PKK-ს მხარდამჭერების სამიზნე ამჯერად შარლ დე გოლის აეროპორტი გახდა

PKK-ს მხარდამჭერების სამიზნე ამჯერად შარლ დე გოლის აეროპორტი გახდა

2121310
PKK-ს მხარდამჭერების სამიზნე ამჯერად შარლ დე გოლის აეროპორტი გახდა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, შარლ დე გოლის აეროპორტში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ს მხარდამჭერების მიერ განხორციელებული ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, შარლ დე გოლის აეროპორტში შეიკრიბნენ სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ PKK-ს წევრის ფირაზ ქორქმაზის თურქეთში ექსტრადიციას, რომელსაც საფრანგეთიდან დეპორტაციის გადაწყვეტილება ჰქონდა.

დაახლოებით 20 კაციანი ჯგუფი თავს დაესხა ეროვნული რეპატრიაციის განყოფილების გუნდს, რომლებსაც ქორქმაზი გადაჰყავდათ.

აეროპორტში ასევე იყო დაძაბულობა ტერორისტების მხარდამჭერებსა და სამოქალაქო პერსონალს შორის.

ინციდენტის დროს, რომელიც ფრანგი ჯარისკაცების ჩარევით იქნა კონტროლირებადი, აეროპორტში მომუშავე 3 ადამიანი დაშავდა.

თავის მხრივ, ცნობილი გახდა, რომ ქორქმაზის თურქეთში დეპორტაცია განხორციელდა.



მსგავსი ინფორმაციები