21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღე

21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღე

351195
21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღე

21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღე

დღეს მშვიდობის საერთაშორისო დღეა. კაცობრიობამ ისტორიის მანძილზე მრავალი ომი, ძარცვა და ხოცვა-ჟლეტა გადაიტანა. ძალის მქონე სხვებს თავს ესხმოდა და ძარცვავდა, ქალაქებსა და სოფლებს ანადგურებდა. ადამიანებმა ყველა სახის შევიწროება განიცადეს. მეოცე საუკუნეში გლობალური მასშტაბის ორმა ომმა მსოფლიოს ოთხივე კუთხეზე მოახდინა გავლენა. ამგვარი დიდი მასშტაბების ომების თავიდან ასაცილებლად შექმნილი გაერთიანებული ერების მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციები ერთგვარ უსაფრთხოების სისტემას ქმნიან. ომის დაწყებამდე და გავრცელებამდე შესაძლებელია უთანხმოებების მოგვარება. საკამათო რეგიონებში გაერთიანებული ერების სამშვიდობო ძალების მსგავსი სამხედრო ზომების გატარებითაც შესაძლებელია მხარეების შეჩერება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1981 წელში სექტემბრის მესამე დღე „მშვიდობის საერთაშორისო დღედ“ გამოაცხადა 2001 წელში კი 21 სექტემბერი გამოცხადდა მშვიდობის დღედ. იმ დღიდან მოყოლებული მსოფლიოს ოთხივე კუთხეში კონფლიქტების აღსაკვეთად და მშვიდობის დასამყარებლად 21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღედ აღინიშნება.

ყველა წმინდა წიგნში ასრის ამბავი აბელისა და კაენისა. ადამის შვილებიდან ეშმაკის გზაზე შემდგარმა კაენმა ღვიძლი ძმა აბელი მოკლა. კაცობრიობის ისტორიის ეს პირველი ძმის მიერ ძმის მკვლელობა მკვლელობებისა და ომების წინაპრად მიიჩნევა. ამავდროულად ეს არის დასაწყისი კაცობრიობის ომების, დაპყრობების, ძარცვებისა და ხოცვა-ჟლეტის. შეუძლებელია საუბარი სამართლიან ომზე. თავის გადარჩენის მიზნით გაქცევის გარდა სხვა არჩევანი არ რჩება და ამის მაგალითია თურქეთში მცხოვრები ავღანელები, ერაყელები და სირიელები. ომის მთავარი მიზეზი ეკონომიკაა. უფრო მეტი ტერიტორიის მიტაცება, რესურსების გამოყენება და კიდევ უფრო გაძლიერება. ძლიერება ამავდროულად ფულთან არის კავშირში. რელიგიის სახელით წარმართულ ბრძოლებშიც მთავარი ფაქტორი ეკონომიკაა. ყველაზე დიდი ბრძოლები ერთი რელიგიის ორ განშტოებას შორის ხდება ხოლმე მაგალითად კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის მომხდარი ბრძოლები ხოლო მუსლიმებში კი სხვადასხვა განშტოებებს შორის ომებმა ისტორიის ფორმირება მოახდინა. იმისათვის რომ ამგვარი ტიპის კონფლიქტები არ მომხდარიყო ქვეყნები საზღვრებს დიდი არმიების მეშვეობით იცავდნენ. ჩინეთის კედლისა და ციხე-სიმაგრეების მსგავსი თავდაცვითი სისტემები მსოფლიოს ოთხივე კუთხეში იქნა აგებული. მთავარი მიზანი საზღვრისა და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაა.

მეორე საუკუნეში კი გერმანული ექსპანსიონიზმის შედეგად ჯერ პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. ამ ომში დამარცხებული გერმანიის წინააღმდეგ დაწესებულმა მძიმე სანქციებმა 20 წლის შემდეგ მეორე მსოფლიო ომი გამოიწვია. ძალიან ცოტაა მსოფლიოში ისეთი ადგილი რომელზეც ამ ორმა ომმა გავლენა არ მოახდინა. ევროპაში თითქმის არ დარჩა დაუბომბავი ქალაქი. ამ ომის დასასრულებლად ამერიკის მიერ იაპონიაში ჩამოგდებულმა ორმა ატომურმა ბომბმა კაცობრიობა საკუთარი თავისა და დედამიწის განადგურების პირას მიიყვანა. ატომური იარაღის სწრაფად გავრცელებამ დედამიწის მომავლის დაცვისათვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შემქნას გაიხსნა გზა. მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებულების ამერიკის, რუსეთის, ჩინეთის, ინგლისისა და საფრანგეთის ორგანიზაციაში ვეტოს უფლება თურქეთისა და სხვა ქვეყნების მწვავე რეაქციას იწვევს. რუსეთს შეუძლია ხელი შეუშალოს გაეროს მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც მას არ მოსწონს. ასევე ამერიკა და ჩინეთიც ვეტოს ადებენ გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებებს. პალესტინის საკითხზე ისრაელის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებებიც არ სრულდება. გაეროს ერთის მხრივ ომების აღკვეთის მოვალეობას ასრულებს თუმცა სავალდებულო გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. მიღებული დაგმობის გადაწყვეტილებები მხოლოდ ფურცელზე რჩება. მსოფლიოსათვის უსამართლო ამ ვითარების გაგრძელება საფრთხეს უქმნის მშვიდობას. 

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები