27 სექტემბერი ისტორიაში

27 სექტემბერი ისტორიაში

577787
27 სექტემბერი ისტორიაში

27 სექტემბერი ისტორიაში              

1529 წლის 27 სექტემბერს ოსმანეთის სულთანი სულეიმან კანონიერი 120 ათასიანი ლაშქრით მიადგა ავსტრიის დედაქალაქ ვენის კარიბჭეს და ალყა შემოარტყა მას. ეს ალყა მხოლოდ 20 დღეს გაგრძელდა, რადგან ზამთარი იწყებოდა და ვენის ციხე-გალავნის გარშემო ადგილები ამ დროს ჭაობად იქმნებოდა, რაც გაართულებდა ქალაქის აღებას და ამიტომ სულეიმანმა ალყა მოხსნა და უკან, უნგრეთში დაბრუნდა და გაზაფხულის დადგომას დაელოდა. სულეიმანს ალყის მოხსნა აიძულა ასევე გერმანიიდან მოსულმა ინფორმაციამ, რომ ამ ქვეყენამ 150 ათასიანი არმია შექმნა ავსტრიელთა დასახმარებლად და ისინი საჭიროების შემთხვევაში ვენაში შემოვიდოდნენ.    

1538 წლის 27 სექტემბერს ოსმანეთის საზღავო ფლოტის ადმირალმა ბარბაროს ჰაირეტტინ ფაშამ პრევეზეს საზღვაო ბრძოლაში დაამარცხა ევროპელ ჯვაროსანთა ფლოტი, რომელსაც ადმირალი ანდრია დორი მეთაურობდა. პრევეზეს პორტი ადრიატიკის ზღვაზე მდებარეობს და თურქების გამარჯვების შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ხმელთაშუა ზღვა თურქულ ზღვად გადაიქცა, რადგან გიბრალტარიდან დაწყებული ეგვიპტით დამთავრებული თურქების ხელში გადავიდა მისი კონტროლი. აღსანიშნავია ისიც, რომ პრევეზეს საზღვაო ბრძოლაში ჯვაროსანთა 600 სამხედრო გემს მხოლოდ 120 გემი დაუპირისპირა ოსმანეთმა, მაგრამ ბარბაროსას სწორი და ჭკვიანური ტაქტიკის შედეგად მთლიანადა გაანადგურეს ევროპელთა ფლოტი. ამ გამარჯვების გამო ოსმანეთის სულთანმა სულეიმან კანონიერმა ქვეყნის ყველაზე უმაღლესი ჯილდოთი დაასაჩუქრა ბარბაროსი და იმპერიის შეიარაღებული ძალების სარდლად დანიშნა.

1941 წლის 27 სექტემბერს სირიამ, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმანეთს გამოეყო და საფრანგეთის მანდატის ქვეშ შევიდა, დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა ეს ქაღალდზე, რადგან სახელმწიფო კვლავ ფრანგებისა და ინგლისელების უღლის ქვეშ დარჩა. მაგრამ სირიელები მალე აუჯანყდნენ ინგლისელების მიერ დანიშნულ ხელისუფლებას და ფრანგების დახმარებით ინგლისელებმა შესძლეს ამ აჯანყების ჩახშობა. მხოლოდ 1946 წელს,  უცხო ძალების მხრიდან ქვეყნის დატოვების შემდეგ გახდა სირია მთლიანად დამოუკიდებელი და მისი აღიარებაც დაიწყეს.  

2000 წლის 27 სექტემბერს სიდნეის ოლიმპიადაზე 85 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა და პირველად მოიპოვა ოლიმპიადის ჩემპიონობა თურქმა ფალავანმა ჰამზა იერლიქაიამ. პირველი მსოფლიო ჩემპიონობა კი ბერძნულ რომაული სტილით ჭიდაობაში იერლიქაიამ ჯერ კიდევ 17 წლისამ, 1993 წელს მოიპოვა და ამის გამო ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ იგი საუკუნის მოჭიდავედ დაასახელა.

 



მსგავსი ინფორმაციები