მწყემსების და ფერმერების დაპირისპირებას მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მწყემსების და ფერმერების დაპირისპირებას მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

2130760
მწყემსების და ფერმერების დაპირისპირებას მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნიგერიის პლატოს შტატში, მწყემსებსა და ფერმერებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ბოლო მონაცემებით სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა. პლატოს შტატის პოლიციის სამმართველოდან გავრცელებული ინფორმაციით, მანგუსა და კურუს რეგიონებში ორ ჯგუფს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს 21 ადამიანი დაიღუპა. დაპირისპირების დროს ასევე მრავალი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

ცნობისათვის, პლატოს შტატის მანგუს რეგიონში, მწყემსებსა და ფერმერებს შორის დაპირისპირება დროდადრო ხდება.

ბოლოს, მიმდინარე წლის იანვარში მანგუს რეგიონში შეტაკებების შედეგად სულ მცირე 90 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები და ქალები.



მსგავსი ინფორმაციები