7 სექტემბერი ისტორიაში

7 სექტემბერი

374975
7 სექტემბერი ისტორიაში


1909 წლის 7 სექტემბერს თურქეთის ქალაქ კაისერიში დაიბადა ცნობილი ამერიკელი მწერალი და რეჟისორი ელია კაზანი. 1914 წელს მისი ოჯახი ამერიკაში გადასახლდა. უმაღლესი განათლება მან იალეს უნივერსიტეტში მიიღო და აქ დაასრულა თეატრის მსახიობის ფაკულტეტი. პირველი სასცენო გამოსვლა ელიას 1934 წელს ნიუორკის ბროდვეიზე ჰქონდა და მალე იგი განთქმული რეჟისორების სიაში შევიდა. 1947 წელს მან სამსახიობო სკოლა “Actors Studio“ შექმნ, რომლის კურსდამთავრებულებს შორის იყვნენ მარლონ ბრანდო და ჯეიმს დენი. 1948 და 1955 წლებში მან ყველაზე საუკეთესო რეჟისორების კატეგორიაში ოსკარი მოიპოვა. 1964 წელს მისმა ფილმმა “ამერიკა ამერიკა“ ოქროს გლობუსის ჯილდო მიიღო. 1970 წლის შემდეგ იგი ხშირად ჩამოდიოდა დედასამშობლო თურქეთშიც. ელია კაზანი 2003 წელს 94 წლის ასაკში ნიუორკში გარდაიცვალა და იქვე დაიმარხა

 

1923 წლის 7 სექტემბერს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში შეიქმნა საერთაშორისო პოლიციის ორგანიზაცია--ინტერპოლი, რომლის მიზანი იყო მსოფლიო ქვეყნების პოლიციური ორგანიზაციების ახლო და აქტიური ურთიერთთანამშრომლობა. ინტერპოლი გაეროს შემდეგ ყველაზე უდიდესი საერთაშორისო ორგანიზაციაა მთელს მსოფლიოში, რომლის წევრია 184 სახელმწიფო. იგი ფინანსდება წევრი ქვეყნების საწევრო გადასახადებით და მისი ცენტრი საფრანგეთის ქალაქ ლიონში მდებარეობს. იგი ძირითადად კრიმინალურ ორგანიზებულ დანაშაულებებს, ტერორიზმს, ტრეფიკინგს, ყალბი ფულის წარმოებას, ბავშვთა პორნოგრაფიას, კორუფციას, ფინანსურ და ტექნოლოგიურ დანაშაულებს და ყოველგვარ კონტრაბანდას ებრძვის


1923 წლის 7 სექტემბერს თურქმენეთის ქალაქ მარში დაიბადა ცნობილი თურქმენი მწერალი და პოეტი ედუარდ ასადოვი. 1939 წელს მისი ოჯახი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად და როცა დიდი სამამულო ომი დაიწყო, იგი მოხალისედ წავიდა არმიაში რა, სევასტოპოლის ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა და თვალებში სინათლე დაკარგა. მგრამ, მიუხედავად ამისა, ომის დასრულების შემდეგ იგი მოსკოვის ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტში ჩაირიცხა და 1951 წელს ეს ინსტიტუტი წითელი დიპლომით დაასრულა. მისი ლექსები და მოთხრობები მსოფლიოს მრავალ ენზეა ნათარგმნი. ედუარდ ასადოვი 2004 წლის 21 აპრილს აშხაბადში გარდაიცვალა

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები