ბუნების საოცრება 27/2015

წარმოიდგინეთ ხევი, რომლის შესახებაც, შორიდან შეხედვით ვერაფერს იტყვით, მაგრამ როცა დაიწყებთ მისი მიმდებარე ბილიკით სიარულს, უმოკლეს დროში გასაოცარ ბუნებაში ამოჰყოფთ თავს. დაინახავთ როგორი სისწრაფით მოძრაობენ პეპლები და ფუტკრები. დროც დაუჯერებელია იქ. თვ

334293
ბუნების საოცრება 27/2015

წარმოიდგინეთ ხევი, რომლის შესახებაც, შორიდან შეხედვით ვერაფერს იტყვით, მაგრამ როცა დაიწყებთ მისი მიმდებარე ბილიკით სიარულს, უმოკლეს დროში გასაოცარ ბუნებაში ამოჰყოფთ თავს. დაინახავთ როგორი სისწრაფით მოძრაობენ იქ პეპლები და ფუტკრები. დროც დაუჯერებელია იქ. თვალწინ წარმოგიდგებათ გაზაფხულის მთელი სიდიადე, კამკამა წყლები, გარეული ცხოველების შორიდან განცვიფრებული თვალებით ყურება. მთების კალთები ქვების გაწმენდის შედეგად ყანად გადაუქცევიათ და პატარ-პატარა საცხოვრებელი ქოხებიც გაუშენებიათ მიმდებარე ადგილებში.
გაზაფხულის ხელახლა გამოცოცხლების მიმანიშნებელი ყველაზე საუცხოო ადგილია სტამბოლის ხევი.
აქ მხოლოდ ერთი დღის გატარებით, მარტო ბუნების კი არა, ბუნებაში მყოფი ადამიანების განახლების ყველაზე საუკეთესო ნიმუშსაც დაინახავთ. თუ საფანჯისკენ მოგიწევთ მგზავრობა, გადაუხვიეთ “İstanbul Dere”-ს აბრიდან მარჯვნივ და მთებისკენ გააგრძელეთ გზა.
ხუთი კმ. გავლის შემდეგ წააწყდებით კალმახის თევზის რესტორანს. ათიოდე წუთით შესვენების შემდეგ გზა გააგრძელეთ იქვე მდებარე ბილიკით. რამდენიმე წუთის შემდეგ თავს ამაზონის ტყის მაგვარ ადგილზე ამოჰყოფთ. ცოტა ხნის შემდეგ, ახლა ბუნების სულ სხვა საოცრებაში იგრძნობთ თავს. ყვავილებზე მოფარფატე პეპლები, კლდეების შუა ადგილებიდან მზეზე გამოსვლის მოსურნე ხვლიკები, საუცხოო ჩუხჩუხით მინადენი ხევის წყლები.
მცირე ქოხის გადავლის შემდეგ, წინ გადაგეღობებათ მდინარის შენაკადი, რომელიც მართალია არ არის ღრმა, მაგრამ მასზე გადასვლას ისე ვერ შესძლებთ, რომ არ დასველდეთ.
ნუ დაიზარებთ, საჭიროების შემთხვევაში აიკეცეთ შარვლის ტოტები და ისე გადით.
ნახევარი საათის შემდეგ, გზა მარჯვნივ გადაუხვევს. ხევს გასცილდება და აღმართისკენ აგიყვანთ. აქ ნახული სილამაზე, კი რომ არ დაივიწყოთ ჩაიწერეთ სამახსოვრო რვეულში.
ხევი პატარა საფეხურებად არის გაყოფილი, რომელსაც ხელი შეუწყვია ჩანჩქერების წარმოქმნაში. ერთმანეთის მიყოლებით იმ მთის საფეხურებზე ლამაზად მიედინება დიდი და პატარა ჩანჩქერი. რამდენიმე წუთს შეჩერდით იმ ადგილას და დატკბით ბუნების სილამაზით.
ხევიდან კვლავ გაუყევით ბილიკს და დაბრუნდით უკან. რამდენიმე წუთის შემდეგ გზა ორად გაიყოფა.
მარჯვნივ მიმავალი გზა ორად იყოფა გორის კალთიდან და მოპირდაპირე მხარეს მიემართება. ეს გზა დღეს აღარ გამოიყენება და სწორედ ამ გამოუყენებლობის გამო თანდათან გამქრალა კიდეც.
გზის დასასრულს გორაზე წარმოუდგენელ პეიზაჟს წააწყდებით. საფანჩის ტბის ამ საუცხოო პეიზაჟიდან, ბილიკით უკან მოგიხდებათ დაბრუნება. იმ დაუვიწყარი პეიზაჟის ნახვით გამოწვეულ მოგონებებთან ერთად დაიწყებთ მომავალი კვირის მოგზაურობაზე ოცნებას.
იქაური ჟანგბადით მდიდარი სუფთა ჰაერის ჩასუნთქვით, ნურც იმას დაივიწყებთ, რომ ჯერ კიდევ ძალიან ახლოს, ისევ არის ბუნების ისეთი საოცრება, სადაც ჯერ ფეხი არ დაუდგამს ადამიანს. მისი ნახვა თქვენი შვილების მომავლისთვის მოგცემთ იმედს და გაგახალისებთ.
უქმ დღეს სახლში გატარების მაგიერ ბუნებაში ყოფნით დიდად ისიამოვნებთ და დატკბებით.
დღესაც აქ დავასრულებთ ჩვენს საუბარს, ბუნების მომავალ წალკოტში ყოფნის იმედით...


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები