ბრაზილიაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

2119790
ბრაზილიაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიაში, ესპირიტუ-სანტუსა და რიო-დე-ჟანეიროს შტატებში ძლიერი წვიმის და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა.

ესპირიტუ-სანტუსას შტატის ოფიციალურმა პირებმა ძლიერი წვიმებისა და მეწყერის შედეგად დაღუპული პირების შესახებ განცხადებები გააკეთეს.

ოფიციალური პირების განცხადებით, მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა და დაახლოებით 5 ათას ადამიანს მოუწია სახლების დატოვება.

თავის მხრივ, ძლიერი წვიმების და წყალდიდობის გამო აღნიშნულ შტატებში „საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა.

მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ასევე განაცხადა, რომ ძლიერი წვიმა და შტორმი ცოტა ხნით შესაძლოა ისევ გაგრძელდეს.



მსგავსი ინფორმაციები