ძლიერი მიწისძვრა ტაივანში

ძლიერი მიწისძვრა ტაივანში

2123990
ძლიერი მიწისძვრა ტაივანში

ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჰუალიენში  7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. შედეგად ბოლო მონაცემებით, 9 ადამიანი დაიღუპა.

ამერიკის გეოლოგიური სამსახური (USGS) იტყობინება, რომ 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქალაქ ჰუალიენიდან სამხრეთით 18 კილომეტრში, ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე.

34,8 კილომეტრის სიღრმეზე მომხდარი მიწისძვრის გამო რეგიონის დასახლებები დაზიანდა, პირველადი ინფორმაციით, 9 ადამიანი დაიღუპა და 882 დაშავდა.

თავის მხრივ, ტაივანის ცენტრალურმა მეტეოროლოგიურმა ადმინისტრაციამ (CWA) მიწისძვრის სიმძლავრე 7,2 მაგნიტუდა გამოაცხადა და აღინიშნა, რომ ქალაქ ჰუალიენში მრავალი შენობა დაზიანდა და განადგურდა.

შეგახსენებთ, რომ 1999 წლის 21 სექტემბერს ტაივანში, დედაქალაქ ტაიპეის სამხრეთით 150 კილომეტრში მომხდარი 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, დაახლოებით 2400 ადამიანი დაიღუპა, 100 ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა და ათასობით შენობა დაინგრა.


საკვანძო სიტყვები: #ძლიერი მიწისძვრა ტაივანში

მსგავსი ინფორმაციები