11 ივლისი ისტორიაში

11 ივლისი ისტორიაში

344568
11 ივლისი ისტორიაში

11 ივლისი ისტორიაში

1939 წლის 11 ივლისს შეიქმნა თურქეთის ლატარიის გათამაშების სამმართველო. აღნიშნული სამმართველოს შექმნამდე ოსმალეთის სახელმწიფოს ბოლო წლებში არაოფიციალურად პირველი ლატარიის გათამაშება „საზღვაო ორგანიზაციამ“ მოაწყო. საბრძოლო გემის შეძენის მიზნით გამართული ლატარიის გათამაშების პრიზები ხალხის მიერ გაღებული საჩუქრებისაგან შედგებოდა.

1975 წლის 11 ივლისს ჩინეთის ყოფილ დედაქალაქ სიანიში 2000 წლის წინანდელი გამომწვარი თიხისაგან გაკეთებული და ყველა ერთმანეთისაგან განსხვავებული ტერაკოტის არმიის 7000 ქანდაკება აღმოაჩინეს, რომელთაგანც 6000 სამხედროა. ცნობილია, რომ ნამდვილი ზომებისა და სამხედრო აღჭურვილობის მქონე ქანდაკებები ჩინეთის იმპერატორის ცინ შიხუანდის დასაცავად იქნა დამზადებული.

1982 წლის 11 ივლისს მსოფლიო თასი იტალიის გახდა. 1982 წელში ესპანეთში გამართულ მსოფლიო თასის ფინალში ერთმანეთს გერამანია და იტალია დაუპირისპირდა. იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა დასავლეთ გერმანიის ნაკრები 3-1 დაამარცხა და მსოფლიო თასს მესამედ დაეუფლა.

1995 წლის 11 ივლისს რატკო მლადიჩის სარდლობით სერბების არმიამ ბოსნია და ჰერცეგოვინაში სრებრენიცას რეგიონში 10 ათასამდე ბოსნიელის ამოხოცვა დაიწყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში მომხდარი ყველაზე დიდი მასიური მკვლელობები ხუთი დღე გაგრძელდა და „კაცობრიობის ამ სირცხვილამდე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას სრებრენიცა უსაფრთხო ზონად ჰქონდა გამოცხადებული.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები