ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 18

ახლო აღმოსავლეთის პრობლემები

485235
ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 18

          დღესაც საკამათოა, თუ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში რომელი სახელმწიფოები შედიან. ისე ზოგადად კი, ახლო აღმოსავლეთი დასავლეთში აფრიკის სახელმწიფო მაროკოთი იწყება და აღმოსავლეთში ირანით მთავრდება. ე,ი, ახლო აღმოსავლეთი მოიცავს ჩრდილოეთ აფრიკას, ისრაელს, ირანს, თურქეთს და არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარე არაბულ ქვეყნებს. თუმცა, ზოგჯერ და ზოგიერთები სუდანს, ავღანეთს და პაკისტანსაც ამ ქვეყნებში თვლიან  

           ისე კი ყველასათვის ცნობილია. დღეს, ახლო აღმოსავლეთი მსოფლიოს ყველაზე პრობლემატურ სახელმწიფოს წარმოადგენს. მართლაც და ამ რეგიონში გვერდიგვერდ მდებარე სახელმწიფოებსაც ერთმანეთთან პრობლემები აქვთ და თვით სახელმწიფოების შიგნითაც სხვადასხვა პრობლემები არსებობს. ზოგში თვით ამ სახელმწიფოებში მოქმედ რადიკალურ დაჯგუფებებს ებრძვიან, ზოგნი ისეთ გლობალურ ტერ ორგანიზაციებს, როგორებიც არიან ელ ქაიდე და ისლამური სახელმწიფო.   

           ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ამჟამად ცხარე სამოქალაქო ომი მიმდინარეობს სირიაში, იემენში და ლიბიაში, არა სტაბილურობა ერაყში და ეგვიპტეში, მრავალწლიანი პერიოდული შეტაკებები ხდება პალესტინა-ისრაელში. ამ ქვეყნებიდან ისრაელის გამოკლებით ყველა  არაბული სახელმწიფოა და თითქმის ყველაში მიმდინარეობს ასევე მეტ ნაკლებად კონფესიური უთანხმოებებიც და ამაში სუნიტები შიიტებს სდებენ ბრალს, შიიტები კი სუნიტებს. აქ აღსანიშნავია ისიც, რომ ახლო აღმოსავლეთის, ანუ არაბული სამყაროს 2 სახელმწიფო, კატარი და გაერთიანებული არაბული ემირატები მსოფლიოს ყველაზე მდიდარი 10 სახელმწიფოს სიაში შედიან, ხოლო საუდის არაბეთი და ეგვიპტე რეგიონალურ სახელმწიფოებად ითვლებიან.    

          ახლო აღმოსავლეთში გარე ჩარევები მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მიმდინარეობს. პირველ მსოფლიო ომში ოსმანეთის დამარცხების კვალდაკვალ ახლო აღმოსავლეთი ჩამოერთვა ოსმანეთს და ჯერ ინგლისის ქვეშევრდომი გახდა, შემდეგ კი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადდნენ. ახლო აღმოსავლეთის მხოლოდ 2 სახელმწიფო, ირანი და თურქეთი წარმოადგენდნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს

          ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მთავარი ერთნაირი მსგავსება იყო მათში სამართლის და დემოკრატიის ან მთლიანად, ანდა ნაწილობრივ არ არსებობა, ე.ი. შეიძლება ითქვას, რომ თურქეთის გარდა ყველაში დიქტატორული და ავტორიტარული რეჟიმები არსებობდა. მართალია, ზოგიერთი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების კონსტიტუციაში კანონის უზენაესობა წერია, მაგრამ, მისი ცხოვრებაში გატარება არ ხდება.

        მოკლედ, ამ ქვეყნებში დაზვერვაც, პოლიციაც და ჯარებიც დიქტატორის მითითებებით მუშაობენ და ვალდებულნი არიან დაიცვან დიქტატორის უსაფრთხოება. ის ხელისუფალი კი, რომელსაც ნდობა არ აქვს თავისი ხალხისადმი, რა თქმა უნდა არავითარი ნდობა არ ექნება სხვა სახელმწიფოსადმი და ამიტომ მათ შორის ყოველთვის არსებობს მეტოქეობა და ქიშპობა. აი აქედან გამომდინარე ყოველთვის არა სტაბილურობაა ამ ქვეყნებში და მათ შესარიგებლად ვითომც იღწვიან დასავლეთელები, რომლებიც თავს ასე აჩვენებენ, თორემ სინამდვილეში ცეცხლზე ნავთს ასხამენ, რათა ისინი ერთმანეთს გადაჰკიდონ და შემდეგ იარაღი მიჰყიდონ.

          ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ ამ ბოლო წლებში იარაღით ვაჭრობის ბრუნვა საკმარისად გაიზარდა და ამაში უდიდესი წვლილი შეაქვს კონფლიქტებს და ომებს ახლო აღმოსავლეთში. მარტო 2015 წელს იარაღზე საუდის არაბეთმა 87 მილიარდი დოლარი დაიხარჯა და ამ მხრივ ახლო აღმოსავლეთში პირველ ადგილზეა, ხოლო მსოფლიოში მესამე ადგილზე, ხოლო ახლო აღმოსავლეთის პატარა ქვეყნებს, კუვეიტს 8 და კატარს 7 მილიარდი დოლარის იარაღი აქვთ ნაყიდი. გაერთიანებულ არაბულ ემირატს 2014 წელს25 მილიარდი ჰქონდა დახარჯული, ხოლო გასული წლის ანგარიში არ გამოქვეყნებულა და ალბათ უფრო მეტი ექნება დახარჯული. ერაყმა კი 2014 წელს 12 და გასულ წელს კი 15 მილიარდი დახარჯა. ეს ქვეყნები თუ ამ ფულებს სამშვიდობო მიზნებისთვის გამოიყენებდნენ, მაშინ, მათი მოსახლეობის მატერიალური დონე უფრო ამაღლდებოდა და ნავთობით მდიდარი ეს ქვეყნები სიღატაკის და ძალადობების ჭაობში არ ჩაეფლობოდნენ



მსგავსი ინფორმაციები