ჟურნალ "The New Yorker"-ის სტატია ფეტოს და პუტჩის შესახებ

ფილკინსი ფართოდ მიმოიხილავს როგორ მოახდინა ფეტომ პოლიციის ჩათვლით, დაზვერვის, არმიის, სასამართლოს, სახელმწიფოს სტრატეგიულ ორგანიზაცია-დაწესებულებებში  შეჟონვა

589611
ჟურნალ "The New Yorker"-ის სტატია ფეტოს და პუტჩის შესახებ

აშშ-ის პრესტიჟული ჟურნალებიდან "The New Yorker", ტერ-ორგანიზაცია ფეტულლაჰის 15 ივლისის სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას მკითხველებს აცნობს სათაურით:-„30 წლიანი პუტჩი“.  დექსტრ ფილკინსის ავტორობით დაწერილ სტატიაში მოთხრობილია თურქეთის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, თურქეთში ფეტოს ჩამოყალიბება და მისი წევრების ტერ-ორგანიზაციის ლიდერ გულენთან კავშირი.  

ფილკინსი ფართოდ მიმოიხილავს როგორ მოახდინა ფეტომ პოლიციის ჩათვლით, დაზვერვის, არმიის, სასამართლოს, სახელმწიფოს სტრატეგიულ ორგანიზაცია-დაწესებულებებში  შეჟონვა და ყურადღებას ამახვილებს ადრე ფეტულაჰ გულენის და ზოგიერთი მისი წევრებისგან აღებულ ინტერვიუებზე.

 აღნიშნავს, რომ გულენთან ინტერვიუსთვის პირველად მიმართვა გააკეთა 2014 წელს, ნიუ-ორკის ცენტრალურ შენობაში. მაგრამ გულენის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარი უთხრეს შეხვედრაზე. მომდევნო წელს კონტაქტი დაამყარა უშუალოდ ორგანიზაციასთან და ინტერვიუს ასაღებად გულენის ვილაში იქნა მიპატიჟებული.

ფილკინსი, გულენის საუბარს გაუგებარს და არაპირდაპირ დანიშნულებას აძლევს. შემდეგ კი ამატებს:-მან აღნიშნა, რომ მოძრაობას, რომელსაც იგი მოთავეობას უწევს, არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან,  მაგრამ ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.   არც ერთი მოქალაქე და სოციალური დაჯგუფება არ უნდა დარჩეს პოლიტიკის გარეთ იმიტომ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები და ქმედებები ზეგავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე. ფილკინსის ცნობით, გულენი დაღლილად გამოიყურებოდა. დაახლოებით 45 წუთის შემდეგ შეხვედრის დასრულება ანიშნა.

სტატიაში ფილკინსი აღნიშნავს, რომ გულენმა ფართო ადგილი დაუთმო თურქეთში სასამართლოსა და პოლიციის სტრუქტურას. ციტატები მოჰყავს ინტერვიუდან.

2011 წელს, ანკარაში ვიზიტის დროს, ფილკინსი გაიცნობს ვინმე ორჰან გააზის სახელით მოსამართლეს, რომელიც მას სათანადო ინფორმაციებს მიაწვდის ფეტოს სასამართლოს რესტრუქტურიზაციაში გამოვლენილი გამოცდილების შესახებ. გააცნობს როგორ მოხდა ფეტოს წევრების განთავსება მოსამართლეთა და პროკურორთა უმაღლეს საბჭოში.  ერთექინმა აღნიშნა, რომ ისინი საიდუმლო ენას იყენებდნენ, გულენელები, ვის არჩევასაც გადაწყვეტდნენ აღარ საჭიროებდნენ სხვა თანამშრომლობას და დამატებით რამეს.

შემდეგ, სტატიაში ადგილი ეთმობა ვინმე აჰმედ ქელეშთან შეხვედრას, რომელიც საშუალო სკოლის დროიდან გაწევრიანდება ფეტოს ორგანიზაციაში და მნიშვნელოვან პოზიციებამდე ასვლის შემდეგ, დაშორდება მათ. მან, გულენი თავმდაბალ ადამიანად მოიხსენია მაგრამ ისიც დაამატა, რომ გულენი არის მეგალომანიური, ე.ი ავადმყოფი პიროვნება, რომელსაც თავის თავზე ბევრად დიდი წარმოდგენა აქვს ვიდრე არის და ურყევ ერთგულებას მოითხოვს. ფეტოს წევრები ჩხუბობენ გულენის ნარჩენი საჭმელებისთვის, გულენმა იცის ეს ყველაფერი, მაგრამ მხოლოდ სიცილით ხვდება მას-აღნიშნავს ქელეში.

შემდეგ ფილკენსი ადგილს უთმობს 17 წლის განმავლობაში ფეტოს მოძრაობაში მყოფი და 2003 წელში ორგანიზაციას დაშორებული საიდ ალფსოის, გულენის ფეხსაცმელის შესახებ მოგონებას. ერთ-ერთი პიროვნება, ცერემონიალს შეუერთდება იმ ფეხსაცმლით, რომელიც, გამოთქმული იდეით გულენს ეკუთვნოდა. ფეხსაცმელს ერთ ადგილს მოაჭრიან, საათობით მოხარშვის შემდეგ ადამიანები მას შეჭამენ.

სტატიაში, სადაც ადგილი ეთმობა ზოგიერთი ამერიკელი ყოფილი უფლებამოსილის განცხადებებს, აღნიშნულია, რომ პუტჩის მცდელობაში ფეტოს წევრების წამყვანი როლის შესრულების შესაძლებლობა მაღალი იყო, იმიტომ, რომ „არმიაში, მათზე დიდი და ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სხვა ჯგუფი არ მოიძებნებოდა“.

სტატიაში საყურადღებოა, 2008 და 2011 წლებს შორის აშშ-ის თურქეთის ელჩის ჯეიმს ჯეფრეის შეხედულებები. მისი თქმით, გულენელები იყვნენ ერთადერთნი, რომელთაც შესწევდათ ძალა მოეხდინათ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.

შემდეგ ადგილი ეთმობა ვიცე-პოლკოვნიკ ვინმე ა.ქ. მოსაზრებებს. იგი ამბობს: ციტატის დასაწყისი:-„ჩემის აზრით გულენის ლიდერის კადროდან იყო ის პიროვნება, რომლის მეშვეობითაც ერთი კვირით ადრე გავიგე და ვიცოდი პუტჩის მცდელობის შესახებ“-ციტატის დასასრული.

ფილკინსი ადგილს უთმობს პრეზიდენტის გენერალური მდივნის მოადგილის და პრეს სპიკერის იბრაჰიმ ქალინის სიტყვებსაც. „გულენის მოძრაობა ეს არის დიდი კრიმინალური სექტა. „ჩვენი აზრით პუტჩის მონაწილეა 11 ათასზე მეტი ადამიანი. გულენის ტერ-ორგანიზაციასთან რაიმე კავშირის მქონე ყველა პიროვნებას, სადაც არ უნდა იყოს, კერძო სექტორში, მედიასა თუ სხვა სფეროებში, ყველას გამოავლენენ და მიუზღავენ საჭირო სასჯელს“-თქვა კალინმა.

 სტატიაში მოცემულია ფეტოს ლიდერის გულენის, აშშ-ში დასახლებაში დიდი წვლილის მქონე და მისთვის მწვანე ბარათის მიღებისთვის დახმარების გამწევი  აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) ყოფილი აგენტის  გრაჰამ ფულლერის მოსაზრებებიც. ფილკენსის ცნობით, გულერი გაიცნო პოლიტიკური ისლამის თემაზე მუშაობის დროს. სადაზვერვო სამსახურის ყოფილმა აგენტმა ფულლერმა კი, უთხრა რომ არავითარი ინფორმაცია არა აქვს გულენის და გიას ურთიერთობის შესახებ. გულენის შესახებ ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს (FBI) მხარდამჭერი ბარათიც მისწერა და თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში „კვლავაც მივწერ“-ო.

ფილკინსის სტატიაში ადგილი ეთმობა ამერიკელი დიპლომატის სტიურდ სმიტის, 2005 წელში დაწერილ დეპეშას, სადაც წერია, რომ თურქეთის ზემდგომი ორგანოს სამი პოლიციელი, გულენის აშშ-ში ცხოვრების გაიოლების მოთხოვნით, ეწვია აშშ-ის სტამბოლის საკონსულოს. გულენისთვის მწვანე ბარათის მიცემის კონფიდენციალურ მიმოწერებში, აშშ-ის ზოგიერთი უფლებამოსილის წინააღმდეგობის მიუხედავად,  გულენი წარმატებას აღწევდა იმიტომ, რომ ბარათები და წერილები იგზავნებოდა მისი მხარდამჭერი მეგობრების მხრიდანაც.  მათ შორის არიან გიას ყოფილი ოფიცერი ფიდასი, აშშ-ის ყოფილი ელჩი თურქეთში მორტონ აბრამოვიჩი და ალბათ ყველაზე საყურადღებო პიროვნება, გიას დირექტორი გრაჰამ ფიულერი- აღნიშნავს ფილკინსი.

 

 



მსგავსი ინფორმაციები