თურქული კულტურის ისტორიიდან 3/2016

თაფდუკ ემრე

436238
თურქული კულტურის ისტორიიდან 3/2016

თურქული კულტურის ისტორიიდან 3/2016

თაფდუკ ემრე

თურქეთის კულტურასა და ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია მე-13 საუკუნის პოეტს და მოაზროვნე თაფდუკ ემრეს, რომელიც მასზე უფრო განთქმული პოეტის, იუნუს ემრეს მოძღვარს წარმოადგენდა. ამ ორივე პირმა დიდი კვალი დატოვა თურქულ კულტურაში და სხვებისთვის მანათობელ შუქურებსაც წარმოადგენენ. ახლა თაფდულ ემრეს შესახებ მომზადებულ პროგრამას შემოგთავაზებთ, რომელიც მოგვაწოდა ანკარის გაზის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის თანამშრომელმა, დოცენტმა გურაი ქირპიკმა და იგი წერს

თაფდულ ემრე დაიბადა და გაიზარდა ოსმანოღულლარების კუთვნილ ტერიტორიაზე, რომელიც იმ პერიოდში ანკარას და მის მიდამოებს მოიცავდა. ქაის საგვარეულო ამ ადგილებში 1220-იან წლებში შემოვიდა და ამ დროს თაფდუკი დერვიშობას მისდევდა. ხსენებული საგვარეულო ამ ადგილებში სელჯუკთა სულთანმა ალაედდინ ქეიქუბადმა დაასახლა და ზოგიერთი ცნობით თაფდუკს შეიძლება ხელი ერიოს ამ საგვარეულოს ანკარაში გადმოსახლებაში, რადგან მათ შორის კავშირები ყოფილა

1220 წელს როგორც ცნობილია მონღოლთა ყაენის ჩინგიზ ხანის არმიებმა გადაბუგეს და მიწასთან გაასწორეს შუა აზიის ხორასანის და მავერაუნეჰრის, ე.ი. სირდარიასა და ამურდარიას შორის არსებული ტერიტორიები, რის გამოც აქაურმა სწავლულებმა, პოეტებმა, ფილოსოფოსებმა და სხვა მოაზროვნეებმა მიატოვეს აქაურობა და ირანის გავლით ანატოლიაში გადმოვიდნენ. აი ასეთ განთქმულ პირებში შედიოდნენ ჩვენი დღევანდელი გადაცემის გმირი თაფდუკ ემრე, იუნუს ემრე, მევლანა, ჰაჯი ბექთაში, ალი ჯენგიზი და სხვა მრავალნი. ყველა ესენი გამოექცნენ მონგოლთა უღელს და ანატოლიაში მომძლავრებულ სელჯუკთა სულთნებს შეეხიზნენ. ანატოლიაში მოსულმა შუა აზიელმა თურქმა მოაზროვნეებმა სოციალური ორგანიზაციები შექმნეს ხელოსანთა ამქრების სახით და ერთ ერთ ასეთი ამქრის წევრი გახდა თაფდუკ ემრეც, რომელსაც რეკომენდაცია გაუწიეს იმ დროის ცნობილმა პოეტებმა ბარაქ ბაბამ და სარი სალთუკმა. ერთ ერთ ლექსში იუნუს ემრე წერს, რომ იგი გასცნობია თაფდუკ ემრეს, რომელსაც იგი დაუკვალია. იუნუს ემრეს წერილებითვე თაფდუკ ემრე არის სუფთა მუსლიმანი, ე.ი. ნამდვილი მორწმუნე, სათნო და კარგი ადამიანი

მოკლედ, ოსმანური არქივებით და ხელნაწერებით დასტურდება, რომ თაფდუკი ცენტრალურ ანატოლიაში, ანკარასა და ნალლიჰანში მე-13 საუკუნეში ცხოვრობდა, თუმცა მისი დაბადებისა და გარდაცვალების თარიღების შესახებ დღემდე არაფერია ცნობილი. ოსმანი ისტორიკოსის, აშიქფაშაზადეს მიხედვით ემრე თაფდუკი ორხან გაზის, ე.ი. ოსმანეთის იმპერიის შემქმნელი პირის ეპოქაში ცხოვრობდა, თუმცა, იგი ვერ შესწრებია სელჯუკთა იმპერიის შემდეგ შექმნილი ახალი თურქული სახელმწიფოს, ოსმანეთის იმპერიის ტახტზე ოსმან გაზის ასვლის ცერემონიას, რადგან, თაფდუკი სწორედ იმ ხანებში გარდაცვლილა. ოსმანური არქივებით იგი შეიძლება ანკარის მახლობელ ნალლიჰანის დასახლებაში იყოს დამარხული, სადაც ემრეს სახელობის თურბეა აშენებული. ემრე რომ ანკარის მახლობლად ცხოვრობდა, ამას ადასტურებენ ასევე ოსმანური არქივის ანკარის განყოფილებაში შემორჩენილი და ოფიციალურად რეგისტრირებული 12 ხელნაწერი დოკუმენტი, რომელთა მიხედვითაც სოფელ ნალლიჰანში აღრიცხულია ბაჯიმ სულთანი, რომელიც თაფდუკ ემრეს ასულს წარმოადგენს. გარდა ამისა ამავე პიროვნების შესახებ ინფორმაციები მოიპოვება ანკარაში მოქმედი ამქრული გაერთიანებების, აჰი შერაფედდინის და აჰი ჰუსამედდინის გასავლისა და შემოსავლის ჩანაწერებში

თაფდუკ ემრეს მეგობარი დერვიშების უმრავლესობის საფლავებიც ნალლიჰანში და მის მახლობელ სოფლებშია და ესენიც კიდევ ერთი დასტურია ემრეს ამ ადგილებში ცხოვრებისა. ანკარის ოლქის ისტორიულ მატიანეშიც ვხვდებით ჩანაწერებს თაფდუკ ემრეს და მისი ასულის, ბაჯიმ სულთანის და მათი თურბების, ე.ი. საფლავების შესახებ. ემრე თაფდუკს სწავლულ მოძღვრად და კეთილ მუსულმანად აღიარებს მისი შეგირდი იუნუს ემრე თაფდუკისადმი მიძღვნილ ლექსებში და იმ დროინდელ ახალგაზრდობას მისი მიბაძვისაკენ მოუწოდებთ



მსგავსი ინფორმაციები