„თურქეთი სირიაში ყველა სახის ტერორიზმს ეწინააღმდეგება“

იბრაიმ კალინი - DAILYSABAH 27.02.2016

441748
„თურქეთი სირიაში ყველა სახის ტერორიზმს ეწინააღმდეგება“

„თურქეთი სირიაში ყველა სახის ტერორიზმს ეწინააღმდეგება“

იბრაიმ კალინი - DAILYSABAH 27.02.2016

ის, რასაც ახლა ანკარა ეწინააღმდეგება, არის სირიის ჩრდილოეთში აშშ-ის, რუსეთისა და ასადის რეჟიმის მცდარი მხარდაჭერით PKK-ს მმართველობით პოლიტიკური წარმონაქმნისა და ტერორისტული სახელმწიფოს შექმნის მცდელობა.

მტრობის დასასრულებლად მიუნხენში ხელმოწერილი შეთანხმების შაბათს ღამით ძალაში შესვლას ელოდებიან და ყურადღების კონცენტრირება მოხდება იმაზე, თუ რა მოხდება სირიის არენაზე. თუმცა რაც უფრო გრძელდება ომი, მით უფრო ღრმავდება შეშფოთება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

როგორც ანტიდეაშისტური კოალიციის წევრი, თურქეთი ამ ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ მიღებულ ყველა ზომას მხარს უჭერს. მაგრამ სირიის ომი აჟამად დეაშის განადგურებაზე უფრო მეტი რამეა. ომის ფორმის შეცვლით თურქეთის სამხრეთის საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების დიდი რისკი შეიქმნა. ანკარას შეშფოთება YPG-ს (ხალხის დაცვის გაერთიანებები) მიმართ ბოლო კვირეებში მომხდარი ერთდროული ორი მოვლენით კიდევ უფრო გამწვავდა. პირველი, YPG-ს აფრინის აღმოსავლეთში გადასვლის მცდელობის გამო აზაზის, ტალ რიფაათის, იდლიბისა და ალეპოს რეგიონებში ზომიერი ოპოზიციური ჯგუფების წინააღმდეგ თავდასხმებია. ჩანს, რომ ეს თავდასხმები ფირატის აღმოსავლეთსა და აფრინს შორის ტეროტორიის ასაღებად გაკეთებული გეგმის ნაწილი იყო. როგორც უფუკ ულუტაშმა მიანიშნა, YPG-ს საბოლოო მიზანი დეაშთან ბრძოლის საფარქვეშ მისი კონტროლის ქვეშ არსებული ტეროტორიის გაფართოებაა. (http://www.nytimes.com/roomfordebate/2016/02/24/are-kurds-allies-or-obstacles-in-syria/the-kurdish-ypgs-fight-in-syria-is-to-win-territory-not-to-oppose-isis)

YPG ამჟამად ამას რუსული საჰაერო ოპერაციებისა და სირიის ლიდერის ბაშარ ასადის რეჟიმის სრული მხარდაჭერით აკეთებს. ეს ვითარება რუსეთისა და ასადის რეჟიმის მხარდაჭერით სირიის ოპოზიციურ ჯგუფებს ასუსტებს. (http://www.nytimes.com/roomfordebate/2016/02/24/are-kurds-allies-or-obstacles-in-syria/unconditional-us-support-for-kurdish-forces-in-syria-harms-the-anti-isis-cause)

შეშფოთების მეორე მიზეზი კი გახლავთ YPG-ს აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებულ PKK-სთან დიდი ხნის კავშირი. თურქეთში ბოლო პერიოდში გახშირებული PKK-ს თავდასხმები, PKK-სთვის თურქეთ-სირიის საზღვარზე იარაღით, საბრძოლო მასალითა დახმარების გამწევი YPG-ს ელემენტების მხარდაჭერით და მათი დახმარებით განხორციელდა. თურქეთი ერთის მხრივ საზღვრის დეაშისა და უცხოელი მებრძოლებისაგან დაცვას ცდილობს, მეორეს მხრივ კი სირიიდან იარაღისა და PKK-სთან კავშირში მყოფი ტერორისტების შემოსვლის შესაჩერებლად ზომებს ატარებს. PKK სირიის განყოფილების დეაშის წინააღმდეგ ე. წ. ომში მიღებული მხარდაჭერით ჩანს, რომ მეტად გამბედავი გახდა. PKK სირიის ომს ახალი მებრძოლებისა და თურქეთზე თავდასხმების განსახორციელებლად იყენებს. PKK-ს მომხრეებს ერთი რამ ავიწყდებათ: PKK-მ მთავრობის მიერ დაწყებული პრობლემის მოგვარების პროცესის საბოტაჟი მარტომ მოახდინა. (http://www.dailysabah.com/columns/ibrahim-kalin/2015/08/15/who-really-sabotaged-the-reconciliation-process)

თუ PKK-ს და მის პოლიტიკურ განშტოებებს პროცესის განახლება მართლაც სურთ, ტერორისტულ აქტებზე ადვილად უნდა შესძლონ უარის თქმა და უნდა გამოაცხადონ განიარაღება. მაგრამ ამაზე უარს აცხადებენ. ამის მაგიერ PKK და მისი მომხრეები მშვიდობისა და დემოკრატიის სიტყვებს იყენებენ, მეორეს მხრივ კი PKK-ს ტერორს მხარს უჭერენ და მის გამართლებას ცდილობენ.

თურქეთს ყველანაირი უფლება აქვს მოკავშირეებს მხარდაჭერა სთხოვოს. PKK-სა და YPG-ს შორის არსებულ ტერორისტულ კავშირზე თვალის დახუჭვა როგორც მორალურად, ასევე პოლიტიკურად შეცდომაა. YPD 2003 წელში PKK-ს ციხეში მყოფი ლიდერის აბდულა ოჯალანის პირდაპირი მითითებით შეიქმნა. PKK-ს მსგავსი იდეოლოგიური მიზნები გაიზიარა და ორგანიზაციასთან კავშირი არასოდეს დაუმალავს. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული PKK-ს წევრების დაახლოებით 20% სირიიდან მოდის. რაგიპ სოილუს ანგარიშში როგორც დეტალურად არის აღწერილი, მრავალი ამერიკული სადაზვერვო ანალიზი და ანგარიში PKK-სა და YPD-ს შორის კავშირზე მიანიშნებს. (http://www.dailysabah.com/war-on-terror/2016/02/20/archives-testimonies-confirm-pydypgs-organic-link-with-pkk-terror-organization)

ანკარის მიერ PKK-სა PYD-ს უარყოფის ანტიქურთულ ქმედებად ჩვენება არაგულწრფელობაა. New York Times-ის მკითხველების შეცდომაში შემყვანი სტატიის საპირისპიროდ თურქეთს არც თურქეთის ქურთების და არც ერაყელი, სირიელი ან ირანელი ქურთების საწინააღმდეგო პოზიცია არ აქვს. თურქეთი ყველა სახის ტერორის წინააღმდეგია. თურქეთს ჩრდილოეთ ერაყის რეგიონალურ ქურთულ მმართველობასთან შესანიშნავი კავშირები აქვს რადგანაც მათ არც PKK-სთან და არც ასადის რეჟიმთან კავშირი არ აქვთ. მაგრამ დასავლეთში ზოგიერთს ჩვევად აქვს მათი ინტერესების მსახურების პერიოდში ტერორგანიზაციების ლეგალიზება. იმის გამო, რომ ერდოღანი არ გიყვართ, რომელიმე ტერორგანიზაციის მხარდაჭერა ვერ გაგამართლებთ. (http://www.chicagotribune.com/news/sns-wp-blm-declassified-kurds-165fe466-da41-11e5-8210-f0bd8de915f6-20160223-story.html)

ის, რასაც ახლა ანკარა ეწინააღმდეგება, არის სირიის ჩრდილოეთში აშშ-ის, რუსეთისა და ასადის რეჟიმის მცდარი მხარდაჭერით PKK-ს მმართველობით პოლიტიკური წარმონაქმნისა და ტერორისტული სახელმწიფოს შექმნის მცდელობა. ამას არანაირი კავშირი არ აქვს სირიელი ქურთების უფლებების დაცვასთან. პირიქით, ანკარა როგორც სირიაში ასევე ერაყში ქურთების უფლებებს მხარს უჭერს. ახლა კი ხდება PKK-ს სირიის განშტოების სირიის ჩრდილოეთში არაქურთუილ რეგიონების მიმართულებით დეფაქტოდ გავრცელება. PYD და YPG-ს მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები ცნობილია და ამნისტიის საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად „სოფლების მიწასთან განადგურებით“ ომის დანაშული ხდება.( https://www.amnesty.org/en/press-releases/2015/10/syria-us-allys-razing-of-villages-amounts-to-war-crimes/)

ჭეშმარიტება ეს არის: „აშშ, YPG-ს დეაშის წინააღმდეგ იყენებს, რუსეთი კი ასადის რეჟიმის მხარდასაჭერად და ასადის რეჟიმი საკუთარი სიცოცხლისათვის თურქეთის წინააღმდეგ იყენებს დეაშს. ასადი ქურთებთან გასამკლავებლად მამის კვალს მიჰყვება. ჰაფიზ ასადმა თურქეთის წინააღმდეგ გამოსაყენებლად 1980 წელში PKK-ს სირიაში შესვლის ნებართვა მისცა და ოჯალანისთვის სანდო ნავსაყუდელი შექმნა. მას შემდეგ კი რაც PKK მის ინტერესებს აღარ ემსახურება ქვეყანა დაატოვებინა. გასულ წლამდე ბაშარ ასადი სირიელ ქურთებს დევნიდა, ახლა კი მათ გადაბირებას ცდილობს. ამჟამად სირიაში PYD და YPG - სათვის გაწეული მხარდაჭერა უპირველს ყოვლისა რუსეთისა და ასადის რეჟიმის ინტერსებს ემსახურება.

ყველამ PYD-სა და YPG-ს და სირიელ ქურთებს შორის ზუსტი განსხვავება უნდა გააკეთოს. როგორც PKK თურქეთში მცხოვრები ქურთებს არ წარმოადგენენ, PYD-ც სირიელი ქურთების ერთადერთი წარმომადგენელი არ არის. PKK-ს და PYD-ს იდეოლოგიის არ გამზიარებელი და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ამაყად მებრძოლი ათასობით ქურთი არსებობს.

ბოლოს, დეაშის წინააღმდეგ ე. წ. ომი სირიასა და ერაყში ერთი ჯგუფის გაცემული მინდობილობით არაგულწრფელ ძალათა ბრძოლაში გადაიზარდა. ახლა კი გვთხოვენ დეაშთან ბრძოლის სახელით 400 ათასზე მეტი ადამიანის მკვლელობასა და მილიონობით ადამიანის დევნილად გადაქცევაზე თვალები დავხუჭოთ და ასადის რეჟიმსა და მის მხარდამჭერების მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაული დავივიწყოთ.


საკვანძო სიტყვები: #იბრაიმ კალინი , #სტატია

მსგავსი ინფორმაციები