ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 15

ლიბიაში ეროვნული თანხმობის მთავრობისკენ

472863
ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 15


როგორც ცნობილია 5 წლის წინ ბოლო წერტილი დაესვა ლიბიაში მუამმერ კადაფის დიქტატორულ რეჟიმს, თუმცა დღემდის ვერაფრით ვერ მოხერხდა ახალი ისეთი პოლიტიკური რეჟიმის შექმნა, რომელიც დემოკრატიულ და სამართლიან საფუძვლებზე იქნებოდა აშენებული. ამის მთავარ მიზეზად კი უმრავლესობა არა კადაფის შემდგომ დროინდელ განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს, არამედ, კადაფის 42 წლიანი დამანგრეველი ავტორიტარული რეჟიმის მემკვიდრეობას მიიჩნევს. მართლაც და კადაფის მმართველობაში ყოფნის დროს არ ჰქონიათ და არც ძალისხმევა გამოუჩენიათ ქვეყნის ლეგიტიმურობის მაჩვენებელი სამართლიანი კონსტიტუციის შექმნისათვის, რომლის დებულებებსაც დაეყრდნობოდა სახელმწიფოც, მთავრობაც, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოებიც და სასამართლოც.

მოკლედ, კადაფმა ქვეყანა პოლიტიკური პარტიების გარეშე 4 ათეული წლის განმავლობაში მართა და ამ დროს არც არასამთავრობო ორგანიზაციები მოქმედებდნენ და არც თავისუფალი მას მედია არსებობდა, ყველა და ყველაფერი კადაფის ემორჩილებოდა. დღევანდელ ლიბიაში არსებულ მრავალ პრობლემებს შორის კი ამ ბოლო წლებში წინა პლანზე სამი პრობლემა გამოდის და ესენია: პირველი-სახელისუფლებლო ვაკუუმით კარგად ისარგებლა ისლამურმა სახელმწიფომ და იგი თანდათანობით აფართოებს თავისი მმართველობისა და კონტროლის არეალს. მეორე-ამავე სახელისუფლებლო ვაკუუმის გამო აფრიკიდან ევროპაში გამავალი არალეგალური და ლეგალური სატრანზიტო გზები ლიბიაზე გაივლის და მესამე-თვით ეს სახელისუფლებლო ვაკუუმი, რის გამოც ქვეყანაში ორხელისუფლებიანობა და მრავალხელისუფლებიანობა სუფევს

მოკლედ, ლიბია მთელი ქვეყნის მასშტაბით განიცდის არასტაბილურობას და ხელისუფლების უუნარობას. აქამდე ქვეყანაში ორ ხელისუფლებიანობა იყო და აღმოსავლეთს და დასავლეთს თავ თავიანთი მთავრობები და პარლამენტები გააჩნდათ, თუმცა, ამ ბოლო ხანებში მათ შორის გამართული მოლაპარაკებების დროს შეთანხმებას მიაღწიეს ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნაში. ამან კი ხელი შეუწყო უცხოეთში მოქმედი მესამე მთავრობის შექმნას, რომელიც უფრო ადრე ტუნისში შეიქმნა. მოკლედ, ტრიპოლისა და ტობრუკის მთავრობების მიერ ერთობლივად შექმნილ ახალი ეროვნული თანხმობის მთავრობის კენჭისყრისათვის რვაჯერ შეიკრიბა წარმომადგენელთა პალატა, მაგრამ, კვორუმის უკმარისობის გამო ვერაფრით ვერ მოხერხდა ხმის მიცემა. კვორუმის უკმარისობას კი სხვადასხვა საპატიო მიზეზები გააჩნია.

თუმცა ამ ბოლო დღეებში დადებითი ძვრებიც ხდება, რაც იმედებს ქმნის ახალი მთავრობის შექმნის საკითხში და ამან შეიძლება აქამდე არსებული სტატუს-კვოც შეცვალოს. ასე მაგალითად, პოლიტიკური შეთანხმების შედეგად შექმნილი საპრეზიდენტო საბჭოს მიერ ეროვნული თანხმობის მთავრობის პრემიერმინისტრად დანიშნული ფაიზ სირაჯი 30 მარტს ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლს გაემგზავრა, რათა ახალი მთავრობის შემადგენლობას გასცნობოდა, მაგრამ, ტრიპოლის მთავრობამ აეროპორტი დახურა და სირაჯი იძულებული გახდა გემით ჩასულიყო ტრიპოლის საზღვაო ბაზაზე. ამან კი დადებითი ნაყოფი გამოიღო და ტრიპოლის მთავრობამ 6 აპრილს მოქმედება შეწყვიტა.

ეროვნული თანხმობის მთავრობა კი უკვე აღიარა აქამდე ტრიპოლის მთავრობის მხარდამჭერმა 10-მა მერიამ, მუსლიმანმა ძმებმა, ლიბიის საინვესტიციო სამმართველომ, ცენტრალურმა ბანკმა, ეროვნულმა ნავთობ ფირმამ და ა.შ. ხოლო საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თუ რომელიმე დაჯგუფება ან ორგანიზაცია წინააღმდეგობას გაუწევს ეროვნული თანხმობის მთავრობას, მაშინ, იგი მათ წინააღმდეგ ფრანგულ სამხედრო ნაწილებს გამოიყენებს. აი ამ ყველაფერმა კი ხელი შეუწყო ტრიპოლის მთავრობის დასუსტებას, რაც თავის მხრივ ეროვნული თანხმობის მთავრობის ნდობის კენჭისყრის პროცედურის წარმართვას გამოადგება.

ამჟამად ერთადერთ სერიოზულ დაბრკოლებას ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის გზაზე გენერალ ჰაფტერის დაჯგუფება წარმოადგენს და მათი დამარცხება ან გაუვნებელყოფა ჯერ ჯერობით შეუძლებელია. თუმცა, მათი დაყოლიება შეიძლება ტობრუკის მთავრობისათვის მცირეოდენ დათმობებზე წასვლით. ასე რომ, ჰორიზონტზე ლიბიის თანხმობის მთავრობის შექმნის კონტურები ჩანს, რითაც ქვეყანაში ერთ ხელისუფლებიანობა დამყარდება და ხალხიც თავისუფლად ამოისუნთქებს. ამის კვალდაკვალ კი ლიბიაში კიდევ ერთი გარედან ჩარევა მოხდება, რა თქმა უნდა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ და თუ ისიც განადგურდება, მაშინ, ლიბიას აღდგენის და განვითარების გზა გაეხსნება



მსგავსი ინფორმაციები