თურქეთის ახალი ხედვა: 15/ 2016

2015 წლის შვიდი ივნისის არჩევნების შემდეგ, PKK-მ ხელახლა წამოიწყო ტერ-აქტები

467253
თურქეთის ახალი ხედვა: 15/ 2016

თურქეთის ახალი ხედვა: 15/ 2016

2015 წლის შვიდი ივნისის არჩევნების შემდეგ, PKK-მ ხელახლა წამოიწყო ტერ-აქტები. როგორც გახსოვთ, საზოგადოებაში, კარგა ხნის განმავლობაში, საკამათოდ იქცა, ვინ წამოიწყო პირველად კონფლიქტი. PKK-მ და მისმა კომპონენტებმა ტერორს „სასახლის ომი“ უწოდეს. დაღუპული ჯარისკაცები კი, „სასახლის ბანდა“-დ მოიხსენიეს. როგორც ვხედავთ, ახლა მივიწყებულ იქნა და აღარავის აინტერესებს ვინ წამოიწყო კონფლიქტი, იმიტომ, რომ PKK-მ და მისმა დამქაშებმა შესძლეს, ხელახალი სისხლიანი ტერ-აქტების დამგეგმავი პიროვნების, ე.ი.ოჯალანის, ამ საქმეების ფარგლებს გარეთ დატოვების და მისი დამცველი ატმოსფეროს შექმნა.

მოსახლეობის უმრავლესობა, „ნუ იტირებენ დედები“, „ნუ მოიწამლება ძმობა“, „ნუღა დაიღვრება სისხლი“-ს მსგავსი მცნებებით და შენიღბვებით, დათანხმდა „ბავშვის მკვლელების“ „მშვიდობის ელჩად“ გაზიარებას. მაგრამ ოჯალანი, აღმოსავლური ეშმაკობით შეეცადა ამ მდგომარეობის, ნამდვილ დამსახურებად მიჩნევას.

HDP და PKK-ს მხრიდან, კონფლიქტის დაწყებაში მთავრობის დადანაშაულების, მთავარ მიზანს წარმოადგენდა „ეშმაკი ჯალათის“ დამალვა.

ეს საკითხი შეიძლება უბრალოდ გვეჩვენოს, მაგრამ არც თუ ისე უბრალოა. მსჯავრდადებული და პატიმარი ლიდერის მხრიდან ტერ-ორგანიზაციის კვლავ მართვა, არ შეილება ჩაითვალოს უყურადღებოდ დასარჩენ საკითხად.

ორგანიზაციამ და მათმა კომპონენტებმა გამოსცადეს, როგორ უნდა მოახდინონ თავიანთი მიზნისთვის მიღწევა იარაღის გარეშეც. ამის მაგალითად ითვლება განხილვების და გადაწყვეტის პროცესში წარმოქმნილი ცვლილებების დაკონტროლება. იარაღის გზით გადასაწყვეტი საკითხების უიარაღოდ გადაწყვეტის მცდელობა.

დიალოგის მაგიდასთან მიჯდომის მიზეზი გახლდათ არა განიარაღება და არა სისხლის შეჩერება, არამედ იარაღით გადასაწყვეტი საკითხების უიარაღოდ გადამწყვეტი წესრიგის დამყარება.

როცა დაინახეს, რომ ვერ შესძლეს და ვერც შესძლებენ თავიანთი მიზნის შესაბამისი წესრიგის დამყარებას, კვლავ იარაღს მოჰკიდეს ხელი.

იმრალის მსჯავრ დადებულთან შეხვედრის ჩანაწერების გამოკვლევით, ირკვევა, რომ ოჯალანი თავის თავს ახლო აღმოსავლეთის, თურქეთის და რეგიონის ერთადერთ ორიგინალურ მხსნელად მიიჩნევს.

მაგრამ, ამ გამოხსნითი სცენარის ცხოვრებაში გასატარებლად საჭიროა ქაოსი.

თავისი ყველა ელემენტი, სწორედ ამ ქაოსის წარმოქმნისკენ მიმართული მექანიზმით მართა. ქაოსის არეალის სიფართოვის გამო, განხილვების დროსაც გაგრძელდა, მთებში მათი წარმომადგენელი ელემენტების გაგზავნა.

ამ გეგმის გაგრძელებად კი, ოჯალანმა მოამზადა ორგზის სამოქმედო გეგმა. პირველი ითვალისწინებდა რეგიონის მოსახლეობის, ე.ი ქურთების უგონოდ და უმიზნოდ, ბანდის ბრძანების ქვეშ მოქცევას და მეორე თურქეთისთვის ხელმძღვანელობის უნარს მოკლებული ქმედებებისთვის მხარდაჭერა.

უპ. ყოვლისა დაიწყო რეგიონში ასოციაციების შემქმნელი საქმიანობა. მიზანი იყო სოციოლოგიის გამოცვლა. იმიტომ რომ ორგანიზაციის იდეოლოგიის შექმნა ხელსაყრელი არ იყო არსებულ სოციოლოგიაზე. დაუყოვნებლივ მოახდინა, საზოგადოების გამოცვლა.

ორგანიზაციამ, უკანასკნელ ათ წელიწადში მოახდინა საზოგადოების გადაგვარება.

PKK-მ, ქურთ ქალებთან გამთლიანებული „ნამუსის“ მცნება, უკანასკნელ წლებში, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ჩვარად აქცია.

PKK-მ ქურთული საკითხი, ქურთებისთვის საინტერესო საკითხებს ჩამოაცილა. განა შეიძლება ასეთი წარმატებისთვის მიმღწევი ორგანიზაციისადმი არა სერიოზული მიდგომა.

და ბოლოს, დღეს რეგიონში ყველამ დაინახა ორგანიზაციის ბინძური სახე და ამის შემდეგ, იოლად უკვე აღარ დაუჯერებენ მათ, მაგრამ ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ ისინი დაუჯერებენ სახელმწიფოს და მთავრობას. თუ არ გამახვილდება საკითხზე საჭირო ყურადღება, PKK და ოჯალანი ამ საკითხსაც უაზროდ გახდიან, ზუსტად ისე, როგორც კონფლიქტის ვისი მხრიდან დაწყებამ დაკარგა შემდგომში, აზრი.

ილდირიმ ბეიაზითის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის განყოფილების პროფესორის მაზჰარ ბაღლის შეფასება.



მსგავსი ინფორმაციები