თურქეთის ახალი ხედვა  :23/2016

საფრანგეთის გაფიცვა და საპროტესტო აქციები

503510
თურქეთის ახალი ხედვა  :23/2016

                      თურქეთის ახალი ხედვა  :23/2016

       საფრანგეთის გაფიცვა და საპროტესტო აქციები

უკანასკნელ დღეებში, ტელევიზიის ეკრანებზე ვხედავთ რიგში მდგომ ფრანგებს, ხალხსა და პოლიციას შორის დაპირისპირების გამომწვევ აქციებს. ალაგ-ალაგ ვხედავთ, როგორ ახდენს პოლიცია აქციებში მკაცრ ჩარევას.  კი მაგრამ რა ხდება საფრანგეთში, რომელშიც ჯერ ენერგო სექტორი, შემდეგ კი სატრანსპორტო სექტორი შესძრა გაფიცვების გადაწყვეტილებებმა?

 მოვლენებში უფრო კარგად გარკვევისთვის, ჯერ გადავხედოთ მიმდინარე წლის დასაწყისში, ხელისუფლებაში მყოფი სოციალისტური პარტიის მიერ მიღებულ შრომის კანონმდებლობას. საფრანგეთში, ძალაში შევიდა ნეო ლიბერალური კანონი, რომელიც ითვალისწინებს, სამსახურიდან განთავისუფლების გაიოლებისთვის დამსაქმებლების სამუშაო საათის გაზრდას, ზეგანაკვეთური ანაზღაურების შემცირებას, ასე, რომ ვთქვათ, მუშების მცირე ხელფასით მეტ მუშაობას.

გარდა ამისა, ხსენებული კანონის პარლამენტის დაუმტკიცებლად, მთავრობის უფლებამოსილებით მიღებამ, ხალხი ქუჩებში გაიყვანა. უკვე ორი თვეა ნახევარი მილიონი ფრანგი ხალხი ქუჩებშია გამოსული. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ხალხის გაფიცვების მიუხედავად, მთავრობა არ ითვალისწინებს ამ საკითხში დათმობაზე წასვლას. პროფკავშირები, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით იტყობინებიან, რომ კანონის, 8 ივნისს, სენატში წარდგენამდე, გააგრძელებენ მთავრობაზე ზეწოლებს.

 მაშინ, როცა ახლოვდება ევრო-2016, ერთის მხრივ, შემაშფოთებელი გაფიცვები, მეორეს მხრივ, ხელისუფალი სოციალისტების მხრიდან, მუშათა კლასის მაგივრად, ინვესტორების მხარდამჭერმა გადაწყვეტილებებმა, თან მოიტანა ევროპელ მემარცხენეებს შორის დებატები.

ზემოთ ხსენებულმა მოვლენებმა, ძალაუნებურად გამოიწვია თურქეთში მომხდარი გეზი პარკის მესამე წლისთავთან დაკავშირებით,  თურქეთ-საფრანგეთის შედარებითი ანალიზი. 

შეგვიძლია გავუგოთ და ვუთანაგრძნოთ ფრანგ ხალხს, რადგან სახელმწიფოს გააჩნდა კონკრეტული ისეთი პრობლემები, როგორიცაა უმუშევრობის გაზრდა, ლიდერის პოპულარობის 14 %-ით დაცემა, საწვავის შეზღუდვა და თითოეულ მანქანაზე 20 ლიტრით განსაზღვრა და აშ.

მაგრამ, დასავლეთის მედიის და თურქეთში არსებული მათი დამქაშების მხრიდან წაქეზებულ, მთელი კვირების განმავლობაში, ვანდალიზმამდე მისულ, დამანგრეველ დემონსტრაციებს თურქეთში, რომელმაც გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყანა, განა გააჩნდა კონკრეტული მიზეზი?

გავიხსენოთ, 2013 წლის მაისის თვის ეკონომიკური ღირებულებები, როცა დოლარი 1.76-ის დონეზე იყო, ხდებოდა მუშა-მოსამსახურეების უფლებების სფეროში რეფორმის გატარება, ეკონომიკის სისტემატიური ზრდა, უმუშევრობა დაყვანილი იყო ერთნიშნა მაჩვენებელზე, ტერორიზმის დასამარებისთვის დემოკრატიული გზით ხდებოდა გადაწყვეტის პროექტის ცხოვრებაში გატარება, რით უნდა აიხსნას გეზი პარკის მოვლენების განვითარება?

გეზი პარკის, ნამდვილი მიზანი იყო სახელმწიფოში არეულობის გამოწვევა. როგორც გახსოვთ იმ პერიოდის ვიცე პრემიერი ბულენთ არინჯი მთავრობის სახელით შეხვდა მომიტინგეების წარმომადგენელ „თაქსიმის თანადგომის პლატფორმას“ და მოისმინა მათი მოთხოვნები.  ეწ. „ბუნების მოყვარულთა“ ჩამოთვლილი მოთხოვნები მიმართული იყო ფართო მასშტაბიანი განვითარების და საინვესტიციო პროექტების წინააღმდეგ.

გეზის პარკის მოვლენების მიმართ, როგორი იყო თურქეთის და ევროპის სოციალური მასმედიის პლატფორმის დამოკიდებულება?

დღეს, საფრანგეთში, ანდა რომელიმე სხვა ევროპულ სახელმწიფოში, ზემოთ ნაჩვენები ნეო ლიბერალური კანონის წინააღმდეგ სამართლიანი მოთხოვნების  და თურქეთში მომხდარი მოვლენების, დასავლურ მასმედიაში აღქმას და გადმოცემას შორის  ორპირობის დანახვას სულაც არ სჭირდება ჟურნალისტიკის პროფესიონალიზმი.

Google-ს კომპანიის, საგადასახადოს მომიზეზებით, დარბევის ჩათვლით, გეზი პარკის მოვლენებში ცეცხლსასროლი იარაღით, მოლოტოვის კოკქტეილებით და სასიკვდილე იარაღებით გამოსული ვანდალების წინააღმდეგ  გამოსული უსაფრთხოების ძალები, მსოფლიო მასმედიაში, დიდი ტექსტებით და აფიშებით იქნა წარმოდგენილი. ამ დროს კი, საფრანგეთში, სამართლიანი მოთხოვნებით ქუჩებში გამოსულების მშვიდობიან აქციებში, პოლიციის მკაცრი ჩარევა იგნორირებულია. ბუნებრივია, რომ თურქეთის პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანი, თავის შეშფოთებას გამოხატავს საკითთან დაკავშირებით, რომელიც არ არის მიმართული მხოლოდ გეზი პარკისადმი წამქეზებლურ მიდგომაზე.  

თურქეთი, თავიდანვე, უარყოფით მიდგომას გამოთქვამს და კიცხავს მსოფლიოში არსებულ ყველანაირ უსამართლობას.

და ბოლოს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასა და სოციალურ სტრუქტურაში დიდი შეფერხების და ბზარის გამჩენ გეზი პარკის მოვლენებთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების მიმართ, რა თქმა უნდა უგულისყურობა არ უნდა გამოიჩინოს ოპოზიციამაც. იგი მხარში უნდა ამოუდგეს სასოწარკვეთილებაში მყოფ სათვისტომოებს. ეს არის ჩვენი დემოკრატიული შესაძლებლობის ფარგლებში მოსაწესრიგებელი და გადასაწყვეტი საკითხი. მაგრამ მხედველობას არ უნდა გამორჩეს, დღეს, ჩვენს თვალწინ, საფრანგეთში მიმდინარე გაფიცვის და თურქეთში წარმოქმნილი ამა თუ იმ მოვლენის,   დასავლური მედიის მხრიდან გამოთქმული რეაქციის დისპროპორციაც.

ეს გახლდათ, კონიის, ქარათაის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის განყოფილების პროფესორის  მაზჰარ ბაღლის შეფასება.



მსგავსი ინფორმაციები