13 ივლისი ისტორიაში

13 ივლისი

344883
13 ივლისი ისტორიაში


1534 წლის 13 ივლისს ოსმანეთის ჯარები ირანის ტერიტორიებზე შევიდნენ და იმ დროინდელი დედაქალაქი ქალაქი თებრიზიც დაიპყრეს. ამ დროს ოსმანეთის ფადიშაჰს ძლევამოსილი სულეიმან კანონიერი წარმოადგენდა დიდი ტერიტორიები წაართვა სეფიანთა სამეფოს. ეს მიწები ირანის შაჰმა შაჰ აბასმა ოსმანებს 1603 წელს უკან წაართვათ. თებრიზი იმ დროს მთელი მსოფლიოს მნიშვნელოვან სავაჭრო და ეკონომიკურ ცენტრს წარმოადგენდა

1878 წლის 13 ივლისს ხელი მოეწერა ბერლინის ზავს. თურქები ამ ზავს 93 ომს უწოდებენ და მან დაასრულა ოსმანეთ-რუსეთის ომი, თუმცა ზავს მათ გარდა ხელი მოაწერეს ასევე გერმანიამ, ავსტრიამ, უნგრეთმა, ინგლისმა და საფრანგეთმაც. ამ ზავით ოსმანეთს ჩამოერთვა სერბეთი, ბულგარეთი, რუმინეთი და ჩერნოგორია რა, მათ ცელ ცალკე სამეფოები შექმნეს

1922 წლის 13 ივლისს ყაზახეთში, რომელიც ამ დროს საბჭოთა კავშირში შემავალ ავტონომიურ რესპუბლიკას წარმოადგენდა, პროკურატურა შეიქმნა და მას შემდეგ ეს ინსტიტუტი შეუწყვეტლივ მუშაობს

1993 წლის 13 ივლისს ურუგვაიში სტარტი აიღო პირველმა მსოფლიო ჩემპიონატმა ფეხბურთში. ამ ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ურუგვაის და არგენტინის ნაკრებები შეხვდნენ ერთმანეთს და მასპინძლებმა ეს თამაში ანგარიშით 4:2 მოიგეს, რა გახდნენ მსოფლიოს პირველი ჩემპიონები. სხვათა შორის ამ მატჩს სტადიონზე 100 ათასზე მეტი მაყურებელი ადევნებდა თვალს

1941 წლის 13 ივლისს საბჭოთა კავშირმა და ინგლისმა ხელი მოაწერეს ურთიერთდახმარების შეთანხმებას. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გერმანიამ მეორე მსოფლიო ომის ფარგლებში დაიპყრო ბალკანეთი და საფრთხის პირისპირ დადგა საბჭოთა კავშირიც და ინგლისიც, ამიტომაც მათ ურთიერთდახმარების პაქტს მოაწერეს ხელი და გერმანიის მხრიდან ამ ორი სახელმწიფოდან რომელიმეზე თავდასხმის შემთხვევაში მეორე სახელმწიფო დაუყონებლივ უნდა დახმარებოდა და მხარში უნდა ამოდგომოდა გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები