თურქეთისა და მსოფლიოს დღიურიდან 105

შესაძლებელია თუ არა გლობალური ეკონომიკის შექმნა?

176326
თურქეთისა და მსოფლიოს დღიურიდან 105

 

თუ გადავხედავთ და შევადარებთ მსოფლიო ხალხების ცხოვრებას და მათ აზროვნებებს, მაშინ მრავალ საერთოსაც დავინახავთ მათში. ე.ი. მიუხედავად იმისა რომ მრავალი სპეციფიკური განსხვავებულობანი თუ განსაკუთრებულობანი ახასიათებს ამა თუ იმ ხალხებს, ზოგიერთები მაინც ფიქრობენ, რომ შეიძლება ერთი საკაცობრიო, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ საერთო გლობალური კულტურის შექმნა. ამის ერთ ერთ მკაფიო მაგალითად და ნიმუშად კი ახალი წლის ზეიმს აჩვენებენ. მართლაც და 31 დეკემბრის ღამეს სიდნეიდან დაწყებული ვაშინგტონით დამთავრებული 10 ათასობით ადამიანები იკრიბებიან 12:00 საათზე დიდი ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე და პროსპექტებზე რა, ფეიერვერკებით და ოვაციებით ხვდებიან ახალი წლის დადგომას. ზოგიერთი რელიგიის მიმდევრები, ე.ი. მილიონობით ადამიანები არ აღნიშნავენ ახალ წელს და ეწინააღმდეგებიან კიდეც მის აღნიშვნას. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ თუნდაც ერთ საკითხში მსოფლიო საზოგადოების აზრი განსხვავებულია და სხვადასხვა კულტურის ხალხები ამ საკითხზე სხვადასხვანაირად ფიქრობენ

სხვადასხვა კულტურის ხალხები რომ ერთობლივად განიცდიან სიხარულს და აღტაცებას, სხვა მაგალითებითაც დასტურდება. ეს კი განსაკუთრებით სპორტულ ოლიმპიადებზე, ფეხბურთზე, კალათბურთზე, კრივზე და ჩოგბურთზე ითქმის. ასე რომ, საზაფხულო ოლიმპიადები და მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში უკვე გლობალურ მოვლენებად გადაიქცნენ. მართლაც და სხვადასხვა რასის, ფერის, ერის, რწმენის ადამიანები ფეხბურთის დროს ივიწყებენ ამ განსხვავებულობებს და გლობალურ ადამიანებად იქცევიან, ერთ პლატფორმაზე დგებიან. მოკლედ, ასეთი სპორტული ასპარეზობებით იგებენ არა მხოლოდ ინდივიდები, ჯგუფები, საზოგადოებები, ერები და ქვეყნები, არამედ მთელი კაცობრიობა. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ მარმარას სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის თანამშრომლის, პროფესორ რამაზან გოზენის მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს:

მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, რომ, გლობალური კულტურის არსებობა-არ არსებობა მერყევია და დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი პერსპექტივიდან შეფასდება იგი გლობალიზმის თუ კაცობრიობის თვალთახედვიდან. მართლაც, კაცობრიობა მისი შექმნიდან დღემდე სხვადასხვანაირია ფერის, რწმენის, ერისა თუ ინტერესების ფარგლებში და ეს განსხვავებულობანი მიღებული და აღიარებულია ყველას მხრიდან. თვით წმინდა ყურანშიც არის ჩაწერილი, რომ ღმერთმა ადამიანები ტომების მიხედვით შექმნა. ე.ი. ყველა ერს თუ ყველა ქვეყანას გააჩნია მხოლოდ თავისათვის დამახასიათებელი კულტურა თუ ტრადიციები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტომი და ერი სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. ტომი უფრო ორიგინალური და ონტოლოგიური რეალობაა, ხოლო ერი კი უფრო მოგვიანებით, თანამედროვე პირობებში შექმნილი ფენომენია. მაგრამ, ამ ტექნიკური განსხვავებასთან ერთად თუ გადავხედავთ ტომისა და ერის არსსა და კონცეფციას, დავინახავთ, რომ თითოეულის საფუძველს კულტურა წარმოადგენს და სწორედ ეს კულტურა ხდება დისკრიმინაციისა თუ სეგრეგაციის საფუძველი, რაც საბოლოო ჯამში ერებს შორის ხშირად კონფლიქტის და ომების საბაბი და მიზეზი ხდება. აი ამ თვალსაზრისიდან ისე გამოდის, რომ ერთიანი გლობალური კულტურის შექმნა შეუძლებელია და ესეც რეალობას წარმოადგენს
თუმცა, ზემოთ ხსენებულ ოლიმპიადების ან საფეხბურთო ტურნირების მაგალითზე შესაძლებელია ამ განსხვავებული ერების, რწმენების და რასების ერთ პლატფორმაზე დგომა, ე.ი. გლობალურად აზროვნება და ერთობლივად თანამშრომლობა. წმინდა ყურანიც რამდენიმე სურაში სხვადასხვა ტომებად დაბადებულ ადამიანებს ერთმანეთის გაცნობას და თანამშრომლობას მოუწოდებს

ამ ზემოთქმულებიდან გამომდინარე კაცობრიობა ვალდებულია დაიცვას ის სამყარო, რომელშიც იგი ცხოვრობს, არ უნდა გაანადგუროს, არ უნდა შესცვალოს მისი ბუნება და კლიმატი, პირიქით ყველანაირი ზომები უნდა მიიღოს ამ ბუნების პირვანდელი სახით შენარჩუნებას, მისი ფლორისა და ფაუნის დაცვას და ეს ყველაფერი რაიმე ზიანისა და ზარალის მიუყენებლად უნდა მოახმაროს ადამიანებს, ე.ი. თვითოეული ჩვენთაგანი ბუნების მეგობარი უნდა გახდეს

საბოლოოდ კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ გლობალური, ე.ი. ერთიანი კულტურის შექმნა შეიძლება არა რეალურად და უტოპიად მოგვეჩვენოს, მაგრამ, ზემოთ მოყვანილი სპორტული ოლიმპიადებისა თუ საფეხბურთო ჩემპიონატების და კიდევ ხალხებსა და ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება-გაფართოების მაგალითებზე ათასწლეულების შემდეგ შესაძლებელი შეიძლება გახდეს ასეთი კულტურის შექმნა, რომელიც ისევ და ისევ კაცობრიობის კეთილდღეობას წაადგება


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები