17 ივლისი ისტორიაში

17 ივლისი ისტორიაში

380437
17 ივლისი ისტორიაში

17 ივლისი ისტორიაში

1588 წლის 17 ივლისს გარდაიცვალა მიმარ სინანი. ოსმალური არქიტექტურის მსოფლიოში ცნობილი წარმომადგენელი მიმარ სინანი 1588 წლის 17 ივლისს გარდაიცვალა. მან 92 მეჩეთი, 52 სალოცავი, 7 დარულ კურრა, 22 აკლდამა, 17 იმარეთი, 3 საავადმყოფო, 5 წყალსადენი, 8 ხიდი, 20 ქარვასლა, 36 სასახლე, 8 სარდაფი და 48 აბანო, მთლიანობაში 375 ნაგებობა ააგო. მიმარ სინანმა ყველაზე მასშტაბური ქმნილება, 80 წლის ასაკში ააშენა და იგი ქალაქ ედირნეში მდებარე სელიმიეს მეჩეთია.

 

1918 წლის 17 ივლისს რუსეთის მეფე ნიკოლოზ მეორე, მისი მეუღლე, შვილები და ოთხი ერთგული ახლობელი ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ ეკატერინბურგში დახვრიტეს.

 

1942 წლის 17 ივლისს დაიბადა მუსლიმ მაგომაევი. აზერბაიჯანელი მომღერალი მუსლიმ მაგომაევი სცენაზე 15 წლის ასაკში გამოვიდა და 31 წლის ასაკში მას საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება მიანიჭეს.

 

1945 წლის 17 ივლისს პოტსდამის კონფერენცია გაიმართა. ამ დღეს დაიწყო პოტსდამის კონფერენციის შეხვედრები, სადაც განიხილებოდა არა მეორე მსოფლიო ომის დასრულების, არამედ მშვიდობის დამყარების უზრუნველყოფის გზები. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი, საბჭოთა კავშირის ლიდერი სტალინი და ინგლისის პრემიერი უინსტონ ჩერჩილი გერმანიის დაბა პოტსდამში შეიკრიბნენ და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოს გადანაწილების საკითხი განიხილეს. 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები