თურქეთისა და მსოფლიოს დღიურიდან 119

ირან-დასავლეთს შორის ბირთვული შეთანხმება

236570
თურქეთისა და მსოფლიოს დღიურიდან 119

 

როგორც ცნობილია გასულ კვირას ირანმა და დასავლეთმა გარკვეულ წინსვლას მიაღწიეს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შვეიცარიაში მიმდინარე მოლაპარაკებებში, რადგან კონსენსუსს მიაღწიეს ორ მხარეს შორის ჩარჩო ხელშეკრულებაში და ახლა თუ რაიმე უთანხმოება აღარ მოხდება, მაშინ, საბოლოო შეთანხმებას ხელი უნდა მოეწეროს მიმდინარე წლის 31 ივნისს. ჩარჩო ხელშეკრულებას ერთის მხრივ ირანმა მოაწერა ხელი, ხოლო მეორე მხრიდან დასავლეთში შემავალმა გაეროს უშიშროების მუდმივმა წევრმა ხუთმა ქვეყანამ, აშშ-მა, რუსეთმა, ჩინეთმა, საფრანგეთმა, ინგლისმა და კიდევ გერმანიამ, ამიტომაც ეძახიან ამ უკანასკნელებს P5+1-ს. საერთაშორისო ექსპერტები მიღწეულ ამ ჩარჩო ხელშეკრულებასაც კი სტრატეგიულ წარმატებად აფასებენ, რადგან, დაახლოებით 10 წელია რაც ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ზოგჯერ მოლაპარაკებების რაუნდები გადაიდო, ზოგჯერ კი საერთოდ შეწყდა ეს მოლაპარაკებები. აქ მეტად მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ 1979 წლის აქეთ, ე.ი. 36 წლიანი პერიოდის შემდეგ ამერიკა და ირანი პირველად მოვიდნენ მშვიდობის წერტილამდე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რამდენადაც დიდი მნიშვნელობა აქვს ირანის ბირთვული საკითხის მოგვარებას, იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ირან-ამერიკის დაახლოებასაც. სწორედ აქედან გამომდინარე ორ განზომილებიან მნიშვნელობას ანიჭებენ მიღწეულ შეთანხმებას. ახლა ამ საკითხზე გთავაზობთ მარმარას სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის თანამშრომლის, პროფესორ რამაზან გოზენის მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს:

თუ გადავხედავთ ჩარჩო შეთანხმების ტექსტს, მაშინ დავინახავთ თუ რა კრიტიკული დათმობების საფუძველზე იქნა მიღებული იგი. მართალია ეს შეთანხმება უაღრესად ტექნიკური ექსპერტიზის საგანია, მაგრამ, ამასთან ერთად იგი ერთ მეტად მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცვლილებასაც ასახავს, რადგან, ირანი ფაქტიურად უარს ამბობს იმ ბირთვულ პროგრამაზე, რომელსაც წლობის განმავლობაში რადიკალურად იცავდა. მოკლედ, ამ შეთანხმებით თეირანი ბირთვული ცენტრიფუგების რაოდენობას სამი მეორედით შეამცირებს, ხოლო ამის პარალელურად გამდიდრებულ ურანიუმს 3,67 დონეზე დაიჭერს და აღარ გამდიდრებს, თანაც ამჟამად არსებული გამდიდრებული ურანიუმის რაოდენობას კი 10 ათასი კგ-დან 300 კგ-მდე დაიყვანს, ამასთან უარს იტყვის ფორდოს სახელობის რეაქტორში წარმოებულ ურანიუმის გამდიდრებაზეც და აი ამ ყველაფერს ირანი მომავალი 15 წლის განმავლობაში განახორციელებს. როგორც ვხედავთ, თეირანი გასაოცარ დათმობებზე მიდის
ახლა ვნახოთ თუ რა სარგებელს ნახავს ირანი ამ დათმობების სამაგიეროდ. უპირველეს ყოვლისა მას მოეხსნება დასავლეთის მიერ აქამდე დაწესებული ეკონომიკური სანქციები და ეს მოხდება მაშინ, როცა დასავლეთი დაინახავს ირანის მხრიდან ვალდებულებების შესრულებას. აქ არც იმის თქმა დაგვავიწყდეს, რომ ორივე მხარემ უნდა შესძლოს ერთმანეთის დარწმუნება და ნდობა, რასაც ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ხშირი და მკაცრი კონტროლები.

მხარეების მიერ ერთმანეთის დარწმუნება და ნდობა ძალიან გაჭირდება, რამეთუ 1979 წლის ირანის ისლამური რევოლუციის აქეთ თეირანი და ვაშინგტონი ფაქტიურად დაუძინებელი მტრები გახდნენ. ირანი ამერიკას დიდ შეითანს უწოდებს, ამერიკას კი ირანი ყოველთვის შეჰყავს ტერორიზმისადმი მხარდამჭერი ქვეყნების სიაში. ჩარჩო შეთანხმების საწინააღმდეგოდ ამერიკაში ებრაელური ლობები და კიდევ ისრაელი გამოვიდნენ, ხოლო ირანში კი რეჟიმის მოლები, ამიტომაც სანამ საბოლოო შეთანხმებას საბოლოო ხელი არ მოეწერება, მანამდის ვერც ერთი მხარე მოსვენებულად ვერ იქნება

ახლა გადავხედოთ თუ რა აიძულებინებს მხარეებს ამ შეთანხმების ხელმოწერას. დასავლეთი აშკარად ხედავს, რომ რაც უფრო მეტ ზეწოლას ახდენს ირანზე, მით უფრო მეტად იზრდება მისი პოპულარობა რეგიონში, ე.ი. ამერიკამ ვერ შესძლო რა ირანში რეჟიმის შეცვლა, პირიქით, უკურეაქცია გამოიწვია და თეირანის პოზიციები რეგიონში კიდევ უფრო გამყარდა და ახლა მისი ზეგავლენის ქვეშ არიან სირია, ლიბანი და ამ ბოლო პერიოდში მათ იემენიც დაემატათ. ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ირანს ზურგს უმაგრებენ რუსეთი და ჩინეთი. ამერიკა კი ამ შეთანხმებით ცდილობს რუსეთის და ჩინეთის ორბიტას ჩამოაშოროს ირანი და კვლავ დაიახლოვოს იგი, როგორც ეს იყო ისლამურ რევოლუციამდე

ირანი კი ამ შეთანხმებით აიცილებს იმ ეკონომიკურ სანქციებს, რომელიც მის წინააღმდეგ 10 წელზე მეტია რაც მოქმედებს და უდიდესი ზიანი მიაყენა ქვეყანას. აქედან გამომდინარე თეირანმა შეთანხმების მიღებით რაციონალურად იმოქმედა და სანქციების მოხსნის შემდეგ იგი ახლიდან დაიწყებს აღორძინებას. და ბოლოს, რაც მთავარია, ამ შეთანხმებით რეგიონის ქვეყნებიც ნახავენ სარგებელს და ახლო აღმოსავლეთში შეიძლება სხვა პრობლემებიც მოგვარდეს, წერს თურქი პოლიტოლოგი რამაზან გოზენი

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები