თურქეთის კულტურული საგანძური 23/2016

დღეს გაგაცნობთ  ოსმანეთის საბეგოსთვის დედაქალაქობის გამწევ, ბურსას პროვინციის ერთ-ერთ ისტორიულ ტაძარს ბურსას ულუ მეჩეთს

506064
თურქეთის კულტურული საგანძური 23/2016

თურქეთის კულტურული საგანძური 23/2016

  დღეს გაგაცნობთ  ოსმანეთის საბეგოსთვის დედაქალაქობის გამწევ, ბურსას პროვინციის ერთ-ერთ ისტორიულ ტაძარს ბურსას ულუ მეჩეთს, რომელიც გაუშენებიათ ილდირიმ ბეაზითის მეფობის დროს 1399 წელში.

ოსმანეთის საბეგო, სტამბოლის აღებით საიმპერატოროდ გარდაიქმნება. საუკუნის განმავლობაში ანადოლუსა და თრაკიაში მოპოვებული გამარჯვებებით კი, დაუწყვია თავისი ტერიტორიების ინტენსიურად გაფართოება. ილდირიმ ბეაზითი ერთის მხრივ ცდილობდა სტამბოლის აღებას, მეორეს მხრივ კი, ანადოლიაში ერთობის დამყარებას. თავისი განვითარებული სახელმწიფოს დიდების წარმოსაჩენად გადაწყვეტავს დიდი მეჩეთის გაშენებას. ჯვაროსნებთან ბრძოლის წინ, ილოცებს და  დათქვამს, რომ გამარჯვების შემთხვევაში 20 დიდ მეჩეთს გააშენებს. ნიღბოლიში გამარჯვების შემდეგ, მას ილდირიმის  (მეხი) ტიტული მიეცემა  და ხელში ჩაგდებული ალაფით და ავლა-დიდებით, დაიწყებს 20 გუმბათიანი მეჩეთის გაშენებინებას.

სამ წელს გაგრძელდება მეჩეთის მშენებლობა. ერთ პარასკევის დღეს კი, პერიოდის აღიარებული პირების, სახელმწიფო მოხელეების და ხალხის მონაწილეობით გადავა მომსახურებაში. მეჩეთი იქნება ისლამური სამყაროს რიგით მეხუთე მნიშვნელოვანი და ფართო მეჩეთი. მასში შესვლა შეიძლება ჩრდილოეთში არსებული მთავარი შესასვლელიდან და აღმოსავლეთის მეორე კარიდან. ჩრდილოეთის კარი ატარებს, სელჯუკური და ოსმანური არქიტექტურის თავისებურებებს. ჩრდილო აღმოსავლეთის მინარეთი გაშენებულია ილდირიმ ბეაზითის, ჩრდილო დასავლეთის მეორე მინარეთი კი, მისი შვილის ჩელები მეჰმედის მხრიდან.

20 გუმბათიანი ამ ფართო სამლოცველოს შუაში გაშენებული გუმბათი, გადახურულია. მეჩეთის მშენებლობის დროს, თურმე, იმ ადგილზე ყოფილა ქრისტიანი მოხუცი ქალის სახლი, რომელსაც არ სდომებია სახლის გაყიდვა. ამის გამო, კარგა ხანი ვერ მომხდარა იმ ადგილის გამოყენება. ქალის გარდაცვალებამდე დანატოვარი ანდერძის მიხედვით, იმის გამო რომ არ ჰყავდა მემკვიდრე, მოისურვა მისი საკუთრების  მეჩეთის მშენებლობაში გამოყენება, თანაც იმ პირობით, რომ არ მოეხდინათ ჭერის დახურვა.

მოხუცს აუსრულეს ნატვრა და მისი სახლის ადგილზე გააშენეს დიდი შადრევანი, რომელიც ღია ცის ქვეშ არის მოქცეული. მხოლოდ  თანამედროვე პირობებში მოხდა მისი ჭერის შუშის გუმბათით გადახურვა.

მეჩეთის, დიდი სვეტებით გაშენებულ ოთხკუთხედ გადასასვლელში, წინ შემოგხვდებათ დიდი საკურთხეველი, რომელიც ადამიანში ძალაუნებურად იწვევს წმინდა რელიგიურ გრძნობებს. საყურადღებოა მეჩეთის კათედრალი თავისი ასტრონომიული ნიშნებით. აღმოსავლეთ ნაწილში არის გეომეტრიული ხის დაფები მზის სისტემით, დასავლეთ ნაწილშია გალაქტიკის სიმბოლოები.

გალილეო გალილეის, დედამიწის მზის გარშემო ბრუნვის განმარტების ეკლესიის მხრიდან შეზღუდვას ჯერ კიდევ 200 წელი სჭირდება. ეს არის ისლამურ და დასავლურ კულტურებს შორის თავისუფალი აზროვნების სხვაობის დამადასტურებელი საუკეთესო მაგალითი.

საკურთხევლის აღმოსავლეთის კედელზე არის, იავუზ სულთან სელიმის, ეგვიპტის აღების შემდეგ, ხალიფატის ტიტულით დაბრუნებისას თან ჩატანილი წმინდა სამლოცველოს ქააბეს საფარი.

პირველი ოსმანელი ხალიფატი იავუზ სულთან სელიმი, გადასაფარებელს სტამბოლში ნაწარმი სხვა გადასაფარებლით განაახლებს, ძველს კი ბურსას ულუ მეჩეთს აჩუქებს. ხალიფატი, ქააბეს წმინდა გადასაფარებელს, ლოცვით, თავისი ხელით დაკიდებს კედელზე.

დროთა განმავლობაში, მეჩეთსა და მის კედლებზე ადგილს დაიკავებს ისლამური სამყაროს ყველაზე საუკეთესო   კალიგრაფიული და ხელოვნების ნიმუშები.

მეჩეთის მშენებლობაში თავიანთი მორალური მხარდაჭერით, სათანადო წვლილი შეუტანიათ იმ პერიოდის ცნობილ სასულიერო პირებს. მათი დიდი მცდელობით და მხარდაჭერით მომხდარა ამ შესანიშნავი ტაძრის გაშენება.

ასეთი სასულიერო პირებიდან ერთ-ერთი გახლავთ ემირ სულთანი. ილდირიმ ბეაზითი მეჩეთის მომსახურებაში გადასვლის დღეს, პირველ ქადაგებას, დიდი პატივით, დაავალებს ემირ სულთანს, რომელიც ფადიშაჰს ხათრს არ გაუტეხავს. მაგრამ, კათედრალის კიბის მესამე საფეხურზე შეჩერდება, უკან გაიხედავს და ხალხს შეათვალიერებს. შემდეგ ფადიშაჰს მიუბრუნდება და ეტყვის:-„ქადაგების კითხვა მე კი არა, ჩვენი ეპოქის ისლამური სამყაროსთვის ყველაზე სწორი გზის მაჩვენებელს ეკუთვნის.

ფადიშაჰი და ხალხი გაოგნებული მიაჩერდება ემირ სულთანს, რომელიც ხალხში გარეულ სომუნჯუ ბაბას სახელით ცნობილ დერვიშს დაადგამს თვალს. ყველა გაკვირვებულია. ემირ სულთანი გააგრძელებს:-იგი არის ღატაკი მაგრამ კეთილი ადამიანი, რომელიც თავის წილ პურსაც კი, ყოველგვარი ანგარების გარეშე, უნაწილებს უთვისტომოებს და მეჩეთის მშენებლებს. სომუნჯუ ბაბა დარცხვენით ავა კათედრალზე. ემირ სულთანთან გავლისას კი-„რა საჭირო იყო ჩემს შესახებ საუბარი“-ო ეტყვის. ქადაგების დროს, ფათიჰას აიათის 7 განმარტებას წაიკითხავს. ფადიშაჰთან ერთად ყველა დიდი ინტერესით და განცვიფრებით მიაჩერდება მას. აიათის პირველი განმარტება ყველასთვის გასაგები იქნება.  მეორეს, ხალხის ნახევარი გაიგებს, ნახევარი ვერა, მესამე, მხოლოდ რელიგიური განათლების მიმღებებისთვის იქნება გასაგები.   მომდევნო განმარტებას კი, ვერავინ ვერ გაიგებს.  ამ მოვლენის შემდეგ ემირ სულთანი და სომუნჯუ ბაბა დიდ პატივს დაიმსახურებენ ხალხში და მათი ვინაობა მთელ მუსლიმანურ სამყაროს მოედება.  სომუნჯუ ბაბას მოწაფეებს შორის არის ჰაჯი ბაირამ ველი და სტამბოლის ამღები ფათიჰ მეჰმედის ჰოჯა აქშემსედინი.

ბურსას ულუ მეჩეთის მოსანახულებლად ყოველდღიურად ათასობით ადამიანი მიდის.  აქაური ისტორიული ტაძრებით დიდ დაინტერესებას იჩენენ ადგილობრივი და უცხოელი ტურისტები.

განსაკუთრებით ღამის განათებით, ბურსას თითქმის ყველა მხრიდან მოსჩანს ულუ მეჩეთი, რომლის დანახვა მართლაც ღირს.



მსგავსი ინფორმაციები