აშშ: „ნეთანიაჰუ აშშ-ში დელეგაციას გაგზავნის“

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დათანხმდა დელეგაციის გაგზავნას აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში

2121679
აშშ: „ნეთანიაჰუ აშშ-ში დელეგაციას გაგზავნის“

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დათანხმდა დელეგაციის გაგზავნას აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში, რათა განიხილონ შესაძლო სახმელეთო თავდასხმები ღაზის სამხრეთით მდებარე რაფაჰის რეგიონზე.

ამის შესახებ პრესკონფერენციაზე თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინე ჟან-პიერმა განაცხადა.

ჟან-პიერმა თქვა, რომ ნეთანიაჰუს ოფისი დათანხმდა დელეგაციის ვიზიტის თავიდან დაგეგმვას და შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა დაიწყეს მოლაპარაკებები ახალი თარიღის დასადგენად.

„რაფაჰის ოპერაციების განსახილველად აქ შეხვედრის ჩატარების საკითხზე შეთანხმება მოხდა“ - განაცხადა ჟან-პიერმა.

25 მარტს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია რამადანის პერიოდში ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნით, რომელიც გახდება მუდმივი და მდგრადი.

ვინაიდან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კანონპროექტს ვეტო არ დაადო, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარი თქვა ისრაელის დელეგაციის გაგზავნაზე ვაშინგტონში დაგეგმილ შეხვედრაზე რაფაჰზე შესაძლო სახმელეთო თავდასხმის განსახილველად.


საკვანძო სიტყვები: #დელეგაცია , #ისრაელი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები