ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში

ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში

2124583
ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში

იაპონიაში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს (JMA) განცხადებით, 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, რომელიც ადგილობრივი დროით 12:16 საათზე, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ფუკუშიმას პრეფექტურის სანაპიროსთან, 40 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის შემდეგ ცუნამის გაფრთხილება არ ყოფილა.

გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრა იგრძნობოდა მთელს ფუკუშიმაში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე და დედაქალაქ ტოკიოში.


საკვანძო სიტყვები: #ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში

მსგავსი ინფორმაციები