ევროპარლამენტის არჩევნების პირველი შედეგები

ევროპარლამენტის არჩევნებში ავსტრიის შემდეგ ულტრამემარჯვენე პარტიები გავიდნენ პირველ ადგილზე საფრანგეთშიც

2151007
ევროპარლამენტის არჩევნების პირველი შედეგები

ევროპარლამენტის არჩევნებში ავსტრიის შემდეგ ულტრამემარჯვენე პარტიები გავიდნენ პირველ ადგილზე საფრანგეთშიც.

6-9 ივნისს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში ჩატარებული ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოცხადება დაიწყო ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, ევროპარლამენტის გენერალური ასამბლეის დარბაზში დამონტაჟებულ გიგანტურ ეკრანზე.

ჯერჯერობით, შედეგები მიღებულია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, ავსტრიიდან, საბერძნეთიდან, სამხრეთ კვიპროსის ბერძნული მმართველობიდან, ბულგარეთიდან, ხორვატიიდან, მალტადან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და დანიიდან.

720 წევრიანი ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგები ასეთია:

ევროპის სახალხო პარტია (EPP) 189,

სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი (S&D) 135,

განაახლეთ ევროპა (Renew) 80,

კონსერვატორთა და რეფორმისტთა ევროპული პარტია (ECR) 72,

პარტია იდენტობა და დემოკრატია (ID) 58,

მწვანეები (Greens/EFA) 52 და

მემარცხენეები (GUE/NGL) 36 დეპუტატი.

პირველადი შედეგების მიხედვით, პარლამენტში არჩეულმა დამოუკიდებელ წევრთა რაოდენობამ 46 შეადგინა, ხოლო სხვა ახლადარჩეულთა რაოდენობა, რომლებიც ჯერ არცერთ საპარლამენტო ჯგუფთან ალიანსში არ გაწევრიანებულა, 52-ია.

გერმანიაში ქრისტიან-დემოკრატიული CDU/CSU ალიანსი 29 დეპუტატით პირველ ადგილზე გავიდა, ულტრამემარჯვენე AfD კი მეორე ადგილზე 17 დეპუტატით. სამთავრობო კოალიციის მთავარი პარტნიორი სოციალ-დემოკრატები (SPD) 14 დეპუტატით მესამე ადგილზე ჩამოვიდა. კოალიციის სხვა პარტნიორებმა მწვანეებმა 12, ხოლო თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ (FDP) 5 მანდატი მოიპოვეს.

ჰოლანდიაში პარტიამ „გაანახლეთ ევროპა“ (RE) 7 ადგილი, ულტრამემარჯვენე პარტიამ „იდენტობა და დემოკრატია (ID) 7, ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) 6 და მწვანეებმა 4 ადგილი მოიპოვეს.

ავსტრიაში, ულტრამემარჯვენე ავსტრიის თავისუფლების პარტიამ (FPÖ) 6 მანდატით პირველობა მოიპოვა, მას მოჰყვება ევროპის სახალხო პარტია (EPP) და სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი (S&D) 5-5 ადგილით, ხოლო მწვანეებმა და „განაახლეთ ევროპა“ 2-2 ადგილი აიღეს.

საბერძნეთში ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) 8 ადგილი, მემარცხენეებმა 4, S&D 3, ევროპელმა კონსერვატორებმა და რეფორმისტებმა (ECR) 2, დამოუკიდებელებმა კი 2 მანდატი მოიპოვეს.

სამხრეთ კვიპროსის ბერძნულ მმართველობაში 6 ადგილიდან EPP-მ 2, მემარცხენეებმა 1, S&D-მ 1 და დამოუკიდებელებმა 2 ადგილი მოიპოვეს.

ბულგარეთში EPP-მ 6, RE 5, S&D 2, დანარჩენებმა 4 ადგილი მოიპოვეს, ხოლო ხორვატიაში EPP-მ 6 ადგილი, S&D-მ 4, მწვანეებმა 1 და დანარენებმა 1 მანდატი მიიღეს.

EPP-მ და S&D-მ მალტაში 3-3 ადგილი მოიპოვეს.

დანიაში არჩევნებში RE-მ მიიღო 4 ადგილი, მწვანეებმა და S&D-მ თითომ 3, მემარცხენეებმა 1, ID-მ 1 და დანარჩენებმა 1.

ოფიციალური შედეგების დღეს გამოცხადებით, ეროვნული პარტიები, რომლებსაც შეუძლიათ ევროპარლამენტში შესვლა, დაიწყებენ თავიანთი პოლიტიკური ჯგუფების ჩამოყალიბების პროცესს.

ევროპარლამენტის პირველი გენერალური ასამბლეა 16 ივლისს შეიკრიბება, რითაც ახალი საკანონმდებლო პერიოდი დაიწყება.


საკვანძო სიტყვები: #არჩევნები , #ევროპარლამენტი

მსგავსი ინფორმაციები