თურქეთისა და მსოფლიოს დღიურიდან 116

პირველ მსოფლიო ომის მნიშვნელობა და შედეგები

279709
თურქეთისა და მსოფლიოს დღიურიდან 116

 

100 წელი გავიდა პირველი მსოფლიოს ომიდან და ამ თემაზე ათასობით წიგნები, პუბლიკაციები თუ მოგონებები დაიწერა და ამიტომ თავს არ მოგაწყენთ მის პერიპეტიებზე საუბრით. სამაგიეროდ დღევანდელი გადასახედიდან შეფასებისას შეიძლება ის მთავარი კრიტიკული პარამეტრები დავაფიქსიროთ, რომლებმაც კაცობრიობის და მსოფლიო ისტორიას თავისი დაღი დაასვეს. როგორც ცნობილია პირველ მსოფლიო ომში ერთმანეთის პირისპირ იდგნენ ანტანტის ქვეყნები ინგლის-საფრანგეთ-რუსეთ-აშშ-ს მონაწილეობით, ხოლო მეორე მხარეს მოკავშირე ქვეყნები, გერმანია-ოსმანეთი-ავსტრია უნგრეთის და ბულგარეთის მონაწილეობით. თუმცა მათ გარდა ამ ომში სხვა მრავალმა სახელმწიფომაც მიიღო მონაწილეობა და ამიტომ უწოდებენ მსოფლიო ომს, რომელშიც ანტანტის ქვეყნებმა გაიმარჯვეს.

ომმა დიდი ნგრევა და სისხლი მოუტანა მთელს მსოფლიოს, განსაკუთრებით კი მეომარ ქვეყნებს. გამარჯვებულმა ქვეყნებმა ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარება დაიწყეს, რომლისგანაც დამარცხებულებმა დიდი ზარალი მიიღეს. ეს იყო მრავალგანზომილებიანი და მრავალწახნაგიანი ომი, რომლისგანაც სამი მთავარი ასპექტი გამოირჩევა.


ამათგან პირველი ის იყო, რომ პირველი მსოფლიო ომი კლასიკური იმპერიალისტური პოლიტიკის პიკის მწვერვალი იყო. მე-19 საუკუნეში ევროპის დიდმა ეროვნულმა სახელმწიფოებმა მსოფლიოს უდიდესი ნაწილი იმპერიალისტურ სისტემაში შეიყვანეს და ამიტომ მე-20 საუკუნეში უკვე ერთმანეთს დაერივნენ. თუმცა ეს ომი მარტო მეომარი იმპერიალისტური სახელმწიფოებით არ შემოიფარგლა და მეზობელი და რეგიონის ქვეყნებიც ჩაითრია ამ ომში. მათგან კი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ოსმანეთის იმპერია

მეორე ასპექტი ის იყო, რომ ამ ომით კლასიკური იმპერიული ეპოქა დაიხურა და მის ადგილზე ეროვნული სახელმწიფოების მოდელი გაფართოვდა, რომელსაც სათავე მე-17 საუკუნეში დაედო. ამ პროცესით კი ყველაზე მეტად ოსმანეთის და ავსტრია-უნგრეთის საიმპერატოროები დაზარალდნენ. მართლაც და ამ ომის შედეგად ოსმანეთმა უდიდესი ტერიტორიები დაკარგა ბალკანეთში, ახლო აღმოსავლეთში, კავკასიაში და ჩრდილოეთ აფრიკაში რა, ათობით ახალი სახელმწიფოები გაჩნდნენ ამ ტერიტორიებზე. ე.ი. ხსენებული რეგიონების გეოპოლიტიკური წყობა სწორედ რომ პირველი მსოფლიო ომის პროდუქტია. თუმცა ამ ომში იმპერიალისტებმა ვერ მიაღწიეს სრულ გამარჯვებას და მესამე ასპექტიც სწორედ ეს არის, რადგან მათი ყველა ჩანაფიქრი და გეგმა ომის დასრულების შემდეგაც ვერ აღსრულდა. ასე მაგალითად, იმპერიალისტები ანატოლიაში სომხური, ქურთული და ბერძნული სახელმწიფოების შექმნას გეგმავდნენ, მაგრამ, მათ წინააღმდეგ თურქი ხალხი აღსდგა მუსტაფა ქემალ ფაშას, ე.ი. ათათურქის ხელმძღვანელობით და ამ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში თურქებმა შესძლეს ოკუპანტი ინგლისელების, ფრანგების, იტალიელების, რუსების და ბერძნების დამარცხება, რის კვალდაკვალ და ევროპელების მოულოდნელად თურქებმა ძირმომპალი ოსმანეთის ადგილზე ახალი თურქული სახელმწიფო, თურქეთის რესპუბლიკა შექმნეს. ამ გზაზე კი პირველ ნაბიჯს წარმოადგენდა ჩანაქკალეს საზღვაო ბრძოლა დარდანელის სრუტეში, სადაც თურქებმა სრული გამარჯვება მოიპოვეს და სტამბოლისკენ არ გაუშვეს ანტანტის კბილებამდე შეიარაღებული კრეისერები. ახლა ამ საკითხზე გთავაზობთ მარმარას სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის თანამშრომლის, პროფესორ რამაზან გოზენის მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს:

ომის რამდენიმე მთავარ თავისებურებებიდან წინა პლანზე მხოლოდ სამია გამოწეული, რომლებისგანაც საჭირო გაკვეთილები უნდა გამოვიტანთ. ამათგან პირველია: ახლო აღმოსავლეთში დღეს მიმდინარე კონფლიქტები იმის მაჩვენებელია, თუ რა რიგ ცუდად დასრულდა პირველ მსოფლიო ომში მსოფლიოს ხელახალი განაწილება, რადგან იმპერიალისტების მიერ ცალ ცალკე მოხაზული ახალი საზღვრები ხელოვნური და პრობლემური იყო რა, ეს კარგად გამოჩნდა ისლამური სახელმწიფოს მიერ ერაყისა და სირიის ტერიტორიების გაერთიანების მაგალითზე. ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ პირველი მსოფლიო ომი ახლო აღმოსავლეთში არ დასრულებულა და გრძელდება

თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ 100 წლის წინანდელი და დღევანდელი პირობები განსხვავებულია და მაშინ თუ მთავარი მოთამაშეები ძლიერი იმპერიალისტური ქვეყნები იყვნენ, დღეს უკვე რეგიონალური მოთამაშეებიც ამბობენ თავიანთ სიტყვას, რაც დადებით მოვლენად უნდა აღიქვას. უფრო მეტიც, ეს რეგიონალური მოთამაშეები ახლო აღმოსავლეთის მომავალი ბედის გადაწყვეტაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. უარყოფითი მხარე კი ამ საქმისა ის არის, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის კვლავ გრძელდება კონფლიქტები, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში კი კონფესიური და სექტური შიდა დაპირისპირება მიმდინარეობს, რაც კიდევ ათასობით უდანაშაულო ადამიანის მსხვერპლს იწვევს

ზოგიერთი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პირველმა მსოფლიო ომმა ბოლო მოუღო ახლო აღმოსავლეთის პრობლემებს, მაგრამ, ათწლეულობის განმავლობაში მიმდინარე რეგიონის კონფლიქტები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ. არც ის არის დასამალი, რომ მეორე მსოფლიო ომმაც ვერ მოაგვარა ეს პრობლემა და აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, ათასწლეულების მანძილზე წარმოებულმა ომებმა აჩვენეს, ვერც ერთი პრობლემა ვერ მოგვარდება ომებით, რადგან ამ ომებით ხომ ხელს ისევ და ისევ ძლიერები ამა ქვეყნისა ითბობენ ხელს, წერს თურქი პოლიტოლოგი რამაზან გოზენი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები