სტოლტენბერგი: „უკრაინა ვეღარ მოითმენს, სასწრაფო დახმარება სჭირდება“

სტოლტენბერგი: „უკრაინა ვეღარ მოითმენს, სასწრაფო დახმარება სჭირდება“

2126700
სტოლტენბერგი: „უკრაინა ვეღარ მოითმენს, სასწრაფო დახმარება სჭირდება“

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინას დაუყოვნებლივი მხარდაჭერა სჭირდება და დაამატა: „უკრაინას აღარ შეუძლია ლოდინი. მას სასწრაფოდ ესაჭიროება საჰაერო თავდაცვა, საბრძოლო მასალა და სხვა დახმარება“.

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე სტუბმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

სტოლტენბერგმა თქვა: „უკრაინას აღარ შეუძლია ლოდინი. მას სასწრაფოდ სჭირდება საჰაერო თავდაცვა, საბრძოლო მასალა და სხვა დახმარება“. მისი თქმით, უკრაინელებმა უკვე მიაღწიეს ბევრ წარმატებას.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინას შეუძლია მიაღწიოს მეტ წარმატებას, მაგრამ სჭირდება მათი მხარდაჭერა. მისივე თქმით, ნატო აქტიურად მუშაობს უკრაინის უსაფრთხოების საიმედო და პროგნოზირებადი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.



მსგავსი ინფორმაციები