თურქეთისა და მსოფლიოს დღიურიდან 81

ისრაელის თავდასხმა ღაზაზე

65929
თურქეთისა და მსოფლიოს დღიურიდან 81

როგორც ცნობილია ისრაელმა მოიმიზეზა რა დასავლეთ იორდანიის სანაპიროზე სამი ებრაელის მკვლელობა და ამ მკვლელობაში ჰამასი დაადანაშაულა რა, 12 ივლისიდან დაიწყო ღაზის საჰაერო დაბომბვები, რასაც 16 ივლისამდის 200 კაცი ემსხვერპლა, ხოლო ათასზე მეტი დაიჭრა ეს რა თქმა უნდა არ არის ისრაელის პირველი თავდასხმა პალესტინელებზე, რადგან, ასეთ თავდასხმებს იგი ხშირად ახორციელებს. ამის პარალელურად კი ტელ ავივმა 500-მდე პალესტინელი დააპატიმრა და მათ შორის მინისტრები, პარლამენტარები და სხვა სახელმწიფო მაღალჩინოსნებიც არიან. დღე დღეზე ელოდებიან ასევე სახმელეთო ოპერაციის დაწყებას, ე.ი. სტარტი ეძლევა ისრაელ-პალესტინას შორის ახალ ომს

ისრაელმა ახალი თავდასხმებიც კვლავ ტერორიზმის მომიზეზებით დაიწყო, თუმცა არავისთვის აღარ წარმოადგენს საიდუმლოს, რომ ეს მხოლოდ მიზეზი და საბაბია ტელ-ავისათვის მორიგი ხოცვა-ჟლეტის განხორციელებისათვის, რადგან ასეთი მოტივით იგი მრავალჯერ დასხმია თავს პალესტინას და რა სამწუხაროა, რომ ასეთ თავდასხმებს ასობით და ათასობით უდანაშაულო, მათ შორის ბავშვები და ქალები ეწირებიან. აქ სამწუხარო კიდევ ის არის, რომ ამერიკა და დასავლეთი როგორც წინა თავდასხმების დროს, ახლაც ჩუმად არიან და გასაკიცხ განცხადებასაც არ ავრცელებენ, რაც კიდევ უფრო ათამამებს ისრაელს. ერთადერთი ლიდერი მთელს მსოფლიოში მხოლოდ ერდოღანია, რომელიც მკაცრდა გმობს და აკრიტიკებს ისრაელის ქმედებებს. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ თურქი პოლიტოლოგის, ილდირიმ ბეაზითის სახელობის უნივერსიტეტის საერთაშორისო ფაკულტეტის ლექტორის, პროფესორ რამაზან გოზენის მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს:

სანამ ამ პრობლემის დეტალებზე გადავიდოდეთ, მანამდე შეგახსენებთ, რომ ამ კონფლიქტს ისრაელ-პალესტინას შორის სათავე დაედო 1967 წელს ისრაელის მხრიდან პალესტინური მიწების დაპყრობის შემდეგ. მართალია გაეროს უშიშროების საბჭომ ამ განვლილი წლების განმავლობაში რამდენიმე რეზოლუცია მიიღო, რომლებშიც ტელ ავივს ოკუპირებული ტერიტორიების დატოვება მოსთხოვა, მაგრამ, ისრაელს არც ერთი რეზოლუცია არ შეუსრულებია და აგრძელებს საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევას. ხშირ თავდასხმებს და დაპატიმრებებს არ სჯერდება რა ტელ ავივი, უკვე წლებია რაც ეკონომიკურ ბლოკადაში ჰყავს მოქცეული ღაზა, თანაც როგორც ხმელეთიდან და ჰაერიდან, ასევე ზღვიდანაც, რითაც ეს რეგიონი ფაქტიურად ღია ცისქვეშა საპყრობილედ გადაიქცა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ დღეს ებრაელები იმას უშვრებიან პალესტინელებს, რაც მეორე მსოფლიო ომის წლებში მათ გაუკეთა ფაშისტურმა გერმანიამ, ე.ი. წლებია რაც ღაზა, სადაც 1,5 მილიონი კაცი ცხოვრობს, ღია ცისქვეშა საკონცენტრაციო ბანაკს წარმოადგენს

აქ ისიც უნდა ითქვას, რომ, წინა წლების თავდასხმების დროს ისრაელის წინააღმდეგ ხმას იმაღლებდნენ სხვა არაბული ქვეყნები, ასე მაგალითად, სადდამ ჰუსეინი, ჰაფეზ ასადი ან კადდაფი, მაგრამ დღეს ეს ქვეყნები იმავე ისრაელისა და აშშ-ს მცდელობით ისეთ დღეში არიან, ისრაელისათვის არ სცალიათ და მხოლოდ თეირანი ან ანკარა თუ იღებენ ხმას და მათი ხმაც რჩება როგორც ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, დანარჩენი მსოფლიო კი დუმილს განაგრძობს და ვერ ხედავენ ბავშვებისა და ქალების ტრაგედიებს

არ არის დასამალი ისიც, რომ სირია-ერაყში მიმდინარე მოვლენებისგან ისრაელიც ძალზედ არის შეშფოთებული, უფრო მეტიც, ეშინია კიდეც, რადგან, ხვდება რომ ამ ქვეყნებს მოდებული ცეცხლის ალი ერთ დღეს მასაც შეიძლება მისწვდეს. ახლა ღაზაზე თავდასხმით იგი ცდილობს აჩვენოს რომ იგი სამხედრო თავლსაზრისით მზადყოფნაშია და შეუძლია მოიგერიოს ყოველგვარი შესაძლო აგრესია ხსენებული ქვეყნებიდან. ე.ი. ტელ ავივი ღაზაზე თავდასხმით პრინციპში ძალის დემონსტრირებასაც ახდენს და სირია-ერაყსაც აშინებს და ჰამასთან ერთად სხვა რადიკალურ ორგანიზაციებსაც

მოკლედ, სირია-ერაყის მოვლენები შეიძლება ისრაელსაც მოედოს, რადგან ამის დიდი პოტენციალი არსებობს თუნდაც ღაზაზე თავდასხმის მაგალითზე. ცნობილია რომ ისრაელის არმია არ ინდობს არც ბავშვებს და არც ქალებს, ე,ი, კლავს სრულიად უდანაშაულო ადამიანებს, რაც ზრდის მისდამი ზიზღსაც, აღშფოთებასაც და აგრესიასაც, რაც შეიძლება მისდამი თავდასხმაშიც გადაიზარდოს. ეს კი თავიდან რომ აიცილოს, ამისათვის სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს ღაზის დაბომბვა, გავიდეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ბლოკადა მოუხსნას მას. ამაში კი საკუთარი წვლილი უნდა შეიტანონ დასავლეთმა და გაერომ, რომლებმაც ზეწოლის ყველანაირი ბერკეტი უნდა გამოიყენონ და ტელ ავივს აიძულონ თავდასხმების შეჩერება, წერს თურქი პოლიტოლოგი რამაზან გოზენი.


საკვანძო სიტყვები: #ისრაელი

მსგავსი ინფორმაციები