პრეზიდენტის პრეს სპიკერის იბრაჰიმ ქალინის დეილი საბაჰში გამოქვეყნებული სტატია

ანკარის ტერაქტმა ახალი სამიზნეები გამოაშკარავა

436309
პრეზიდენტის პრეს სპიკერის იბრაჰიმ ქალინის დეილი საბაჰში გამოქვეყნებული სტატია

ანკარის ტერაქტმა ახალი სამიზნეები გამოაშკარავა

საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უკვე ოთხ წელზე მეტია რაც სირიის საკითხის მოუგვარებლობამ 21-ე საუკუნის ყველაზე სისხლიან ტერაქტებს შეუწყო ხელი და ამასთან ჰუმანიტარული კრიზისიც გამოიწვია. ტერ ორგანიზაცია დაიშის წინააღმდეგ მებრძოლი ფორმირებებესადმი აღმოჩენილმა მხარდაჭერებმა კი ეს პროცესი კიდევ უფრო გაართულა და ჩიხში შეიყვანა.

17 თებერვალს ანკარაში განხორციელებული ტერაქტის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი კი დაშავდა. თურქეთი 1980 წლიდან მოყოლებული პკკ-ს მსგავს ტერ ორგანიზაციებს ებრძვის, ამიტომაც ამ საკითხთან დაკავშირებით საკმარისი გამოცდილება აქვს. ანკარაში 17 თებერვალს განხორციელებულ ტერაქტში თურქეთში მოქმედი პკკ-ს დაქვემდებარებაში მყოფ დაჯგუფება YPG-ს დაედო ბრალი და ამიტომ სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის მიმდინარეობას აუცილებლად შეცვლის. ამჟამად უკვე დადასტურებულია, რომ ანკარის 17 თებერვლის ტერაქტი მართლაც PYD-ს შეიარღებულ დაჯგუფება YPG-ს მხრიდან განხორციელდა. თვითმკვლელი ტერორისტი, სალიჰ ნაჯარი თურქეთში 2014 წელს PYD-ს კონტროლში მყოფი სირიის დასახლება ჰასექე ქამიშლიდან შევიდა.

ეს ტერაქტი თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციების და მის ფარგლებში პკკ-ს ქალაქური უჯრედების გაუვნებელყოფის კვალდაკვალ განხორციელდა. მართლაც და პკკ-მ ბოლო ორი თვის განმავლობაში 1000-ზე მეტი წევრი დაკარგა, რის გამოც მათ დიდ ქალაქებში თვითმკვლელური ტერაქტების განხორციელება დაანონსეს. პკკ-ს დაჯგუფების ერთი ნაწილი კი მსგავს, ე.ი. ტერორისტულ თავდასხმებს ეწინააღმდეგება, რადგან ასეთ შემთხვევაში მათაც ტერორგანიზაცია დაიშის მსგავს იარლიყს დაადებენ, რაც მათთვის მეტად საზიანო იქნება. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ პკკ-ს შიგნით გარკვეული შეუთანხმებლობა არსებობს.

ამასთან ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ანკარაში ტერაქტის განმხორციელებელი ტერორისტის სამშობლოში, კონკრეტულად კი სირიის ქალაქ ამუდეში PYD-ს ტერორისტებმა თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცხადების თაობაზე მრავალი განცხადება გაავრცელეს. მათი მუქარა თურქეთის წინააღმდეგ მიმდინარე წლის 10 თებერვალს გავრცელდა, რომელიც ქვემოთ მოცემულ ინტერნეტ გვერდზეა განთავსებული. http://www.dailysabah.com/war-on-terror/2016/02/18/footage-shows-pydypg-declaring-war-on-turkey-in-syrias-amude-hometown-of-ankara-bomber). ამ მესიჯში ტერორისტები აცხადებენ, რომ "ჩვენ ამუდეს ხალხი, დღეიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენი ხალხის (ქურთების) უფლებები დავიცვათ." ისინი ასევე ვიდეომიმართვაშიც აცხადებენ, რომ თურქეთში მოქმედ ტერ ორგანიზაცია პკკ-ს მხარს უჭერენ. მათ მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ასევე თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართაც არის მუქარა და ისინი აცხადებენ რომ ერდოღანს საკუთარს სისხლში ჩაახრჩობენ.

ამ განცხადებების შემდეგ პკკ-ს ქალაქური უჯრედების ზედამხედველმა მურათ ქარაილანმაც განაცხადა, რომ 17 თებერვლის ტერაქტი თურქეთის მხრიდან ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონში პკკ-ს წინააღმდეგ და სირიაში ქალაქ აზეზის მახლობლად პკკ-ს დაქვემდებარებაში მყოფი YPG-ს მიმართ წარმოებული ოპერაციების საპასუხოდ იქნა განხორციელებული.

ექსპერტების აზრით ეს თავდასხმა ანკარის მხრიდან თურქეთში და სირიაში წარმოებულ ანტიტერორისტულ ბრძოლას გეზს და მიმართულებას შეუცვლის, რასაც ადასტურებენ თურქეთის ლიდერების განცხადებებიც, რომლებშიც ისინი ხაზს უსვამენ, რომ ტერორისტებს არ მოასვენებენ არც ანატოლიაში, არც ჩრდილოეთ ერაყში და არც სირიაში რა, მათ სრულ განადგურებამდის გააგრძელებენ ოპერაციებს

ამ დროს სირიელი ქურთებიც გააქტიურდნენ და ჩრდილოეთ სირიაში მიმდინარე ბრძოლების თავიანთ სასარგებლოდ მანიპულირებას, ვითომც და ესადის ძალებთან ერთად ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მედგარი ბრძოლით ცდილობენ. მათ ამ მანიპულირებას რა თქმა უნდა ვერ ხედავენ, ან არ ხედავენ ამერიკა და რუსეთი რა, მას ყველანაირ დახმარებებსაც კი უჩენენ, როცა სინამდვილეში ამ დახმარებებით გათამამებული ქურთები ესადის მოწინააღმდეგე ზომიერ ოპოზიციასაც ებრძვიან და რუსეთის ავიაციის დახმარებით ამარცხებენ ოპოზიციურ ძალებს რა, წინ მიიწევენ აზეზესკენ, რომელიც სირიის ოპოზიციის და ანკარის წითელ ხაზს წარმოადგენს. ქურთები ამ დროს იმასაც კი ივიწყებენ, რომ ხსენებულ ზომიერ ოპოზიციას ამერიკელებიც ეხმარებიან. მოკლედ, ესადის რეჟიმის ამჟამინდელი სტრატეგიაა, სამხედრო და ლოგისტიკური დახმარებები გაუწიოს ქურთებს, ე.ი. YPG-ს, რათა მათ ქალაქ ალეპოს ჩრდილოეთ ნაწილის მთავრობის კონტროლ ქვეშ აყვანაში დაეხმარონ

რუსები თავიდან ქურთებს არ ეხმარებოდნენ, მაგრამ, გასული წლის 24 ნოემბრის შემდეგ, ე.ი. თურქების მიერ რუსული გამანადგურებლის ჩამოგდების შემდეგ, რუსეთი სირიაში ყველა ანტი თურქულ ძალებს პირდაპირ, დაუფარავად ეხმარება, რათა შური იძიოს ჩამოგდებულ თვითმფრინავზე

სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე DEAŞის წინააღმდეგ ბრძოლა სირიაში სტრატეგიულ რებუსად გადაიქცა, რადგან, რუსების და ამერიკელების მხრიდან გათამამებული YPG სირიაში იმ ფორმირებებს ებრძვის, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვიან. ამიტომაც ერთის მხრივ DEAŞ-ი სირიაში ჯერ კიდევ ინარჩუნებს საბრძოლო ძლიერებას, ხოლო მეორეს მხრივ ქურთების მხრიდან ოპოზიციონერებზე თავდასხმები კი ესადის ძალებს აძლიერებენ

რაც შეეხება რუსეთს, ერთის მხრივ იგი ვითომც და დიპლომატიურ მცდელობებს იჩენს, მეორეს მხრივ მისი ბომბდამშენები სირიაში სამოქალაქო ობიექტებს, სკოლებს და საავადმყოფოებს ბომბავენ რა, აქამდე ასეულობით ქალი და ბავშვი გამოასალმეს სიცოცხლეს. მოკლედ, რუსეთმა დაარღვია ყველა მორატორიუმი, უფრო მეტიც, მიუნხენის დეკლარაციის შემდეგაც განაგრძო დაბომბვები და საბოლოო ჯამში რუსულ დაბომბვებს დღემდე 2 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

სირიაში მიმდინარე ბრძოლების ანალიზები აჩვენებენ, რომ DEAŞ-ი რომაც დამარცხდეს, სირიაში მაინც ომი გაგრძელდება, რადგან, რუსეთის და ირანის მხარდაჭერით მოსარგებლე ესადი გააგრძელებს თავისი ხალხის სისხლისღვრას, რაც მოკლედ ნიშნავს, ცრემლები და სისხლისღვრა არ შეწყდება, უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, უფრო მეტი ადამიანი დასაჩიხრდება, უფრო მეტი ლტოლვილი გაჩნდება და ესადი უფრო მეტ ომის დანაშაულს ჩაიდენს

და ბოლოს, იმის გამო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ განვლილი 4 წლის განმავლობაში ვერ შესძლო სირიელი ხალხის დაცვა ესადის ძალადობისგან, ამიტომაც სირიის სამოქალაქო ომი ჯერ ჯერობით 21-ე საუკუნის ყველაზე სისხლისმღვრელ კონფლიქტად ითვლება, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მეტი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული გააჩინა და ამით მსოფლიო თანამეგობრობაც ამ დანაშაულის თანამონაწილე გახდა



მსგავსი ინფორმაციები