19 მაისი ისტორიაში

19 მაისი ისტორიაში

279781
19 მაისი ისტორიაში

19 მაისი ისტორიაში

1919 წლის 19 მაისი ათათურქის ხელმძღვანელობით დაწყებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის დაწყების დღეა. იგი შავიზღვისპირა ქალაქ სამსუნში ერთი მოძველებული გემით ჩამოვიდა. ოსმანეთის ფადიშაჰმა იგი ანატოლიას როგორც სამხედრო კომისარი ისე მიავლინა, მან კი ეს შანსი არ გაუშვა ხელიდან და სამსუნში ჩამოსვლისთანავე სტარტი მისცა ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას, რომელიც 1922 წლის შემოდგომაზე წარმატებით დასრულდა, რადგან, თურქებმა იზმირში დაამარცხეს ბერძნული ჯარები და უკანასკნელი დამპყრობიც გარეკეს რა ანატოლიიდან, ასე დაედო საფუძველი ძირმომპალი ოსმანეთის იმპერიის ადგილზე ახალი თურქული სახელმწიფოს, თურქეთის რესპუბლიკის შექმნას. მას შემდეგ 19 მაისი ათათურქმა არმაღანად უძღვნა ახალგაზრდებს და ამიტომაც ეს დღე მას შემდეგ აღინიშნება როგორც ახლგაზრდობისა და სპორტის დღესასწაული

1934 წლის 19 მაისს ბულგარეთში სამხედრო გადატრიალება მოხდა, რის კვალდაკვალ დროებითი მთავრობა შეიქმნა. ამ ახალმა მთავრობამ პრო ჰიტლერული პოლიტიკა დაიწყო და მალე ნაცისტური გერმანიის ერთგული მოკავშირე გახდა. მაგრამ, მომდევნო წელს ხუნტის წევრებს შორის უთანხმოება დაიწყება, რითაც ისარგებლებს მეფე ბორის მესამე და თავის ჰეგემონობას გამოაცხადებს და 1943 წლამდე იგი იქნება ბულგარეთის დიქტატორი. მისი მმართველობის პერიოდში მასიური თავდასხმები განხორციელდა აქ მცხოვრებ თურქებზე, რის გამოც 10 ათასობით თურქმა მიატოვა საკუთარი კერები და თურქეთს მიაშურა


1935 წლის 19 მაისს ინგლისში მოტოციკლეტის ავარიის შედეგად 46 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ინგლისელი მზვერავი, მწერალი და არქეოლოგი თომას ედუარდ ლოურენსი.1916-1918 წლებში, როგორც ინგლისის არმიის ოფიცერი ახლო აღმოსავლეთში მსახურობდა და სწორედ მან ააჯანყა ოსმანეთის წინააღმდეგ არაბები და გამოეყვნენ კიდეც ოსმანეთს, რის გამოც არაბებში მან სახალხო გმირის სახელი მოიპოვა. მან ჯერ პარტიზანული რაზმები შექმნა არაბებისგან და მოულოდნელი თავდასხმები განახორციელებინა ოსმანურ ნაწილებზე, ხოლო ამის პარალელურად მან ინგლისის მთავრობა დაარწმუნა და დაიყოლია არაბების ოსმანეთისგან გამოყოფაზე და დამოუკიდებელი არაბული სახელმწიფოების შექმნაზე. ლოურენსმა თავისი არაბული თავგადასავლები გამოაქვეყნა ერთ წიგნში, რომელშიც დეტალურად არის ასახული არაბების ანტი ოსმანური ბრძოლებიც

1939 წლის 19 მაისს სტამბოლში საძირკველი გაეჭრა დოლმაბაჰჩეს სახელობის სტადიონს, რომელიც თურქეთის პირველი თანამედროვე და მოდერნისტული სტადიონი გახდა. მისი არქიტექტორები იყვნენ იტალიელი პაოლო ვიეტტი ვიოლი და თურქი ფაზილ აისუ და შინასი შაჰინგირაი . მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ და ეკონომიკურმა სიდუხჭირემ შეანელა სტადიონის მშენებლობა, რის გამოც იგი ექსპლოატაციაში მხოლოდ 1947 წელს გადაეცა. პირველი მატჩი კი ამ სტადიონზე იმავე წელს სტამბოლის “ბეშიქთაშს“ და შვეციის “აიკ სოლნას“ შორის გაიმართა და ეს მატჩი ანგარიშით 1:0 ბეშიქთაშმა მოიგო. პირველი გოლი ამ სტადიონზე გაიტანა ბეშიქთაშის ფორვარდმა სულეიმან სებამ, რომელიც ფეხბურთის მიტოვების შემდეგ ამ კლუბის თავჯდომარე გახდა


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #მაისი

მსგავსი ინფორმაციები