აშშ-ში პოლიციელებმა ეჭვმიტანილს 96 ტყვია ესროლეს

აშშ-ში პოლიციელებმა ეჭვმიტანილს 96 ტყვია ესროლეს

2126563
აშშ-ში პოლიციელებმა ეჭვმიტანილს 96 ტყვია ესროლეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალაქ ჩიკაგოში 4 პოლიციელმა აფროამერიკელი დექსტერ რიდი გააჩერა უსაფრთხოების ღვედის არ ხმარების გამო და კონფლიქტის შედეგად 96 ტყვიით მოკლა.

ჩიკაგოს სამოქალაქო პოლიციის პასუხისმგებლობის ოფისმა (COPA) გააზიარა 21 მარტს ვესტ გარფილდის პარკში მომხდარი ფატალური შეტაკების შესახებ პოლიციელის სხეულის კამერის კადრები.

ვიდეოჩანაწერის მიხედვით, ოთხმა პოლიციელმა თეთრი ჯიპის ტიპის მანქანას ალყა შემოარტყა და 26 წლის რიდს უყვიროდნენ „კარი გააღე“, რის შემდეგაც ათობით გასროლის ხმა ისმის.

COPA-ს წინასწარი მოხსენებაში ეწერა, რომ რიდმა პირველმა გაისროლა იარაღიდან და პოლიციამ უპასუხა, თუმცა ეს არ ჩანს ნათლად საჯაროდ ხელმისაწვდომ კადრებში.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ საავადმყოფოში გადაყვანილი რიდი გარდაიცვალა, ერთი პოლიციელი კი მაჯის არეში დაიჭრა.

ორგანიზაცია COPA-მ,  რომელიც უფლებამოსილია გამოიძიოს პოლიციის შეტაკებები, მოითხოვა, რომ პოლიციის თანამშრომლებს, რომლებმაც განსახილველ ინციდენტში 41 წამში 96 ტყვია ესროლეს ახალგაზრდა ეჭვმიტანილს, შეუჩერდეთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე.


საკვანძო სიტყვები: #აშშ

მსგავსი ინფორმაციები