18 ოქტომბერი ისტორიაში

18 ოქტომბერი ისტორიაში

591633
18 ოქტომბერი ისტორიაში

18 ოქტომბერი ისტორიაში

1867 წლის 18 ოქტომბერს აშშ-მ რუსეთისგან ალიასკა 7,2 მილიონ დოლარად შეისყიდა და მას შემდეგ ეს მიწები ამერიკულად ითვლება. 1959 წელს ალიასკა აშშ-ს 49-ე შტატად გამოცხადდა და მასზე ამ ქვეყნის სახელმწიფო დროშა აფრიალდა. ალიასკა ფართობით ამერიკის ყველაზე დიდ შტატად ითვლება, თუმცა აქ დღემდე ყველაზე ცოტა ადამიანი ცხოვრობს. 1968 წელს ალიასკაზე ნავთობისა და გაზის უდიდესი საბადოები აღმოაჩინეს.

1967 წლის 18 ოქტომბერს საბჭოთა კავშირის მხრიდან იმავე წლის 12 ივნისს გატყორცნილმა ვენერა-4 სახელწოდების კოსმოსურმა თანამგზავრმა ვენერის პლანეტას მიაღწია, უფრო კონკრეტულად კი 25 კმ-ის მანძილზე მიუახლოვდა და ამით პირველი თანამგზავრი გახდა, რომელმაც დაიწყო ამ პლანეტის ატმოსფეროს კვლევა. 1106 კგ წონის ამ თანამგზავრმა ვენერაზე 4 კაფსული დატოვა, მაგრამ, მათ ვერ გაუძლეს ვენერის ატმოსფეროს მაღალ სიცხეს და გადნენ.  

1991 წლის 18 ოქტომბერს აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ამით ეს რესპუბლიკაც დაშორდა საბჭოთა კავშირს. მას შემდეგ აზერბაიჯანი ამ დღეს აღნიშნავს როგორც დამოუკიდებლობის დღეს. დამოუკიდებელი აზერბაიჯანის პირველი პრეზიდენტი იმ დროინდელი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი აიაზ მუთალიბოვი გახდა, მაგრამ პირველ დამოუკიდებელ არჩევნებზე ხალხმა აზერბაიჯანის ახალ პრეზიდენტად სახალხო ფრონტის თავჯდომარე ელჩიბეი აირჩია.

1835 წლის 18 ოქტომბერს დაიბადა ცნობილი ყაზახი პოეტი, მწერალი და კომპოზიტორი ჟაიაუ მუსა. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ გაითქვა სახელი ყაზახი ხალხის მუსიკალურ ინსტრუმენტ დომბრაზე დაკვრით და მღერით. მართალია, მან განათლება რუსულ ენაზე ქალაქ ომსკის რუსულ სასწავლებელში მიიღო, მაგრამ ნაწარმოებებს ყაზახურ ენაზე წერდა და ასრულებდა. ყაზახურის გარდა მუსას რუსული და თათრული ნაწარმოებებიც მრავლად აქვს შესრულებული.

 



მსგავსი ინფორმაციები