2 ნოემბერი ისტორიაში

2 ნოემბერი ისტორიაში

407481
2 ნოემბერი ისტორიაში

2 ნოემბერი ისტორიაში

1914 წლის 2 ნოემბერს პირველ მსოფლიო ომში რუსეთისა და ოსმალეთის სახელმწიფოს შორის კავკასიის ფრონტი რუსეთის ოსმალეთის ტერიტორიაზე თავდასხმით გაიხსნა. ომი 5 წლის მანძილზე გაგრძელდა. მოკავშირე ქვეყნების პირველ მსოფლიო ომში დამარცხებით რუსეთთან ხელმოწერილი იქნა ბრესტ ლიტოვსკის ხელშეკრულება რითაც კავკასიის ფრონტი დასრულდა. თუმცა რუსეთის პირველი მსოფლიო ომიდან გასვლით ეს ხელშკრულება გაუქმებული იქნა.

1917 წლის 2 ნოემბერს გამოქვეყნდა ბალფორის დეკლარაცია. ინგლისის პრემიერმინისტრის ლოიდ ჯორჯის ლიდერობით პალესტინაში ებრაული სახელმწიფოს შექმნის უზრუნველმყოფი ამ დეკლარაციიდან 1 წლის შემდეგ 1918 წელში აშშ-ის ლიდერობით საფრანგეთმა და იტალიამაც მას მხარი დაუჭირა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დანაწევრებული ოსმალეთის ახლო აღმოსავლეთში ტერიტორიების გამნაწილებელი საფრანგეთისა და ინგლისის ეს მცდელობები ახლო აღმოსავლეთში ისრაელის სახელმწიფოს დაარსების პროცესის დასაწყისი გახლდათ.

1943 წლის 2 ნოემბერს ყარაჩაი თურქები რუსულმა ნკვდ-მ ერთ ღამეში თავისი ტერიტორიებიდან გაასახლა. 63 ათასი ადამიანი მატარებლის ვაგონებით ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში გადაასახლეს. ამას ერთი წლის შემდეგ მოჰყვა წითელი არმიის მიერ ჩეჩნების, ინგუშებისა და ყირიმელი თურქების გადასახლებაც. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული რუსების მიზანი რეგიონში ყირიმ-კავკასია-თურქეთს შორის შესაძლო დაახლოების შექმნის აღკვეთა გახლდათ. თუმცა 13 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული ყარაჩაი თურქების მიმართ ჩადენილი ეს სისასტიკე რუსეთის ფედერალურმა მთავრობამ აღიარა და 1994-1996 წლებში იძულებით გასახლებული პირების მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 34 მილიონ 600 ათასი რუბლი გამოყო.

1947 წლის 2 ნოემბერს კალიფორნიაში ავიატორმა ჰოვარდ ჰიუსმა მანამდე დამზადებული ყველაზე დიდი ფიქსირებული ფრთების მქონე თვითმფრინავი Spruce Goose გამოსცადა. თვითმფრინავმა ზღვის სიმაღლიდან 25 მეტრზე მხოლოდ ერთ ნახევარი კილომეტრის გაფრენა შეძლო. ეს იყო Spruce Goose-ს პირველი და ბოლო გაფრენა. 8 ძრავიანი 181 ტონის სიმძიმის ეს თვითმფრინავი მეორე მსოფლიო ომში ამერკელი სამხედროების წყნარ ოკეანეში იაპონელი სამხედროების წინააღმდეგ საბრძოლველად კუნძულებზე გადასაყვანად იქნა შექმნილი, თუმცა პროექტის განხორციელება ომის შემდგომ გახდა შესაძლებელი.



მსგავსი ინფორმაციები