24 ივლისი ისტორიაში

24 ივლისი

384329
24 ივლისი ისტორიაში


1908 წლის 24 ივლისს მეორე კონსტიტუციონალიზმის ერა გამოცხადდა. გაერთიანებისა და პროგრესის ორგანიზაციის სამხედრო წევრებმა, რომელთც სჯეროდათ, რომ ქვეყანა კონსტიტუციური მონარქიით გადარჩებოდა, მას შემდეგ, რაც აბდულჰამიდ მეორის პოლიტიკა არასაკმარისად მიიჩნიეს, სასახლის წინააღმდეგ ამბოხი დაიწყეს. აბდულჰამიდ მეორის ამ მოძრაობის ჩახშობის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რის გამოც მან დახურული პარლამენტის ისევ შეკრების გადაწყვეტილება მიიღო და 1908 წლის 24 ივლისს მეორე კონსტიტუციონალიზმის ერა გამოაცხადა. ახალი კონსტიტუციით მეჯლისის უფლებები გაიზარდა და პირველად გახდა თავისუფალი პოლიტიკური პარტიის შექმნა.

1911 წლის 24 ივლისს იელის უნივერსიტეტის არქეოლოგის ჰირამ ბინგემის ხელმძღვანელობით სამეცნიერო ექსპედიციამ აღმოაჩინა პერუში ინკების დაკარგული ქალაქი მაჩუ-პიქჩუ. ანდების მთათა სისტემის მწვერვალზე 2360 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ქალაქი მაჩუ პიქჩუ პაჩაკუტის მმართველობის დროს 1450-იან წლებში იქნა აგებული

1923 წლის 24 ივლისს ხელი მოეწერა ლოზანის საზავო ხელშეკრულებას. ლოზანის საზავო ხელშეკრულება, რომელიც თურქეთის დღევანდელ საზღვრებს ადგენს და ანკარის მთავრობას საერთაშორიოს არენაზე ლეგალურად აღიარებს, 1923 წლის 24 ივლისს შვეიცარიის ქალაქ ლოზანში მოეწერა ხელი. ამ საზავო ხელშეკრულებით, რომელსაც ხელი თურქეთის დიდი ეროვნულ მეჯლისის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, საბერძნეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, პორტუგალიის, ბელგიის, საბჭოთა კავშირის და იუგოსლავიის წარმომადგენლებმა მოაწერეს, მოხსნა როგორც კაპიტულაციები, ასევე სრუტეების პრობლემაც.

1941 წლის 24 ივლისს თურქული თეატრის პირველი ქალი მსახიობი აფიფე ჟალე გარდაიცვალა. მან 1919 წლის 13 აპრილს ჰუსეინ სუათის „იამალარ“-ის სახელწოდების თეატრალურ წარმოდგენაში „ემელის“ როლი განასახიერა, რითაც სცენაზე გამოსული პირველი მუსლიმი თურქი ხელოვანი ქალბატონი გახდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები