ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 20

ისრაელის დამოუკიდებლობის დღე, პალესტინელების მწუხარების დღეა

494433
ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 20

 

          როგორც ცნობილია 1948 წლის 15 მაისს, ებრაელებმა, პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისრაელის დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნეს და მას შემდეგ ყოველი წლის 15 მაისს ებრაელები თუ დიდი სიხარულით აღნიშნავენ, რადგან, ისინი დაბრუნდნენ აღთქმულ მიწებზე, სამაგიეროდ, პალესტინელები ამ დღეს ტრაგედიის, ანდა კატასტროფის დღედ “Nekbe“-დ აღნიშნავენ და მასიურ სამგლოვიარო-საპროტესტო გამოსვლებს აწყობენ. ე.ი. 68 წელია რაც ამ დღეს ებრაელები დიდად მხიარულობენ და საზეიმო ღონისძიებებს აწყობენ, ხოლო პალესტინელები კი გლოვობენ

         დიახ, 1948 წელს ებრაელებმა პალესტინელები საკუთარი მიწებიდან აჰყარეს, ხოლო მათ მიწებზე სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ებრაელები დაასახლეს. ისეთი ძირძველი პალესტინური დასახლებები, როგორებიც იყვნენ ჰაიფა და აქრე, მთლინად დაცალეს არაბებისგან და ებრაელებით გაავსეს. მოკლედ, თავიანთი მამა-პაპური მიწებიდან მთლიანობაში 700 ათასამდე პალესტინელი გაასახლეს და მათ ადგილებზე ებრაელები ჩაასახლეს. სანამ ისრაელის სახელმწიფო შეიქმნებოდა, მანამდის, კონკრეტულად კი 1948 წლის 30 მარტიდან დაწყებული 30 მაისამდე, 200 პალესტინური დასახლება ოკუპირებულ იქნა ისრაელის მხრიდან და მათ ამ ოკუპირებულ მიწებზე მცხოვრები არაბი მოსახლეობა სახლებიდან ძალით აყარეს რა, მათ მაგივრად ებრაელები შეასახლეს.

        ასე რომ, როცა ისრაელის დამოუკიდებელი სახელმწიფო შეიქმნა, იმ ტერიტორიებზე მცხოვრები პალესტინელების ნახევარზე მეტი უკვე ძალით დევნილის მდგომარეობაში იყო. ისრაელის ეს აგრესიული პოლიტიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის შემდეგაც გაგრძელდა, რადგან, მათი მხრიდან მიღებული ახალი კანონებით აყრილებს მოქალაქეობა შეუწყდათ, ხოლო მათ სახლებს და ქონებას კი კონფისკაცია გაუკეთეს. ის პალესტინელები კი, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ ებრაელებს, ძალადობის მსხვერპლნი ხდებოდნენ და 1956 წლამდე 5 ათასამდე პალესტინელი გამოასალმეს სიცოცხლეს    

         2012 წელს ისრაელმა მიიღო კანონი, რომლითაც ნექბეს დღის აღნიშვნა უკანონოდ გამოცხადდა, რადგან, ოფიციალური ტელ ავივის განცხადებით, ნექბე ისრაელის სახელმწიფოებრიობის დღის, 15 მაისის უარყოფას ნიშნავს და არ შეიძლება მისი ტრაურით აღნიშვნა, რამეთუ, იგი ებრაელებისათვის სიხარულის და ბედნიერების დღეს წარმოადგენს. ეს კანონი შემდეგ გასაჩივრებულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოშიც, მაგრამ, იგი წარმოებაში არც კი მიღებულა, რითაც ისრაელმა კიდევ ერთხელ უგულებელყო  პალესტინელების სიტყვის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლება.

        მოკლედ, ისრაელი ყველანაირად ცდილობს რომ, ნექბა არ აღინიშნოს, მაგრამ, ამ მცდელობების მიუხედავად პალესტინელები ყოველწლიურად მაინც აღნიშნავენ და ამ დროს დაპირისპირება ხშირად შეტაკებებში იზრდება რა, ებრაელები მრავალ პალესტინელს აკავებენ ან ციხეებში სვამენ, ხოლო ზოგჯერ კი ადგილი აქვს ხოლმე დაშავებებს ან სიკვდილიანობებსაც კი. ასე რომ, ნექბე მართლაც წარმოადგენს პალესტინელების ტრაგედიის დღეს, რადგან, გაეროს ცნობითაც კი, ამჟამად ლტოლვილის მდგომარეობაშია 5 მილიონამდე პალესტინელი    

         1967 წლის ომის დროს ისრაელმა ოკუპაცია გაუკეთა ახალ მიწებს და შედეგად, კიდევ 300 ათასამდე პალესტინელი აიყარა საკუთარი კერებიდან. ამით ისრაელის აგრესიული პოლიტიკა არ შეჩერებულა და დღემდის გრძელდება რა, ისრაელი ახალ ახალ მიწებს ეპატრონება დასავლეთ იორდანიის სანაპიროებზეც და აღმოსავლეთ იერუსალიმშიც, რომლებზეც ებრაელურ ახალშენებს ქმნის  და ამით თავისი საზღვრების არეალსაც იფართოებს.

         ზოგიერთი ცნობებით, 1967 წლიდან დღემდე, 1949 წლის საზღვრების გარეთ 600 ათასამდე ებრაელი  იქნა ჩასახლებული  პალესტინურ მიწებზე, თანაც ძალის გამოყენებით. შეიძლება ასეც ითქვას, რომ დასავლეთ იორდანელი და ღაზელი პალესტინელები ფაქტიურად ებრაელების მხრიდან ალყაშემორტყმულ მიწებზე, სამხედრო ზეწოლის ქვეშ ცხოვრობენ. 2015 წლის სექტემბრიდან დაწყებულ მოვლენებში კი კიდევ 200-ზე მეტი პალესტინელი იქნა მოკლული 

         მოკლედ, პალესტინა მუდმივი ზეწოლების, მუქარების და შიშის ქვეშ ცხოვრობს, ოცნებად გადაქცეული მშვიდობა კი, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევის მიუხედავად, მაინც არ ჩანს, ამიტომაც სისხლისღვრა და ძალადობა გრძელდება და არავინ არ უწყის, თუ როდის დაისადგურებს ამ მიწაზე სამუდამო მშვიდობა



მსგავსი ინფორმაციები