თურქეთისა და მსოფლიოს დღიურიდან 95

კრიზისი თურქეთ-ევროკავშირს შორის

179228
 თურქეთისა და მსოფლიოს დღიურიდან 95

 

ალბათ ჩვენი გადაცემებიდანაც მოგეხსენებათ რომ ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობები ადრინდელ ურთიერთობებთან შედარებით გაცივდა და მის კვალობაზე ამ ორგანიზაციის კანდიდატი თურქეთის სრული გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებიც შენელდა. აქვე შეგახსენებთ რომ ბრიუსელმა მოლაპარაკებები სრული გაწევრიანების თაობაზე ანკარასთან 2005 წლის 3 ოქტომბერს დაიწყო და თავიდან ეს მოლაპარაკებები ისეთი აქტიური იყი რომ ზოგიერთები თურქეთის სრულ გაწევრიანებას ამ უახლოესი წლებისათვის ვარაუდობდნენ. მაგრამ ყველა შეცდა ამ ვარაუდში, რადგან მოლაპარაკებები მომდევნო წლებში ჯერ შენელდა, შემდეგ კი საერთოდ შეწყდა და ახლა მის ახლიდან დაწყების მცდელობებს იჩენენ.

ცნობილია რომ ყველა კანდიდატ ქვეყანას ევროკავშირის 35 კრიტერიუმის, იგივე ქვეთავის შესრულება მოეთხოვება და მათგან ანკარამ მხოლოდ რამდენიმე შეასრულა, 14 ქვეთავში განხილვების დაწყება კი თვით ბრიუსელის გადაწყვეტილებით გადავადებულ იქნა და არც ის არის ცნობილი თუ როდის დაიწყება ახლიდან მოლაპარაკებები. აქ შეიძლება ლოგიკური კითხვა დაისვას, 2005 წლამდე აღმავალი დონით მიმდინარე მოლაპარაკებები თურქეთის სრული გაწევრიანების თაობაზე 2007 წლიდან დაწყებული ჯერ რატომ შენელდა და შემდეგ მთლიანად შეჩერდა, რა მიზეზებმა შეუწყეს ხელი ამ მოლაპარაკებებში უკუსვლას. ქვემოთ შევეცდებით ამ კითხვებზე პასუხის გაცემას და ამ მიზნით ახლა ამ თემაზე გთავაზობთ მარმარას სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის თანამშრომლის, პროფესორ რამაზან გოზენის მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს:

თურქეთ-ევროკავშირს შორის ურთიერთობებში უკუსვლის ერთ ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს ხსენებული ორგანიზაციის ორი მთავარი დამფუძნებლის, გერმანიის და საფრანგეთის თურქეთისადმი პოზიციის შეცვლა. დიახ, როგორც კი საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლას სარკოზი გახდა და გერმანიის ხელისუფლებაში კი ანგელა მერკელი მოვიდა, მათ ანტი თურქული პოზიცია დაიკავეს და სრული გაწევრიანების ნაცვლად ანკარას პრივილეგირებული წევრობის სტატუსი შესთავაზეს. ამან გაათამამა როგორც თურქეთის მოწინააღმდეგენი, ასევე საერთოდ ისლამ ფობია მოიცვა ევროპის უდიდესი ნაწილი. გერმანია და საფრანგეთი ამას არ დასჯერდნენ და შემდეგ თურქეთზე ზეწოლა კუნძულ კვიპროსის პრობლემის მოუგვარებლობის გამოც გააგრძელეს.

ამ ყველაფერს დაემატა ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოს მიერ თავსაბურთან დაკავშირებით გამოტანილი უარყოფითი განაჩენიც და ანკარა საერთოდ რადიკალიზმში და დემოკრატიის უგულველყოფაში დაადანაშაულეს რა, მასთან მოლაპარაკებები გადაავადეს. მაგრამ, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ფორმალური მიზეზი იყო, რადგან, ცხადად და ხმამაღლა ვერც ერთმა ევროპელმა ლიდერმა ვერ თქვა, რომ თურქეთი სწორედ მუსლიმანობის გამო არ უნდოდათ ევროპულ საძმოში გაწევრიანება

ამ ყველაფერმა კი ამავდროულად და პარალელურად ადეკვატური ნაბიჯები წარმოშვა თურქულ მხარეშიც. ამ დროს ქვეყნის ხელისუფლებაში ლიბერალური ისლამისტები მძლავრობდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა მათ ანტი ევროკავშირული პროპაგანდა დაიწყეს, თითქოსდა ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებით ისლამური რელიგია ზეწოლის ქვეშ მოჰყვებოდა და გადაგვარდებოდა, მათ აჰყვნენ ხელისუფლების და ისლამიზმის მხარდამჭერი მედია-საშუალებებიც, რომლებმაც მორწმუნე ფენებიც აიყოლიეს და საბოლოო ჯამში თურქეთ-ევროკავშირს შორის ცივი ომის ეპოქა დაიწყო. ზოგიერთებმა კი მოსახლეობა დაარწმუნეს რომ მუსლიმანური თურქეთის ადგილი ევროპაში კი არა ახლო აღმოსავლეთსა და ევრაზიაშია, რასაც მტკიცებულების სახით მოჰყვა ამ დროს განვითარებული გეოპოლიტიკური მოვლენები როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე ბალკანეთსა და კავკასიაშიც და თურქეთი იძულებული გახდა ამ პრობლემების მოგვარებაში ჩართულიყო.

ამას მოჰყვა 2007 წლიდან ქვეყნის შიგნით ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას გააქტიურებაც და ანკარა მთლიანად ახლო აღმოსავლეთის პრობლემებზე გადაერთო, რაშიც მას მხარში ამოუდგნენ ამერიკა და ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო. უფრო მეტიც, ახლო აღმოსავლეთის პრობლემების მოგვარების მიზნით ამერიკამ თურქეთს თავისი სიმძიმის და როლის გაზრდა მოსთხოვა, ხოლო პირდაპირი მხარდაჭერის მიზნით კი ობამას და ერდოღანის ხელისუფლებამ 2009 წელს მოდელი პარტნიორობა შექმნეს. როცა არაბულ სამყაროში ე.წ. არაბული გაზაფხული დაიწყო ანკარა ამ მოვლენებში გადაერთო და მთლიანად მოსწყდა ევროკავშირს, ხოლო ახლო აღმოსავლეთის არეულობებმა სირიაში ჯერ სამოქალაქო ომი გამოიწვია, შემდეგ კი ისეთი ახალი საფრთხე წარმოქმნა, როგორიც არის ISIS-ის ტერ ორგანიზაცია და ამჟამად თურქეთიც და მთელი მსოფლიოც დღე და ღამ იმაზე ფიქრობენ თუ როგორ მოიცილონ ეს საფრთხე და მის წინააღმდეგ საბრძოლველად კოალიციას ჰქმნიან
მაგრამ, ანკარამ ამ ახლო აღმოსავლური თავგადასავლის გამო რა თქმა უნდა უარი არ უნდა თქვას ევროკავშირზე და მასთან პერსპექტივებზე, რადგან თურქეთის მომავალი, მისი დემოკრატიულობა, სამართლიანობა, სტაბილურობა და ეკონომიკური აღორძინება, რეგიონალური ლიდერობა სწორედ დიდ წილად არის დამოკიდებული მის გაწევრიანებაზე, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ თურქეთის ყველანაირი წარმატებები პირდაპირ პროპორციულია მისი ევროკავშირთან ურთიერთობებზე.

მოკლედ, ევროკავშირში გაწევრიანებით თურქეთს შეუძლია უფრო მეტი წვლილი შეიტანოს ისეთი მონსტრი ტერ ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორებიც არიან ISIS და სხვა რადიკალისტურ-ჯიჰადური დაჯგუფებები

ანკარაც ხვდება რომ აუცილებლად უნდა აღადგინოს კეთილი ურთიერთობები ბრიუსელთან და ამ მხრივ დადებითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო თურქეთის ევროკავშირთან ინტეგრაციის ახალმა მინისტრმა ვოლქან ბოზქირმა, რომელმაც მინისტრად გახდომისთანავე ეწვია ბრიუსელს, აქ პირისპირი შეხვედრები ჩაატარა ევროკავშირის წევრი მრავალი ქვეყნის წარმომადგენლებთან, ხოლო ამის პარალელურად ანკარამ ახალი ევროკავშირული სტრატეგიაც გამოაქვეყნა, რაც მთლიანობაში ბრიუსელთან ურთიერთობების აღდგენა-რეკონსტრუქციას ემსახურება. თუ თურქეთი შესძლებს სარკოზი-მერკელის წინააღმდეგობის გადალახვას, მაშინ, წინ ვერაფერი დაუდგება მის სრულ გაწევრიანებას ევროკავშირში, რომელიც ამ გაწევრიანებით დიდ გლობალურ ძალად გადაიქცევა, წერს თურქი პოლიტოლოგი რამაზან გოზენი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები