მოსკოვში განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

მოსკოვში განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

2119593
მოსკოვში განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“, 22 მარტს განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 137-მდე გაიზარდა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა (SLEDCOM) განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 137-მდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია.

მათივე განცხადებით, შემთხვევის ადგილზე გამოძიება გრძელდება და ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 62 ცხედარი.

თავის მხრივ, თავდასხმაში დაკავებული 11 ეჭვმიტანილიდან 4 მოსკოვის ბასმანის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს წარუდგინეს.



მსგავსი ინფორმაციები