თურქეთის კულტურული საგანძური: 21/2016

დღეს გაგაცნობთ თურქეთის საამაყო კულტურული და ტურისტული ცენტრებიდან, მნიშვნელოვან ქალაქს ტრაპზონს და სუმელას წმინდა მარიამის მონასტერს

497716
თურქეთის კულტურული საგანძური: 21/2016

 

თურქეთის კულტურული საგანძური: 21/2016

      დღეს გაგაცნობთ თურქეთის საამაყო კულტურული და ტურისტული ცენტრებიდან, მნიშვნელოვან ქალაქს ტრაპზონს და სუმელას წმინდა მარიამის მონასტერს.

ტრაპზონი ანადოლუს ჩრდილო აღმოსავლეთის შავი ზღვის სანაპირო ლამაზი ქალაქია. გამოთქვამენ ვარაუდს, რომ იგი კოლონიური ქალაქის სახით გაშენდა ჩვ.წ.აღმდე 600-ან წლებში.

ქალაქი საყურადღებოა იუმორისტული თავისებურებებით.  სახე მომღიმარი შავი ზღვისპირელი ადამიანების ცხოვრება ერთმანეთზე საინტერესო ამბებით იქცევს ყურადღებას და თითოეული მათგანი საინტერესო სათავგადასავლო იუმორის საბაბი გამხდარა. ტრაპზონი, ამავე დროს არის თევზის „ჰამსი“-ს (ქაფშის) დედა სამშობლო.

თითოეული ტრაპზონელისთვის სუფრის მშვენებად ითვლება ეს თევზი. ყოველ დღე რომ იჭამოს, მაინც არ ბეზრდებათ იქაურებს.

ტრაპზონი არის ანადოლიის ის ქალაქი, რომლის დაპყრობაც თურქებმა განახორციელეს ყველაზე გვიან, 1461 წელში, ფათიჰ სულთან მეჰმედის მხრიდან.

ტრაპზონში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ტაძარი აიასოფია, დღეს მუზეუმად არის გადაქცეული. მისი გაშენება მომხდარა 1204 წელში, ბიზანტიის დედაქალაქ სტამბოლის, ლათინელების მიერ დაპყრობის შემდეგ, მანუელ პირველის მხრიდან.

ფათიჰი კი რეგიონის აღების შემდეგ, ნებას დართავს აიასოფიის ეკლესიის გამოყენებას. სხვადასხვანაირ საჩუქრებსაც უძღვნის მას. იმ პერიოდში გუბერნატორად გამწესებული იავუზ სულთან სელიმიც გააგრძელებს ამ ტრადიციას. 1584 წელში სულთანის განკარგულებით, მეჩეთად იქნება აიასოფია გამოყენებული. ტრაპზონის აიასოფია დღეს მუზეუმის სახით არის ხალხის მომსახურებაში.

ტრაპზონში, ის ადგილი, რომელიც ყველაზე მეტად იზიდავს ტურისტებს გახლავთ სუმელას წმინდა მარიამის მონასტერი. იმის გამო, რომ მარიამი წმინდა მოციქულის იესო ქრისტეს დედა იყო, ქრისტიანების და მუსლიმანებისთვის წმინდა ადგილად არის მიჩნეული. მართლმადიდებელი ქრისტიანების წმინდა ადგილად მიჩნეულ მონასტერში მისვლა მოკლე გზით შეიძლება ტრაპზონიდან. იგი მდებარეობს მაჩკას რაიონის სამხრეთით, მაღალ ციცაბო კლდეზე. საზღვაო გზით, უმოკლეს დროში ხდება 1200 მეტრის სიმაღლეზე ასვლა. განსაზღვრულ ადგილამდე ხდება მანქანით ასვლა. შემდეგ კი, მონასტერში ასვლა უნდა გაგრძელდეს ფეხით. მთის საუცხოო პეიზაჟში მოქცეული ყოველი სიმწვანე თავისებური სილამაზით იტაცებს ადამიანს. მონასტერი მაღალ კლდეებზეა გაშენებული და იქიდან გადაჰყურებს მიდამოს. რაც შეიძლება მალე ასვლა და მისი ახლოს დათვალიერების სურვილი უჩნდება ადამიანს.  ღვთაებრივ ატმოსფეროში, მთა და რელიგია ერთმანეთთან არის დაკავშირებული. წმინდა მოსეს, 10 განკარგულება მიეცა სინას მთის მწვერვალზე. წმინდა იესომ მთაზე განიცადა მეტამორფოზა. წმინდა მუჰამედს, ყურანის პირველ ბრძანებად წოდებული  “Oku” მთაში მისწვდა. ფართოდ არის გავრცელებული აზრი, რომ მთები უფრო ახლოს არიან ალაჰთან. საბერძნეთში ორი მღვდელი, რომლებიც არ იცნობდნენ ერთმანეთს, სიზმარში ნახავენ წმინდა მარიამის და იესო ქრისტეს სურათს. იმ მოსაზრებით, რომ ეს სურათი ტრაპზონში იქნებოდა ჩავლენ ტრაპზონში. ისინი სუმელას მონასტერში შეხვდებიან და გაიცნობენ ერთმანეთს. გაანდობენ ერთმანეთს იქ ჩასვლის მიზანს და გააშენებენ პირველ ეკლესიას. ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე დიდ დახმარებას გაუწევს ეკლესიის მშენებლობაში და მონასტრად გადაქცევაში. ტრაპზონის იმპერატორის ალექსიოს მესამის დროს, 1349-1390 წლებში ეკლესია მიაღწევს იმ დონეს, როგორსაც დღეს ვხედავთ.

გამოქვაბულში არსებული ეკლესია, ის ადგილია, სადაც სწავლა უხდებოდათ რელიგიის პირებს და მოწაფეებს. იგი მოიცავს საცხოვრებელ ფართს და დაფარულია სამკურნალო წყლებით. მონასტერის დაქვემდებარებაში არსებული ეკლესიების კედლები შელამაზებულია სახარებიდან ამოღებული სხვადასხვანაირი მონათხრობებით, ფრესკებით. დროთა განმავლობაში გამოჩენილ იქნა მცდელობა განადგურებული ფრესკების აღდგენის და რესტავრაციების. მონასტრიდან ქვევით გადახედვისას წინ, მთელი სიდიადით წარმოგიდგებათ ზიგანას მთა.

 აქედან შესაძლებელია წვიმიან დღეებში ღრუბლებისთვის ზემოდან გადახედვა. ეს საუცხოო პეიზაჟი, რომელი რჯულისაც არ უნდა იყოს ადამიანი, სულს გაუვსებს ალაჰის სიყვარულით.

სუმელა, 1923 წლის გაცვლის ხელშეკრულებამდე, გამოიყენებოდა მონასტრად. ამ თარიღიდან, ქრისტიანი მოსახლეობის საბერძნეთში გადასახლებით, მონასტერი წლების განმავლობაში გამოუყენებლად დარჩა. შემდეგ იგი მუზეუმად იქნა გადაკეთებული. ახლა კი რესტავრაციის გზით, გამოჩენილია მცდელობა აღდგენილ იქნას მისი უწინდელი ფორმა.  თურქეთის მნიშვნელოვანი ტურისტული რეგიონებიდან ტრაპზონის და სუმელას მონახულების სურვილით გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.

 



მსგავსი ინფორმაციები