მსოფლიო თეატრის დღე

27 მარტი საერთაშორისო თეატრის ინსტიტუტის გადაწყვეტილებით 1962 წლიდან მსოფლიო მასშტაბით თეატრის დღედ აღინიშნება. თეატრის მოღვაწეებისთვის ეს მეტად მნიშვნელოვან დღედ ითვლება. სცენის ხელოვანთა ძალა და ენთუზიაზმი, რომელიც ერთად უყრის თავს ადამიანებს, უდავოა.

284488
მსოფლიო თეატრის დღე


ჯერ კიდევ ანადოლიის ანტიკურ ქალაქებში, 2000 წლის წინ ყოფილა 5000 კაციანი თეატრები ადამიანებს დღის დამქანცველი მუშაობის შემდეგ დასასვენებლად აურჩევიათ. პირველი თეატრალური ნაწარმოებებით ადამიანები გასცნობიან კაცობრიობის ისტორიულ სიღრმეებს.
გამონათქვამები, ლეგენდები დროთა განმავლობაში წერილობითი სახით ასახულა და დღემდე მოუღწევია.
დღეს კი, ანტიკურში არსებულ შინაარსს აღარ ატარებენ თეატრები. ადამიანები ცოცხალი თეატრის ნაცვლად უფრო მზა ნაწარმ სერიალებს არჩევენ.
პარიზში, 1948 წელს, საერთაშორისო თეატრის ინსტიტუტის, იუნესკოსა და საერთაშორისო თეატრალური საზოგადოების მხრიდან დაარსდა თეატრის დღე.
მიზანი იყო მშვიდობიანი ატმოსფეროს შექმნა და ადამიანებს შორის თანადგომის განმტკიცება, ურთიერთ პატივისცემის გაძლიერება და სასცენო სფეროში ადამიანების საშემსრულებლო ხელოვნების განვითარება და გამოცდილების საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვის გაზიარება.
ინსტიტუტი ამ მიზნით, მსოფლიო თეატრის დღეს, ხელს უწყობს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე მრავალ საქმიანობას.
დიახ, 1962 წლიდან მოყოლებული აღინიშნება ეს დღე. სცენაზე წასაკითხი ტექსტი მზადდება მსოფლიოში ცნობილი, საერთაშორისო აღიარების ერთ-ერთი თეატრის მსახიობის, ანდა ხელოვანის მხრიდან. საერთაშორისო ტექსტი, ითარგმნება 20-ზე მეტ ენაზე, ურიგდება პრესას, გამომცემლობებს და ეცნობა მთელ მსოფლიოს.
27 მარტისთვის წასაკითხი ტექსტი მსოფლიო მასშტაბით წარედგინება მაყურებელს.
1978 წლიდან მოყოლებული მზადდება როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო შეტყობინების ტექსტი, რომელიც მიღებულ იქნა 1977 წელს სტოკჰოლმში, საერთაშორისო თეატრის ინსტიტუტის კონგრესზე, თურქეთის წინადადებით.
აი როგორია 2015 წლის საერთაშორისო თეატრის დღის შეტყობინება:
ქრისტოფ ვარლიკოვსკი -პოლონელი რეჟისორი
თეატრის ნამდვილი ოსტატები ზოგჯერ შორს არიან სცენისგან და არ აქვთ შეხება თეატრთან. სინამდვილეში ცხოვრების პულსი და ალღო კარგად იციან მათ, მაგრამ ისინი უფრო მეტად თანამედროვე ტენდენციებს მიჰყვებიან.
ჩვენ კი, იმის მაგივრად, რომ შევქმნათ მოზღვავებული გრძნობების გამომხატველი სამყარო, არსებულსაც ვსპობთ.
სინამდვილეში კი, თეატრის გარდა არავის შეუძლია ჩვენი საიდუმლო გრძნობების გამხელა.
ასეთ შემთხვევაში ჩვენს სახელმძღვანელოდ იქმნება ლიტერატურა.
სადღაც ერთმანეთში ირევა დღე და ღამე. ჩემდაუნებურად ვფიქრობ, რომ აუცილებელია საუკუნის წინანდელი კულტურის გამომზეურება, რომელიც სიბნელეში დარჩენილი ეპოქის, ე.ი ევროპელი ღმერთების დაცემის უგულებელმყოფ მწერლებზე ფიქრმა გამოიწვია.
ჩემი აზრით, მათ რიგებში შეგვიძლია დავასახელოთ ფრანც კაფკას, თომას მანის და მარსელ პრუსტთან ერთად ჯონ მაქსველ გოეთზეც.
ხსენებული მწერლები არიან ადამიანთა ურთიერთობის მოდელები. მათი შემოქმედება ჩვენი სამყაროს გარდაუვალი დასასრულის, სოციალური ფენებისადმი გონივრულად მიმდგომი გზის მაჩვენებლად ითვლება.
სხვადასხვა ადგილებში ყოველდღიურად, სხვადასხვა ადგილებში ხდება გონებისთვის მიუწვდომელი საშინელებები, რომლის გაშუქებას მასმედიაც კი ვერ ასწრებს. ვისაც შეუძლია თავის დაცვა ის აგრძელებს ცხოვრებას. ცეცხლის საშინელება კი, შეიძლება ადგილზევე ჩაქრეს, ისე, რომ ვერც კი მოხერხდეს მასმედიაში გაშუქება და ისტორიას მიბარდეს. ჩვენ კი მეტად უმწეოდ ვიგრძნობთ ამ დროს თავს. უკვე ვეღარ მოვახდენთ სპილოს ძვლის მსგავსი ტაძრების გაშენებას. ეგ კი არადა ჩვენი გაშენებული კედლებიც კი ვერ გვიცავენ. პირიქით ისინი საჭიროებენ ჩვენს დაცვას. ჩვენი სასიცოცხლო ენერგიის ხარჯზე დგანან ფეხზე.
გამოცდის ძალაც კი აღარა გვაქვს აღარა გვაქვს ძალაც გადავხედოთ და დავინახოთ რა არის კედლებს უკან კარებების გარდა. თქვენი აზრით აქამდე რატომ ცოცხლობს თეატრი და რას უნდა უმადლოდეს ამას?
ალბათ საშიშ წყლებში ცურვისთვის შემორჩენილან.
სიმართლის ჩვენება იდუმალად მთავრდება. ასე ამბობს კაფკა პრომეთეს ლეგენდის მოთხრობისას.
იდუმალი ხმა მეც მეუბნება, რომ ამავე სახით დასრულდება თეატრის ამბავიც.
განა თეატრის შემოქმედებად არ ჩაითვლება ყველა თეატრის ვეტერანისთვის, მსახიობისთვის და მაყურებლებისთვის მართალი გზის მაჩვენებელი და გაუგებრად დასრულებული თეატრი? ამას მთელი გულით ვამბობ.
ინგლისურიდან თარგმნა ბილგესუ ათამანმა.
თეატრი ეს არის ცხოვრების სარკე, სადაც სპექტაკლის ავტორს ჩაფიქრებული აქვს მთავარი გმირის თავგადასავალი. მასში ყოველთვის ასახვას პოულობს ქუჩაში მყოფი ადამიანის ქცევები და რამდენადაც წარმატებით მოახერხებს სპექტაკლის დადგმას, მსახიობები რამდენადაც წარმატებით განასახიერებენ სპექტაკლს, იმდენად მეტ წარმატებას მოიპოვებენ და უფრო მეტ აღტაცებას გამოიწვევენ მაყურებელში.
ამას ემატება ეფექტიანი ხმა, მუსიკა და განათება.
წლების განმავლობაში, მსოფლიოს ყველა კუთხეში, ყოველთვის დიდი ადგილი ჰქონია შექსპირს და მის ეპოქას. მისი ნაწარმოები თარგმნილა ყველა ენაზე. იგი არის პიროვნება, რომელიც თეატრის წარმოთქმისას პირველ რიგში აგონდება ადამიანს. ყოველთვის დიდ დაინტერესებას იწვევს რომეო და ჯულიეტა, მეფე ლირი, ოტელო. მასში აუცილებლად მონახავთ თანამედროვე პერიოდის ამსახველ ნიუანსებს.
27 მარტი, თეატრის დღედ აღინიშნება. დღეს ჩვენც ვუერთდებით მათ ენთუზიაზმს და ვღაღადებთ რომ მხოლოდ დღეს კი არა ყოველთვის გვიყვარან ისინი.
მოგილოცავთ მსოფლიო თეატრის დღეს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები