაშენება იმის გამო, რომ დილა უთენია გასული აქლემის საჭირო ადგილზე მისვლა, შესაძლებელი იყო 40 კმ-ის გავლით, მომხდარა ყოველ 40 კმ-ზე.  სულთანების და სახელმწიფო მოხელეების მხრიდან, ხალხის მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით, ქერვანსარები გაშენდება ფონდების სახით. იქ ხდებოდა მგზავრების უფასოდ დაპურება და ღამის გათენება. ზოგიერთ მათგანში,  მგზავრების რელიგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით, შუა ადგილზე კოშკის სახით, გაშენებული იყო მეჩეთები, რომლის პირველი სართული ცარიელი იყო, ხოლო მეორე სართულზე ასვლა ხდებოდა კიბეებით. ქერვანსარებში იყვნენ ვეტექიმები, მზარეულები, იმამები და საერთო მოთხოვნილებების საჭიროების მიხედვით მსახურები და წესრიგის დამცველი პერსონალები.

ქერვანსარებში შესვლა ხდებოდა მთავარი, მონუმენტური  კარიდან. 40 კმ.-იანი გზიდან ჩასულ მგზავრებს შიგნით ეპატიჟებოდნენ. მაღალი კედლებით გაშენებული ქერვანსარები  სადღაც ციხეს ჰგავდნენ და ბანდიტური თავდასხმებისგან იცავდნენ მგზავრებს.  მთავარი კარიდან შემსვლელს წინ ეგებებოდა შენობის ცენტრში აღმართული ორ სართულიანი კოშკის მეჩეთი. დამქანცველი მგზავრობის შემდეგ გადაღლილი ცხოველების კვების, მოვლის და წყლის დალევინების მსგავსი საჭიროების უზრუნველყოფა ხდეოდა ქერვანსარის ქვედა სართულზე. აქლემის და სახედრების მსგავსი ქარავნებიდან, მათი დასვენების მიზნით ტვირთის ჩამოღება ხდებოდა მეტად სათუთად. მგზავრებს უმასპინძლდებოდნენ ზედა სართულებზე, და ეძლეოდათ მათ ბანაობის, ჭამის და დასვენების შესაძლებლობა.

ენის, ერის და სარწმუნოების განურჩევლად ყველას უმასპინძლდებოდნენ სამი დღით უფასოდ დარჩენის და კვებით უზრუნველყოფისთვის. ვაჭრობით და სხვა სასიკეთო საქმით დასაქმებულ ყველა პიროვნებას შეეძლო ამ მომსახურებით სარგებლობა.

ანადოლუს სელჯუკთა პერიოდში, გაშენდა რიგი ქერვანსარები. უწინ სულთან ჰანად წოდებული ქერვანსარების გაშენებას, სახელმწიფოს დასუსტების შემდეგ, დაიწყებენ ვეზირები და მდიდარი ვაჭრები. ერთ-ერთ ასეთ ქერვანსარად ითვლებოდა აქსარაი-ნევშეჰირის სატრანსპორტო გზის მე-15-ე კმ-ზე მდებარე აღზი ქარაჰანი, რომელიც გაშენდება სელჯუკი სულთანის ალაედინ ქეიქუბათის განკარგულებით. მისი მშენებლობა დასრულდება 1239 წელში. ქერვანსარა, თავისი ისტორიული კარიბჭით, ღია და დახურული განყოფილებებით, ციხეს მოგაგონებდათ. საბეჭდი დაზგის გამოგონებამდე, წიგნების ასლების გადამღებთა პირების სახელები დაერქმევა მას. ასლის გადამღებ პირებს, შეცდომის დაშვებისას, თითების დასველებით მოუხდენიათ შეცდომების წაშლა და შეცდომების შესწორება.

ამიტომაც, პირი ყოველთვის მელნის ლაქებით ჰქონიათ მოსვრილი.

ქერვანსარები, ისტორიულ პროცესში, გადაიქცევიან ქალაქის ცენტრებში მდებარე  სასტუმროებად. ზღვების და შორეულ აღმოსავლეთში ალტერნატიული გზების აღმოჩენის შედეგად მოხდება სატრანსპორტო ხარჯების შემცირება რომელიც გზას გაუხსნის აბრეშუმის გზის მნიშვნელობის დაკარგვას. ხსენებული  ქერვანსარები თავიანთ ადგილს დაუთმობენ დღევანდელ სასტუმროებს და სავაჭრო ცენტრებს.  

ისტორიის სიღრმეებში, სავაჭრო უსაფრთხოების დაცვის, მგზავრების და ქარავნებისთვის  უფასო, კომფორტული და განსახლებით უზრუნველყოფის მიზნით ქერვანსარების გაშენება, იმ პერიოდის კულტურულ დონის უცილო მაგალითს წარმოადგენს.

რომელიმე დღეს თუ წააწყდებით აბრეშუმის გზის გასწვრივ  ქერვანსარებს, დაათვალიერეთ იმ განცდებით, როგორც ჩვენ შევეცადეთ მათ შესახებ ინფორმაციების  გადმოცემას.

 

 

 



მსგავსი ინფორმაციები