თურქეთის კულტურული საგანძური 33/2016

მალაზგირთის ომის შემდეგ, ანადოლიაში მასობრივად შესული თურქები, კონიას ცენტრს დაფუძნებულ  სელჯუკების სახელმწიფოს შექმნი9ან

589587
თურქეთის კულტურული საგანძური 33/2016

თურქეთის კულტურული საგანძურებიდან, გაგაცნობთ, ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ტურისტული რეგიონებიდან კონიას, რომელიც ანადოლიის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.

         კონია, ანადოლუს ცენტრალურ რეგიონში მდებარეობს. მალაზგირთის ომის შემდეგ, ანადოლიაში მასობრივად შესული თურქები, კონიას ცენტრს დაფუძნებულ  სელჯუკების სახელმწიფოს შექმნიან. ისტორიიდან მალე ამოშლილი დიდი სელჯუკური სახელმწიფოს ნაცვლად, სელჯუკების ეს სახელმწიფო კარგა ხანს გააგრძელებს სიცოცხლის-უნარიანობას. კონია მდებარეობს ცენტრალური ანადოლიის გრანდიოზულ ტერიტორიაზე გადაჭიმულ, სტეპების ცენტრში.  ერთი მხრით ესაზღვრება ანადოლიის ყველაზე დიდი ტბებიდან, მარილის ტბა, მეორე მხრიდან კი, თოროსის მთები.

დიდი სელჯუკური სახელმწიფოს მშენებელი სელჯუკ ბეის შვილი, სულთან სულეიმანი, გააშენებს კონიას დაფუძნებულ  სელჯუკთა სახელმწიფოს. თავდაპირველად უმნიშვნელო ქალაქი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქად გადაქცევის შემდეგ, დაიწყებს სწრაფად განვითარებას.   მონღოლების თავდასხმამდე და განადგურებამდე, სახელმწიფოში გაშენდება ერთმანეთზე ლამაზი ისტორიული ტაძრები. სავაჭრო გზებზე გაშენებული ქერვანსარები, ხელს შეუწყობს ისტორიული სავაჭრო გზით, საქონლის ევროპაში უსაფრთხოდ გადაზიდვას.   სელჯუკი სულთანების გაშენებინებულ ქერვანსარებს, დაერქმევა სულთანის სასტუმროები. სახელმწიფოს დასუსტების შემდეგ, გაშენდება ვეზირების და ცნობილი ვაჭრების  სასტუმრო სახლები და მედრესები, რომლებიც დიდ როლს შეარულებენ ანადოლიის კულტურის  ამაღლებაში. კონიაში, კაისერიში და სივასში გაშენებულ მედრესებში, იმ პერიოდის პირობების გათვალისწინებით ხდებოდა მეტად კარგი სპეციალისტების გამოზრდა. დღევანდელი უნივერსიტეტების შესაბამისი მედრესების კურსდამთავრებულებს, გააჩნდათ ხუთ სხვადასხვა სპეციალობაში  მეცნიერებათა დოქტორის მიღების მსგავსი ხარისხი.  ასტრონომიის, მათემატიკის, მედიცინის მსგავსად მიღებული ჰქონდათ რელიგიური განათლებაც.  მედრესების სამედიცინო სასწავლებელი Darüşşifa, შეგვიძლია შევადაროთ დღევანდელ კვლევით საავადმყოფოებს.

იქ ხდებოდა მკურნალობაც და განათლების მიცემაც. მედრესებში, უფასო იყო მკურნალობა და მოვლა.  ეგ კი არადა, ავადმყოფის ოთახში, სადაც იწვა და მკურნალობდა, ქოთანში დებდნენ ოქროს და ნებართვა ეძლეოდათ ავადმყოფებს, გაწერის შემდეგ, საჭიროების მიხედვით აეღოთ და მოეხმარათ ოქრო. სულთანების გაშენებული  ფონდების დაფინანსებული მედრესები, ხელს უწყობდა არა მხოლოდ ადამიანთა ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას, არამედ მათი სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასაც.

კონიას დაფუძნებული სელჯუკთა სახელმწიფო, ერთის მხრივ ანადოლიაში ახდენდა ტერიტორიების გაფართოებას, მეორეს მხრივ კი, ებრძოდა ჯვაროსნებს და აღმოსავლეთ რომის სახელმწიფოებს, რომლებიც, მუსლიმანების ხელიდან გამოცლას ცდილობდნენ იერუსალიმს.

ანადოლიაში, განსაკუთრებით სელჯუკი სულთანის ალაედინ ქეიქუბათის პერიოდში, ისტორიაში არნახული კეთილდღეობა დამყარდება. კონიის, ცენტრში, ალაადინის გორაზე გაშენებული მეჩეთი, არის სელჯუკური კულტურის დღემდე მოღწეული მნიშვნელოვანი ტაძარი.

იმ პერიოდში, ანადოლიისკენ ისწრაფოდნენ, რეგიონის გათურქებაში წვლილის შემტანი რელიგიური მოღვაწეები. მათ რიგებშია, ხორასანიდან ჰოჯა აჰმედ იასევის ზოგიერთი რელიგიური მოწაფეების ჩათვლით, მევლანა ჯალალედინ რუმი, რომელიც ჯერ ეწვია კარამანს შემდეგ კი, სულთანის მიწვევით კონიას. მევლანა გახლავთ მთელ მსოფლიოში ცნობილი  ფილოსოფოსი და რელიგიური პიროვნება.

შემოქმედებით და ცხოვრების ფილოსოფიით, დღესაც კი, განაგრძობს მსოფლიოს გათვითცნობიერებას და განათებას. თავისი ფილოსოფიური აზროვნებით, რომელშიც წინა პლანზეა წამოწეული ადამიანი, ამბობს- “kim olursan ol yine gel” ე.ი არა აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა იყო, ისევ მოდი“

ყოველი წლის 17 დეკემბერს აღინიშნება მევლანას გარდაცვალების წლისთავი Şeb-i Aruz-ი. ღონისძიებას უერთდებიან მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსული მისი თაყვანისმცემლები.  მევლანას ფილოსოფიით, სიკვდილი არის ღმერთთან შეხვედრის დღე, რომელიც დამწუხრებას კი არა ზეიმს საჭიროებს. ქალაქი კონია, რომელმაც ანადოლუს სელჯუკთა სახელმწიფოს გაუწია დედაქალაქობა, ეს არის მევლანას ფილოსოფიით მოზელილი საუცხოო ქალაქი. იქ არის ერთმანეთზე ლამაზი ისტორიული ტაძრები და მევლანას სამლოცველო. თუ მოხვდებით იმ ადგილებში, აუცილებლად მოინახულეთ ეს საუცხოო მხარე და ქალაქი კონია.

 



მსგავსი ინფორმაციები