თურქეთის კულტურული საგანძური 35.2016

გაგაცნობთ, სიდეს, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქალაქებიდან ანტალია-ალანიას შორის მდებარეობს

595974
თურქეთის კულტურული საგანძური 35.2016

თურქეთის ერთმანეთზე საუკეთესო კულტურული საგანძურებიდან, დღეს გაგაცნობთ, ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ტურისტული რეგიონებიდან თურქეთის მზიანი, ისტორიული და საუცხოო სანაპიროებით თვალწარმტაცი ტურისტული ცენტრებიდან სიდეს, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქალაქებიდან ანტალია-ალანიას შორის მდებარეობს.  აქ არის მნიშვნელოვანი ისტორიული ტაძრები. ჩვწ აღ-დე 700-იან წლებში, იგი კოლონიის სახით გაუშენებიათ ბერძენ მომთაბარეებს, რომელთაც დაუწყვიათ ადგილობრივი ანადოლიელების სალაპარაკო ენის დასწავლა და საუბარიც.

დროთა განმავლობაში კი, ხელი შეუწყვიათ ქალაქის განვითარებისთვის. სიტყვა სიდეს, გააჩნია ბროწეულის მნიშვნელობა და არის ანადოლიური წარმომავლობის. სიდე ერთის მხრივ საუცხოო ისტორიული ტაძრებით, მეორეს მხრივ კი შესანიშნავი ზღვით, ქვიშით და მზით ეგებება მიმსვლელებს. საყურადღებოა საუცხოო ზღვით, რომელშიც 5 კმ-ის მანძილზე შეგიძლიათ უშიშრად ბანაობა, რადგან წყალი თქვენს სიმაღლეს არ აღემატება. ვინც ცურვა არ იცის იმათთვისაც კი უსაფრთხოა და თავისუფლად შეუძლიათ ცურვა. ზღვა, მუცლამდე სწვდება ადამიანს.

ჩვწ აღ-დე მეხუთე საუკუნეში, სპარსეთის ჰეგემონობის დროსაც კი, სიდეს თავის მონეტა გამოუჭრია. ეს მეტყველებს მის დამოუკიდებლობაზე. იგი მდებარეობს ზღვისკენ გაწოლილ ნახევარკუნძულზე. მიუხედავად იმისა, რომ სამი მხრიდან ძლიერი კედლებით არის დაცული, რეგიონში ალექსანდრე მაკედონელის შესვლისას სიდე, უომრად დანებდება მათ.  როგორც გართობის, ისე კულტურის და ვაჭრობის თვალსაზრისით, სიდეს გააჩნია მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა. ქალაქში არის ანტიკური პერიოდის სავაჭრო ცენტრის დანიშნულების დიდი აგორა და დუქნები. გზაზე, ქემერლის გზის ბოლოს, არის ანტიკური თეატრი, რომელშიც ერთ დროს თეატრის კლასიკური წარმოდგენების ჩვენება მომხდარა. დროდადრო გლადიატორების შებრძოლების, სიკვდილ მისჯილებისთვის მიშვებული ველური ცხოველების  სანახაობაც გაუმართავთ

დღეს კი, ეწყობა კონცერტები  და ანტიკური თეატრი, თავისი 2 ათას წლოვანი ისტორიით, განაგრძობს ადამიანების მიზიდვას.

აგორას გარეუბანში იყო მოქცეული ხალხის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის საჭირო შენობები და მონუმენტები. თანამედროვე პირობებში სიდეს მუზეუმად გადაკეთებული ტაძარი მნახველის ყურადღებას იმსახურებს უცილო ისტორიული მონუმენტებით. იქვეა რომის პერიოდიდან შემორჩენილი აბანო. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აკლდამად ითვლება ნახევარ კუნძულის ყველაზე უკიდურეს ნაწილში მდებარე აპოლონის ტაძარი რომელიც, მზის-მუსიკის-ჯანდაცვის ღმერთისთვის არმაღანად არის  ბოძებული.

აკლდამის მდებარეობა, ხელს უწყობს ზღვიდან ამაღლებული მზის ამოსვლის და ღამით მისი ჩასვლის ხილვას.

იმის გამო, რომ ნახევარკუნძულის ყველაზე უკიდურეს ადგილზეა, სიდე ყველაზე მზიან ადგილად ითვლება. თუ როდისმე მოგიწევთ სიდეში ჩასვლა, გირჩევთ მზის ამოსვლის და ჩასვლის ამსახველი სამახსოვრო სურათების გადაღებას.  ქალაქის ერთ-ერთ სხვა მნიშვნელოვან სანახაობად ითვლება ქალაქის მფარველი მეომარის ქალღმერთის ათენას ტაძარი. ქალაქის სასმელი წყლის უზრუნველყოფა მომხდარა 40 კმ-ით დაშორებული მანავგათის ნაკადულიდან არხების მეშვეობით. ამ არხების ერთი ნაწილი ჯერ ისევ კარგად გამოიყურება, რაც იმ პერიოდის არქიტექტორების წარმატებაზე მიანიშნებს. ერთ დროს, პირატების მიერ ხელში ჩაგდების მიუხედავად სიდე,  ცნობილი რომაელი გენერლის პომპეის მხრიდან რომის ხელისუფლებაში გადავიდა.

რომის პერიოდში, ოქროს ხანაში შესულ სიდეში, დღესაც გაშენდა მრავალი, ერთმანეთზე საუცხოო  ისტორიული ტაძარი, რომლის ნახვა მართლაც ღირს.

ქრისტიანობის მიღებით და მეტროპოლად გადაქცევით, შეინარჩუნა თავის მნიშვნელობა. არაბთა შემოსევებით, ადგილობრივი ხალხი დაიწყებს სიდეს მიტოვებას და უფრო უსაფრთხო ადგილზე, ანტალიაში გადასვლას. იმის გამო, რომ სიდეში ოსმანეთის და სელჯუკების პერიოდში არ ყოფილა დასახლება, არ მოიპოვება ამ ეტაპისთვის დამახასიათებელი  ტაძრები. როდოსის მიტოვების შემდეგ, თურქები, ოსმანეთის პერიოდში, დასახლდებიან სიდეში და მათ მიერ იქ გაშენებულ სოფელს დაერქმევა სელიმიე. სიდე, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობას უწევს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებს, გახლავთ ის ადგილი რომელიც ყველაზე მეტ მნახველს იზიდავს. თუ, როდისმე მოგიწევთ ანტალიაში ჩასვლა, აუცილებლად მოინახულეთ სიდეც.  მომავალ გადაცემაში შეხვედრამდე...

 



მსგავსი ინფორმაციები