ისრაელი სამოქალაქოების დაბომბვებს აგრძელებს

ისრაელი სამოქალაქოების დაბომბვებს აგრძელებს

2121164
ისრაელი სამოქალაქოების დაბომბვებს აგრძელებს

ისრაელის არმიამ, ღაზას სექტორის სამხრეთით მდებარე ხან-იუნუსში დაბომბა კარავი, სადაც დევნილი პალესტინელები იმყოფებოდნენ. შედეგად ბოლო მონაცემებით, 12 ადამიანი მათ შორის ბავშვებიც დაიღუპნენ.

პალესტინის საინფორმაციო სააგენტო WAFA-ს ცნობით, ისრაელის ძალებმა დაბომბეს ალ-მავასის ტერიტორია, რომელიც მდებარეობს ხან-იუნისის დასავლეთით.

ამავე ინფორმაციით, ისრაელის არმიის მხრიდან განხორციელებული მორიგი თავდასხმის შედეგად დაიღუპა 12 პალესტინელი, მათ შორის ბავშვები და მრავალი ადამიანიც დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ ღაზას სექტორში ისრაელის თავდასხმების შედეგად, რომელიც გასული წლის 7 ოქტომბრიდან მოყოლებული გრძელდება, 32 ათასზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის უმეტესობა ბავშვი.



მსგავსი ინფორმაციები