თურქეთისა და მსოფლიოს დღიურიდან 90

ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლა და ძირითადი პრობლემები

140095
თურქეთისა და მსოფლიოს დღიურიდან 90

 

ამ ბოლო თვეებში მთელი მსოფლიო ერაყის და სირიის ისლამური სახელმწიფო ორგანიზაცია IŞİD-ის შესახებ საუბრობს და მისით იძინებენ და მისით იღვიძებენ. სწორედ ეს საკითხი განიხილა ასევე ნატოს მორიგი სამიტზეც, რომელიც 4-5 სექტემბერს უელსში შესდგა. მის კვალდაკვალ ბარაკ ობამამ 4 საფეხურიანი სტრატეგია გამოაქვეყნა, რომლის ფარგლებში სუნიტმა სახელმწიფოებმა საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდდეში სპეციალური შეკრება გამართეს და IŞİD-ის წინააღმდეგ ერთობლივად ბრძოლისათვის კოალიცია შექმნეს და მხარი დაუჭირეს ობამას სტრატეგიას, რომლითაც კოალიციური ქვეყნები ერთის მხრივ საჰაერო თავდასხმებს განახორციელებენ იშიდის ობიექტებზე, მეორეს მხრივ ისინი სირიის და ერაყის სამთავრობო ძალების სახმელეთო ოპერაციებსაც აღმოუჩენენ მხარდაჭერას, ხოლო ამის პარალელურად ხსენებული ქვეყნების საზღვრების კონტროლსაც გააძლიერებენ, რათა ახალი წევრებით არ შეივსოს ისლამური სახელმწიფო. ყველაფერ ამასთან ერთად კოალიცია ფინანსურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას აღმოუჩენს რადიკალისტების მხრიდან დაზარალებულ ფენებს
მაგრამ ეს სტრატეგია თავიდანვე პრობლემებით დაიწყო. ასე მაგალითად კოალიციის წევრმა თურქეთმა ხელი არ მოაწერა ჯიდდეს დეკლარაციას და არ მიიღებს მონაწილეობას იშიდის წინააღმდეგ ოპერაციებში, რადგან 3 თვეზე მეტია რაც ISIS-ს მძევლად ჰყავს ერაყის ქალაქ მოსულში მოქმედი თურქეთის საკონსულოს თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები, სულ 49 კაცი და თუ თურქეთი კოალიციაში შევა, მაშინ, რადიკალისტები ყველა მძევალს მოკლავენ. სახმელეთო ოპერაციებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა ასევე კოალიციის წევრმა გერმანიამაც. PEW-ის მხრიდან ჩატარებული საანკეტო გამოკითხვებით 53%-მა ეჭვი გამოთქვა ობამის ამ სტრატეგიის წარმატებით განხორციელებისადმი, რადგან არავინ არ იცის თუ ვისი მხრიდან დაფინანსდება ოპერაციები. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ მარმარას სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის თანამშრომლის, პროფესორ რამაზან გოზენის მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს:

 ობამას სტრატეგიას რაიმე ნაკლი არ გააჩნია, უბრალოდ, პრობლემა შემდგომში მდგომარეობს: დღემდე ტერორიზმი ვერც ერთი სამხედრო ოპერაციით თუ სხვა ძალისმიერი მეთოდით ვერ დამარცხებულა. ასე შეიძლება ვიფიქროთ იშიდის შესახებაც, რადგან, მათზე დაწყებული საჰაერო თავდასხმებით შეიძლება ტერორისტების უდიდესი ნაწილი განადგურებულ იქნას, მაგრამ ეს კიდევ უფრო გაზრდის რეგიონში ძალადობას, ხოლო მეორეს მხრივ კოალიციის თავდასხმამ შეიძლება უკურეაქცია გამოიწვიოს მუსლიმან ახალგაზრდებში, ახალი წევრებით შეივსოს იგი და კიდევ უფრო პოპულარული გახდეს

ობამას სტრატეგიის ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს ის გარემოებაც რომ იგი მართალია ბოევიკების განადგურებას ითვალისწინებს, მაგრამ, სამაგიეროდ არ ითვალისწინებს მისი წარმომშობი ფესვების სამუდამო გახმობას

უნდა ითქვას ისიც, რომ იშიდი მიზეზი კი არ არის, არამედ შედეგია და იგი წარმოქმნა სირიაში და ერაყში წარმართულმა არასწორმა პოლიტიკებმა, რომელსაც დასავლეთი ზოგიერთი მუსლიმანური სახელმწიფოების მხარდაჭერით ახორციელებდა. ISIS-ი, როგორც ტერ ორგანიზაცია 1990-იანი წლებიდან მოქმედებდა, მაგრამ, ძლიერებას მას მიაღწია 2011 წლიდან, როცა სირიაში ესადის საწინააღმდეგო სამხედრო მოქმედება დაიწყეს ოპოზიციურმა ძალებმა და ამის შედეგად სახელისუფლებლო ვაკუუმი წარმოიქმნა, რითაც ისარგებლეს იშიდელებმა და თავიანთ კონტროლზე აიყვანეს ერაყის მოსაზღვრე სირიული ტერიტორიები, ხოლო წელს ზაფხულში ერაყის ტერიტორიაზეც გადავიდნენ, აქაც ისარგებლეს ხელისუფლების უუნარობით და დაიპყრეს საკმარისი ტერიტორიები, რომელიც შეუერთეს რა სირიისას, ხალიფატი გამოაცხადეს. იშიდის გაძლიერებაში დიდი წვლილი შეიტანეს 2013 წელს დასავლეთის ქვეყნებიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ინგლისიდან, ამერიკიდან ჩამოსულმა ბოევიკებმაც. მათმა უმრავლესობამ დასავლური აღზრდა-განათლება მიიღო, ჩამოყალიბებული აქვთ დასავლური აზროვნება და ქცევა და თუ რატომ შეუერთდნენ ასეთი ახალგაზრდები ისლამურ სახელმწიფოში, ამის შესახებ თავიანთ თავს კითხვა უნდა დაუსვან დასავლეთელებმა, უნდა დაადგინონ, თუ სად დაუშვეს შეცდომა. აქედან გამოდინარე შეიძლება ითქვას: იშიდი სუფთა დასავლური პრობლემაა

აქ თვით იშიდის რადიკალიზმის შესახებაც შეიძლება რამდენიმე კითხვა დაიბადოს. კი მაგრამ, როგორ ხდება რომ ეს მორწმუნე ახალგაზრდები აკეთებენ იმას, რასაც კრძალავს წმინდა ყურანი. აქ რა თქმა უნდა მხედველობაში იღება მათი შეუბრალებელი სისხლისღვრა თავის დაჭრით თუ ადამიანების ცოცხლად დამარხვით, როცა ყურანი არა კაც ჰკლას ქადაგებს, მშვიდობას და ძმობა-მეგობრობას იცავს და კრძალავს უბრალო ძალმომრეობასაც კი. ე.ი. იშიდელების ქმედებები რადიკალურად ეწინააღმდეგება ისლამს, როცა პირიქით, ისინი თავს ისლამის დამცველებად ასაღებენ. მოკლედ, მათაც თავიანთ თავს კითხვა უნდა დაუსვან, თუ ისლამთან რაიმე კავშირი არ აქვთ, რატომ მოქმედებენ რელიგიის სახელით

ყოველ შემთხვევაში ISIS-ის წინააღმდეგ საჭიროა ბრძოლა, რათა ბოლო მოეღოს მათ პარპაშს, უდანაშაულო ადამიანების სისხლისღვრას და ამ დროს დასავლეთმა თვითკრიტიკაც არ უნდა დაივიწყოს, რამეთუ სწორედ მათ მიერ იქმნება ასეთი რადიკალური ორგანიზაციები, რომლებიც დაუნდობლად ხოცავენ სრულიად უდანაშაულო ადამიანებს, თანაც ღმერთის, მოციქულის და რელიგიის სახელით, წერს თურქი პოლიტოლოგი რამაზან გოზენი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები