სამგზავრო ავტობუსი ხიდიდან გადავარდა

არის დიდი მსხვერპლი

2121818
სამგზავრო ავტობუსი ხიდიდან გადავარდა

სამხრეთ აფრიკის ჩრდილოეთით, სამგზავრო ავტობუსი ხიდიდან გადმოვარდა და ავარიას 45 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოტსვანადან სამხრეთ აფრიკის მორიას რეგიონისკენ მიმავალი სამგზავრო ავტობუსი ლიმპოპოს სასაზღვრო რეგიონში ხიდიდან გადმოვარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტობუსში მყოფი 45 მგზავრი დაიღუპა, 8 წლის ბავშვი კი დაშავდა.

სამხრეთ აფრიკის ტრანსპორტის მინისტრმა სინდისივე ჩიკუნგამ პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ავარიის გამომწვევ მიზეზზე გამოძიება მიმდინარეობს.



მსგავსი ინფორმაციები