თურქეთის ახალი ხედვა 19/2016

ცვალებად სამყაროში თურქეთის ახალი ხედვა

485592
თურქეთის ახალი ხედვა 19/2016

                      თურქეთის ახალი ხედვა 19/2016

               ცვალებად სამყაროში თურქეთის ახალი ხედვა

თქმულების თანახმად ცნობილი რუსი მწერალი და რომანტიკოსი, ლევ ტოლსტოი, ბავშვობისას თავის ძმებთან თამაშის დროს ხშირად იკარგებოდა. სირბილში ყოველთვის ჩამორჩებოდა ძმებს.  ბუნებრივია, როცა ჰკითხავენ ძმები დაკარგვის საბაბს, იგი ეტყვით, რომ „მწვანე ტოტს ეძებს“.

თურმე, მისთვის ნაამბობ ერთ-ერთ ზღაპარში, მწვანე ტოტი ყოფილა კაცობრიობის მხსნელი, მშვიდობის და ბედნიერების მომტანი თილისმა. სწორედ ამიტომ იყო, რომ ისიც, რადაც არ უნდა დასჯდომოდა ცდილობდა იმ ჯადოსნური ტოტის პოვნას.

როგორც კაცობრიობის ცხოვრებით დაინტერესებული ფილოსოფოსი, მას აინტერესებდა ერთად ცხოვრების შესაძლებლობები.

პირობები არ აიძულებდა ადამინებს ეცხოვრათ ერთად, ეს ბუნებრივიც იყო, მაგრამ, დღეს რომ ეს აუცილებლობად ითვლება ცხადია.

გრძნობებს შორის, როცა ერთად ცხოვრების დროს იძულებული ხარ გაუძლო ვიღაცას და როცა სიამოვნებას განიცდი პიროვნებასთან ყოფნით ვისთანაც სულიერ სიახლოვეს გრძნობ, დიდი განსხვავებაა.

ეროვნულმა სახელმწიფოებმა ჰეგემონად გაიხადეს სავალდებულო და სამართლებრივი ერთობლიობა. მაგრამ გარკვეული ეთნიკური სტრუქტურების კოლექტიურ ცნობიერებას დამყარებულმა პოლიტიკურმა სტრუქტურებმა, კაცობრიობას დიდი ტკივილები მიაყენა.

ნაციონალიზმის ფესვების გადგმის შემდეგ, შეუძლებელი გახდა არა ეთნიკური სფეროდან „სხვის“ განსაზღვრა. ამიტომ არის, რომ  ყველანაირი პოლიტიკური პროექტის გადასაწყვეტ პრობლემად ითვლება ეთნიკური პრობლემის გადაწყვეტა.

ერთად ცხოვრება ხელოვნებაა, რომელიც პოლიტიკის განსახორციელებელ პროექტად ითვლება. ამ შესაძლებლობის ხელში ჩაგდებისთვის უპირველეს ყოვლისა ადამიანმა უნდა დაიბრუნოს თვითმყოფადობა და სხვაზე შეხებისას უნდა იგრძნოს თავის თავი. 

ლეგენდის მიხედვით, პირველი ადამიანი, მოციქული ადამი, ევას შეხებისას  იგრძნობს სრულ სიამოვნებას.  შეიცნობს თავს, სინამდვილეში სწორედ ეს არის ჩვენი სამყაროს და ჩვენი თავგადასავლის დასაწყისიც.

ჩვენი გაგებით, „სხვა“ ყოველთვის არის დამოუკიდებლობის და ამავე დროს ჩვენი თვითმყოფადობის მიმანიშნებელი მცნება. მაგრამ თუ ამ სხვას, ევას მეტაფორას დაფუძნებით გავიაზრებთ, მაშინ შევძლებთ მსოფლიოში სიამოვნებით სავსე მოგზაურობას.  მაგრამ თუ, ამას „ეშმაკის“ მეტაფორას დავაფუძნებთ, მაშინ ჩვენს საკონტაქტო სუბიექტთან თუ ობიექტთან სისხლიანი სცენარების შექმნას შევუდგებით.

 ეთნიკური, იდეოლოგიური და რელიგიური ფაშიზმებიც სისხლიან სცენარებად გარდაქმნის რისკს ატარებენ, იმიტომ, რომ ის სხვა, გონებაში ყოველთვის ეშმაკის მეტაფორას ეფუძნება.

არ ვიცით, ტოლსტოიმ იპოვა თუ არა ის ჯადოსნური ტოტი, მაგრამ ცნობილია ის, რომ დღეს ყველაზე მეტად ვსაჭიროებთ მშვიდობის და ბედნიერების მომტან თილისმას.  იმიტომ, რომ რამდენადაც არ უნდა მოახდინოს გლობალიზაციამ ერთ ტიპურობად გარდაქმნა,  ტრანსპორტის და კომუნიკაციის უსაზღვროება მრავალ კულტურიანობის გავრცელებასაც უწყობს ხელს.

მსოფლიოში, არსებული სხვადასხვაობა, სცილდება ინტელექტუალური დაინტერესების ზღვარს და ყოველდღიურად   ჩვენი შეხების საგნად იქმნება.

თურქეთი ის სახელმწიფოა, რომელსაც შეუძლია ამ ახალ სამყაროში თავისი წვლილი შეიტანოს როგორც ისტორიული მემკვიდრეობით, ისე თავისი ხედვით.

 იმიტომ, რომ თანამედროვე სამყაროში თურქეთს გააჩნია პლურალიზმისაგან განსხვავებული  სტრუქტურა.

 მრავალეროვანი კულტურების მქონე ქვეყნების მნიშვნელოვან ნაწილს ეს სტრუქტურა შეუძენია  ინდუსტრიალიზაციის განვითარებით გამოწვეული მიგრაციების შემდეგ. მაგრამ, თურქეთის სტრუქტურას ისტორიულად მოსდგამს მრავალ ეროვნება.

ეს გახლდათ, კონიის, ქარათაის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის განყოფილების პროფესორის  მაზჰარ ბაღლის შეფასება.

 



მსგავსი ინფორმაციები