20 მაისი ისტორიაში

20 მაისი ისტორიაში

506657
20 მაისი ისტორიაში

20 მაისი ისტორიაში

1622 წლის 20 მაისს  ოსმალეთში მეამბოხეებმა ოსმალეთის იმპერატორი ოსმან II-ე ტახტიდან ჩამოაგდეს და მოკლეს. 1618 წელს ტახტზე ასული ოსმან II-ის ლიტვის ბრძოლა წარუმატებლად დასრულდა, რის გამოც  ოსმანმა  ჯარში და მმართველობაში გარკვეული ცვლილებების და რეფორმების შეტანა გადაწყვიტა. მის ასეთ გადაწყვეტილებას იმპერიის ზოგიერთმა  უმაღლესმა სტრუქტურებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. ოსმანს ანატოლიის, სირიის, ეგვიპტის და თვით  სასახლეში სხვადასხვა თანამდებობებზე ცვლილებების შეტანა სურდა.  ამის  საწინააღმდეგოდ ამბოხებულმა იანიჩარებმა სულთნის სასახლეში რამოდენიმე ზედამხედველთან ერთად ახალგაზრდა სულთანი ოსმანიც ჩამოაგდეს ტახტიდან და მოკლეს. ოსმან II-ე  ოსმალეთის ისტორიაში   მოკლული პირველი სულთანი იყო. მის შემდეგ კი ტახტზე მუსტაფა I-ლი ავიდა.

1878 წლის 20 მაისს ალი სუავი მოკლეს. ოსმალეთის მოაზროვნე და მწერალი ალი სუავი სულთან აბდულჰამიდ II-ის ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ მურად V-ის ტახტზე აყვანის მიზნით ჩირაღანის სასახლეში  მოწყობილი დარბევის დროს მოკლეს. ალი სუავიმ 1869 წელს ევროპაში, კერძოდ კი ლონდონსა და პარიზში მრავალი გაზეთი გამოსცა. იგი ოსმალეთში ბრიტანული კონსტიტუციური მმართველობის დანერგვის მომხრე იყო. იგი 150-მდე ბალკანეთიდან ჩამოსული  ემიგრანტით ჩირაღანის სასახლეში შესვლას შეეცადა მაგრამ, დარბევის დროს  ისიც მოკლეს.

1902 წლის 20 მაისს კუბამ ამერიკისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დამოუკიდებლობის გამოაცხადების შემდეგ  მისი პირველი პრეზიდენტი  ტომას ესტრადა პალმა გახდა. 1500-იან წლებიდან მოყოლებული ესპანეთის კოლონიალიზმის ქვეშ მყოფი კუბა 1898 წელს დაწყებული და ათ წელს გაგრძელებული ბრძოლის შედეგად ესპანეთს  დაამარცხებს და კუბა აშშ-ს მფარველობის ქვეშ გადავა. მიუხედავად კუბის დამოუკიდებლობის მოპოვებისა, პრეზიდენტმა პალმამ კუნძული აშშ-ს მფარველობაში დატოვება მაინც მოახერხა. აშშ-ს მხრიდან კუბის მფარველობა 1950-იან წლებში კუბაში მომხდარ გადატრიალებამდეს გაგრძელდა.

1932 წლის 20 აპრილს ამელია ერჰარტიმ ატლანტიის ოკეანეში პირველი ფრენა განახორციელა.  ამერიკელმა პილოტმა და მწერალმა ამელია ერჰარტმა ფრენა ნიუფაუნდლენდიდან დაწყო  და ატლანტიკის ოკეანე მარტოდ გადაფრენა შესძლო. მან ერთი დღის შემდეგ იტალიაში დაჯდომა მოახერხა. ერჰარტი პირველი ქალი პილოტი იყო,  ვინც ეს მოახერხა და ამით მან რეკორდიც მოხსნა. 1935 წელს კი იგი  ჰავაიდან კალიფორნიაში გადაფრინდა, რითაც თავისი რეკორდი თვითონვე მოხსნა. პირველი მსოფლიო ომის დროს იგი ერთ-ერთ სავადმყოფოში ექთნად მუშაობდა. ამელია ერჰარტმა 1937 წელს ამერიკელ  პილოტ ფრედ ნონთან ერთად ორ ძრავიან თვითმფრინავით მსოფლიოს გარშემო ფრენა დაიწყო და  ამ მოგზაურობის დიდი ნაწილი წარმატებით გაიარა, თუმცა   წყნარ ოკეანეში მათი კვალი დაიკარგა.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #მაისი

მსგავსი ინფორმაციები