ჰორიზონტს მიღმა 97/2015

“იმისათვის, რომ სხვებზე წინ იყო, ყოველთვის უნდა გაგაჩნდეს დამატებითი და განსხვავებული იდეა“. პატ მსმენელებო! რადიო თურქეთის ხმის საერთაშორისო სასწავლო სათავგადასავლო პროგრამის დღევანდელი ნომერი დავიწყეთ ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნეს პროფესორის როსბეთ მ

368586
ჰორიზონტს მიღმა 97/2015

“იმისათვის, რომ სხვებზე წინ იყო, ყოველთვის უნდა გაგაჩნდეს დამატებითი და განსხვავებული იდეა“.
პატ მსმენელებო! რადიო თურქეთის ხმის საერთაშორისო სასწავლო სათავგადასავლო პროგრამის დღევანდელი ნომერი დავიწყეთ ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნეს პროფესორის როსბეთ მოს კანტერის სიტყვებით.
ჩვენც გვწამს, რომ ცხოვრებაში ყოველთვის უნდა გაგვაჩნდეს ბ და გ გეგმა, ყოველთვის უნდა შეგვეძლოს ახალი მოსაზრებებით და იდეებით ნოვატორული ნიჭი.
ახლა დროის დაუკარგავად გავეცნოთ თურქეთის, ეგეოსის რეგიონის სტუმართ მოყვარე ხალხს და ქალაქ დენიზლის ფამუკკალეს უნივერსიტეტს.
ჯერ გაგაცნობთ უნივერსიტეტისთვის სახელის მიმცემ ბუნების საოცრებას ფამუკკალეს.
იგი გახლავთ მინერალური წყლების კირქვისგან წარმოქმნილი სამოთხე და თურქეთის ყველაზე აღიარებული ბუნების საოცრება. წელიწადში მილიონ ნახევარზე მეტი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი ჩადის მის სანახავად.
ფამუკკალე არის 2700 მეტრი სიგრძის და 160 მეტრი სიმაღლის. ქათქათა, თეთრი ფერის ფამუკკალეს დანახვა შესაძლებელია 50 კმ-ის სიშორიდანაც.
ფამუკკალეშია ასევე ანტიკური ქალაქი ჰიეროპოლისი, ანტიკური ავზი, თეატრი და არქეოლოგიური მუზეუმი.
მაღლობზეა რომის პერიოდიდან შემორჩენილი ანტიკური წმინდა ქალაქი ჰიერაპოლისი. მისგან 5–10 კმ-ის სიშორეზეა ანტიკური ქალაქი ლეოკიდია, რომელიც რამდენიმე კმ-თ არის დაშორებული საერთაშორისო მნიშვნელობის თერმული ცენტრის ქარაჰაიტისგან. ამ ბალნეოლოგიურ კურორტს წელიწადის ყველა დროში გააჩნია მისთვის დამახასიათებელი მინერალებით მდიდარი წითელი ფერის სამკურნალო წყალი და ტალახი.
ახლა, ფამუკკალეს უნივერსიტეტის გაცნობის მიზნით ვეწვიოთ მის რექტორს, პროფესორ ჰუსეინ ბაღჯის.
რექტორმა როცა შეიტყო, რომ ციკლურ პროგრამას „ჰორიზონტს მიღმა“-ს ვამზადებთ საერთაშორისო სტუდენტებისთვის, ესიამოვნა და აღნიშნა, რომ სწორედ მათი უნივერსიტეტია მსოფლიო აღიარების, რომელიც წარმატებით ასრულებს საჭირო ყველანაირ პროცესს.
ამ კონტექსტში ხდება უნივერსიტეტში სტუდენტების და აკადემიური პერსონალების მობილობა, ინდივიდუალური შრომის და საგანმანათლებლო პროგრამის ექვივალენტი შეფასების სისტემის AKTS, დიპლომის დანართის აღების, 70 სახელმწიფოსთან ორმხრივი შეთანხმებების მსგავსი სამუშაოების შესრულება. ასევე დაამატა, რომ ფამუკკალეს უნივერსიტეტი ერასმუსის და ლეონარდოს პროგრამებში ევროკავშირის 3600 უნივერსიტეტს შორის პირველ ასეულთა რიგებში შევიდა.
პირველ 50 უნივერსიტეტს შორის არის ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა: მევლანას პროგრამა, საერთო კვლევითი პროექტები, საზღვარგარეთიდან სტუდენტთა მიღება და სამეწარმეო საქმიანობა. მის მსოფლიო უნივერსიტეტობაზე მიანიშნებს ის, რომ პირველი და ძირითადი სასწავლო პროგრამით განათლების მიმღებ სტუდენტს, შესაძლებლობა აქვს მეორე ეტაპის უნივერსიტეტში დაუსწრებლად სწავლის და ორივე უნივერსიტეტის სერთიფიკატის აღების.
ფამუკკალეს უნივერსიტეტს გააჩნია 15 ფაკულტეტი, 5 ინსტიტუტი, 4 ორ წლიანი სასწავლებელი, 12 პროფტექნიკური სასწავლებელი, სამედიცინოს, საინჟინროს, ეკონომიკის, სოციოლოგიის, სახვითი ხელოვნების, ტექნიკური განათლების მსგავსი სასწავლებლები. ახდენს მსოფლიოს და თურქეთისთვის საჭირო თანამედროვე, სწავლული და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოზრდას.
რაღა თქმა უნდა ამ საყვარელი და ენერგიული უნივერსიტეტის გასაცნობად სოციალურ შესაძლებლობებზეც გავამახვილებთ ყურადღებას.
ფამუკკალეს უნივერსიტეტში სტუდენტურ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთობლივად ყოველ წლიურად 300-ზე მეტი ეროვნული და საერთაშორისო ღონისძიება ტარდება. ხდება საკონცერტო დარბაზებსა და ღია ცის ქვეშ კონცერტების ჩატარება. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა უქმ დღეებში მუშაობის. ყოველ წლიურად ხდება 1.000 სტუდენტის კვებისთვის სტიპენდიის გამოყოფა. უქმი დღეების გასატარებლად უნივერსიტეტში შექმნილია ჯანსაღი გარემო, რომელიც ეხმარება და შესაძლებლობას აძლევს თითოეულ სტუდენტს გამოავლინოს საკუთარი თავი, განავითაროს საკუთარი ინტერესის სფერო და უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ სტუდენტურ, სოციალურ და კულტურულ საქმიანობაში.
ამ მიზნით უნივერსიტეტში არის 112 კლუბი, სადაც დარეგისტრირებულია 17. 000 სტუდენტი. კლუბებში ეწყობა კონფერენციები, სემინარები, გამოფენები, სლაიდ შოუს წარმოდგენები, თეატრები, სპორტული შეჯიბრებები, კონცერტები.
ფამუკკალეს უნივერსიტეტს საზოგადოებრივი ღონისძიებებისთვის გააჩნია ფართო კონგრესის და კულტურის ცენტრი, რომელიც აკადემიური სამუშაოების გარდა გამოიყენება სოციალურ-კულტურული და ხელოვნებითი სამუშაოებისთვის.
ამავე მიზნით გააჩნია სპორტული კომპლექსები.
პატ. მსმენელებო! კვლავ დასასრულს მიუახლოვდა ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, მაგრამ გამომშვიდობებამდე და მომავალ ორშაბათს შეხვედრამდე, კიდევ გვინდა შეგახსენოთ, რომ ადვილად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ Facebook-ის TRT Horizon მეშვეობით. გამოგვიგზავნეთ თქვენთვის საინტერესო საკითხების შესახებ კითხვები.
მომავალ გადაცემაში სიამოვნებით დავუთმობთ ფამუკკალეს უნივერსიტეტის გაცნობასაც.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები